national delicacy

ქართველ მამლუქთა ეგვიპტე გიორგი კალანდიასთან ერთად!

  • ID: 47986
  • ნახვები: 10068
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/03/19
    დაბრუნება
    • 18/03/19
დამატებითი ინფორმაცია

პირამიდები, ფარაონები, მუმიები, აკლდამები, მამლუქთა საბრძოლო და სასიყვარულო ისტორიები, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა და მის კედლებზე ამოტვიფრული ქართული ანბანის ნიმუშები, მდინარე ნილოსი და... მოკლედ, ყველაფერი განსხვავებული და საინტერესო ისტორიებით მოყოლილი - გიორგი კალანდიასთან ერთად. 

მოგზაურობის პერიოდი 10 – 18 მარტი ( 9 დღე / 8 ღამე )

ტურის აღწერა:
___________________________________
⚫1 დღე: ჩაფრენა ქაიროს აეროპორტში, დახვედრა და დაბინავება სასტუმროში President Hotel Zamalik 4*. სადილი სასტუმროში და თავისუფალი დრო და საღამოხანს ვახშამი რესტორანში ნაციუონალური ცეკვების თანხლებით.


⚫2 დღე: საუზმე და ნაშუადღევს გასერნება ქალაქის ისტორიულ ქუჩებში.შემდგომ კრუიზი მდინარე ნილოსზე, თავისუფალი დღე ქაიროში, რომელიც შეგიძლიათ სურვილისამებრ გაატაროთ.


⚫3 დღე: საუზმე სასტუმროში და ქალაქის ექსკურსია:
მემფისი - ანტიკური ქალაქი ძველ ეგვიპტეში, რომლის ნანგრევები დღეს ცხადად ასახავს მის დიდებულ წარსულს და1979 წლიდან გიზის პირამიდების კომპლექსთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. არეალი საზოგადოებისთვის ღიაა, როგორც მუზეუმი ღია ცის ქვეშ.
საქარა - ძველი სამეფო
გიზას პირამიდები - აგებულია ძვ.წ.აღ. მესამე ათასწლეულში, უკავია 5 ჰექტარზე მეტი ფართობი. ყველაზე დიდია ხეოფსის პირამიდა, რომლის სიმაღლე 145, 46 მ-ია. საშუალო პირამიდაა ხეფრენის, ხოლო პატარა - მიკერინის. ძველი ეგვიპტის მეორე საოცრებად ითვლება დიდებული სფინქსი, ლომის ტანითა და ფარაონის თავით.


⚫4 დღე: საუზმე სასტუმროში და გამგზავრება ალექსანდრიაში. განთავსება სასტუმროში Le Metropole 4*. ალექსანდრია რიგით მეორე უმსხვილესი ქალაქია ეგვპიტეში მისი სახელი დამფუძნებლის, ალექსანდრე მაკედონელის პატივსაცემად დაერქვა და იწოდებოდა როგორც ქვეყნის დედაქალაქი. ანტიკურ ხანაში ალექსანდრია ცნობილია იყო მისი შუქურით (მსოფლიოს შვიდ საოცრებათა შორის ერთ-ერთი) და ბიბლიოთეკით (მსოფლიოში უდიდესი). 


⚫5 დღე: სასტუმროდან ნომრების გათავისუფლება და ალექსანდრიის ექსკურსია.მოვინახულებთ:
* პომპეის სვეტს,
* კატაკომბებს,
* რომაულ თეატრს,
* ქაითბეის ციტადელს.
* ალექსანდრიის სამეფო ბიბლიოთეკას, რომელიც ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ბიბლიოთეკაა. საღამოხანს დაბრუნება ქაიროში და ღამისთევა სასტუმროში President Hotel Zamalik 4*


⚫6 დღე: საუზმე და ექსკურსია ქაიროში
ეგვიპტის მუზეუმი ცნობიალია მისი უძველესი არტეფაქტების სიმრავლით. უახლესი მონაცემებით, ამ მუზეუმში სხვადასხვა დროით დათარიღებული 120 000 ნივთია, მათ შორის ტუტანჰამონის ოქროს კოლექციიდან ყველასთვის ცნობილი სიკვდილის ნიღაბი. გარდა ამისა აქ ინახება ფარაონის სარკოფაგი და სამეფო მუმიების ოთახი სადაც დამატებით კიდევ 11 ფარაონის რელიქვიაა.
ხან-ელ-ხალილი - ძველი ქაიროს უზარმაზარი ტერიტორია, რომელიც სუვენირების შესაძენად ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.


⚫7 დღე: საუზმე და ქაიროს ექსკურსია:
უძველესი ციტადელი და მის მოპირდაპირედ სულთან ჰასანის მეჩეთი, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო ქმნილებაა არაბულ არქიტექტურაში.
რიფას მეჩეთი; იბნტულინი და გაიერ ანდერსონი.
ალებასტროს მეჩეთი, რომელიც კაიროს სიმბოლოდ ითვლება.


⚫8 დღე: საუზმე და თავისუფალი დღე ქაიროში.


⚫9 დღე: საუზმე და სასტუმროს დატოვება. ტრანსფერი ქაიროს აეროპორტში.
___________________________________
სრული ტურის ღირებულებაა: 3640 ლარი
___________________________________
ღირებულებაში შედის:
✓ ავიაბილეთები თბილისი-კიევი-ქაირო და უკან დაბრუნება
✓ აეროპორტის ტრანსფერები
✓ შიდა გადაადგილება: ქაირო-ალექსანდრია-ქაირო ავტობუსით
✓ განთავსება 4* სასტუმროებში
✓ დილის კვება
✓ სადილი 
✓ შესასვლელი ბილეთები: პირამიდები, "მზისნავი", სამეფო მუმიები
___________________________________
ღირებულებაში არ შედის:
✓ ვიზა ( რომელსაც იხდით ადგილზე აეროპორტში 60 ლარი)
___________________________________
გაითვალისწინეთ!
✓ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე ორადგილიან ნომერში.
✓მოქმედებს განვადება
_______________________
ტურის მენეჯერი: 
ნათია იმესაშვილი
2 -300 -700; (შიდა ნომერი 203); 
555 600-548;
natia@goodtravel.ge
_______________________
ჩვენთან მუდამ სეზონია
მის:ქუჩიშვილის N12 ვერა - http://bit.ly/2IstVN3
+995 32 2 300 700
info@goodtravel.ge
www.GoodTravel.ge

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე3 640.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/03/19
    დაბრუნება
    • 18/03/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა