,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან შემეცნებით ტურს ისტორიულ ჰერეთში.
1. ყუმის ღვთისმშობლის ბაზილიკა - მე-6-7 საუკუნეები.
2. თამარის ხიდი - ილისუ, კახის რაიონი. მდინარე ქურმუხზე არსებული თამარის ხიდი, რომელიც ზუსტი ანალოგია საქართველოში არსებული მსგავსი ხიდებისა.
3. კახის წმ. გიორგის ეკლესია - მე-18-19 საუკუნეები. აგებულია წმიდა გიორგის ძველი საყდრის ადგილზე.
4. კახის პატარა ალავერდი - მე-19 საუკუნე. აგებულია ძველი უგუმბათო ბაზილიკური ეკლესიის ადგილზე.
5. ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი - მე-19 საუკუნე. აგებულია ძველი ეკლესიის (მე-13-14-საუკუნეები) ადგილზე.
6. მეშაბაშის მთავარანგელოზის ეკლესია - მე-19 საუკუნე.
7. დიდი ალათემურის წმ. სამების ეკლესია - მე-9-10 საუკუნეები.
8. ალიბეგლოს წმ. ნინოს ეკლესია - მე-19 საუკუნე.
✔ 21 ოქტომბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება:
⚠️⚠️⚠️ ტურზე წამომსვლელმა აუცილებლად უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პასპორტი (პირადობის მოწმობით საზღვარს ვერ გადაკვეთთ)
ფეხით სასიარულო: მხოლოდ ქურმუხის ეკლესიაზე ჯამში 1კმ მარტივი.
⏰ ვიკრიბებით:
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 02:45 სთ. გავდივართ 03:00 სთ.
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).
ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)
კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად.
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.
ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე ანი
ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს:
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას.
ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.
1. ყუმის ღვთისმშობლის ბაზილიკა - მე-6-7 საუკუნეები. სოფელ ლექართის ჩრდილო-აღმოსავლეთით დაახლოებით რვა კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ძველი ქართული სოფელი ყუმი (კახის რ-ნი), სადაც უმეტესად ჯანაშვილები ცხოვრობდნენ, მაგრამ შაჰ-აბასის შემოსევის შემდეგ მათი „ხსენებაც ამოვარდნილა“; ამჟამად აქ წახურიდან ჩამოსახლებული ლეკები არიან. ყუმის საყდარი საქართველოს პატრიარქის, ექვთიმეს ისტორიუღ მოგზაურობაში იხსენიება. აქ ნათქვამია, რომ ყუმის საყდარი „ღვთისმშობლის“ სახელზე ყოფილა აგებული. ყუმის დედა ღვთისას ტაძარი სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს და გეგმის კომპოზიციითა და ხუროთმოძღვრულ-სივრცითი ფორმით ბოლნისისა და ვაზისუბნის ტაძრებს ენათესავება; შეიძლება ითქვას რომ გეგმა ტაძრისა ზემოხსენებული ძეგლების გეგმის კომპოზიციის განმეორებას წარმოადგენს.
2. თამარის ხიდი - ილისუ, კახის რაიონი. მდინარე ქურმუხზე არსებული თამარის ხიდი, რომელიც ზუსტი ანალოგია საქართველოში არსებული მსგავსი ხიდებისა.
3. კახის წმ. გიორგის ეკლესია - მე-18-19 საუკუნეები. ხალხური წყაროებიდან ირკვევა, რომ ახლანდელი ეკლესია აგებულია წმიდა გიორგის ძველი საყდრის ადგილზე. ამ ეკლესიის გალავნის შიგნით - ეზოში დაახლობით 40-50 წლის წინათაც კი ეყარა წარწერებიანი დიდი ქვები; ხანდაზმული ინგილოები ირწმუნებიან, თურმე, ეს ქვები ძველი საყდრის ნანგრევებიდან გადარჩენილი ქვები იყოო. მათივე გადმოცემით, ამ ქვებს ქრისტიანი მოსახლეობა თაყვანს სცემდა. დღესასწაულების დროს მათზე „წმიდა სანთელს“ ანთებდნენ და იქვე „თეთრსაც“ სწირავდნენ. ხსენებული ქვები ახლა არსად არ იძებნება, არავინ იცის, რა ბედი ეწია მათ და სად გაქრნენ ისინი. დღევანდელი ეკლესია (ძველი საყდრის ადგილზე) აგებულია დაახლოებით მე-18 საუკუნის პირველ ნახევარში. იგი უკანასკნელად მე-19 საუკუნის მიწურულში განაახლა ივან-ბაბა ბულუღაშვილმა.
4. კახის პატარა ალავერდი - მე-19 საუკუნე. პატარა ალავერდის საყდარი ხალხური გადმოცემით, „შიდა კახეთის დიდი ალავერდის ძმაა“. ყოველი წლის 14 სექტემბერს (ძველი სტილით), ისევე როგორც კახეთში, აქაც იმართება იგივე „დიდი ალავერდობა“, ე.წ. „ალავერდის ხატობა“ ანალოგიური წეს-ჩვეულებით. პატარა ალავერდის გუმბათიანი ტაძარი აგებულია „ძველი უგუმბათო ბაზილიკური ეკლესიის ადგილზე მე-19 საუკუნის მიწურულს. ეს იყო უკანასკნელი ტაძარი ჰერეთის ტერიტორიაზე, რომელიც აღდგენილ იქნა ხალხის მიერ საკუთარი სახსრებით (1888 წ.).
5. ქურმუხის წმ. გიორგის ტაძარი - მე-19 საუკუნე. აგებულია ძველი ეკლესიის (მე-13-14-საუკუნეები) ადგილზე - ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ქურმუხის ტაძარი მრავალჯერ ყოფილა აოხრებული და დანგრეული მტრების მიერ, მაგრამ ქართველ ხალხს ასევე მრავალჯერვე აღუდგენია იგი. ქურმუხის ტაძარი დანგრეული ყოფილა ჯერ კიდევ 1884 წლამდე. როგორც ირკვევა, უკანასკნელად იგი მე-19 საუკუნის ბოლოს აღუდგენიათ. აღსანიშნავია, რომ ქურმუხის წმიდა გიორგის ეკლესიას თაყვანს სცემდა არა მარტო ქრისტიანი და მაჰმადიანი ქართველობა, არამედ არაქართველი მუსლიმანური მოსახლეობაც. ისინი ამ ადგილს წმიდათაწმიდად მიიჩნევდნენ. ასეა დღესაც. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მაჰმადიანი და ქრისტიანი ქართველების გადმოცემით, ეს ტაძარი წმიდა გიორგის სახელობის ძველი საყდრის ადგილზეა აგებული და სახელიც აქედან აქვს შემორჩენილი. ქართულ მატიანეში იგი ცნობილია, როგორც მამათა მონასტერი. მე-13 საუკუნის დასასრულსა და მე-14 საუკუნის დამდეგს ქურმუხის მონასტერს ჰყოლია საქართველოს კათოლიკოსს დაქვემდებარებული მთავარეპისკოპოსი, რომლის განმგებლობაში შედიოდა, აგრეთვე, მთიულეთისა და დაღესტნის (წახურის) ეკლესიები.
6. მეშაბაშის მთავარანგელოზის ეკლესია - მე-19 საუკუნე. ქართული ეკლესია საინგილოში. წარმოადგენს მართკუთხა საკურთხევლიან დარბაზს, რომელსაც დასავლეთის კეხზე მცირე სამრეკლო აქვს დადგმული. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში ორ-ორი სარკმელია გაჭრილი. ერთადერთი კარი დასავლეთიდან, საფეხურებიანი ბაქნიდანაა განთავსებული.
7. დიდი ალათემურის წმ. სამების ეკლესია - მე-9-10 საუკუნეები. აწ უკვე ნანგრევების სახით შემორჩენილი ბაზილიკური ეკლესია, რომლის აღდგენას ითხოვს სოფლის 900-კომლიანი მოსახლეობა, რომელთაც ძირითადად ქრისტიანი ინგილოები შეადგენენ, რადგან მათ წირვაზე დასასწრებად კახის მოქმედ ტაძარში უხდებათ წასვლა. რესტავრაციისათვის საჭირო თანხის ნაწილის გამონახვას სოფელი თავადვე აპირებს, თუმცა სამუშაოების დაწყებისათვის საჭირო ნებართვას არ იძლევა აზერბაიჯანის სათანადო უწყება.
8. ალიბეგლოს წმ. ნინოს ეკლესია - მე-19 საუკუნე. ტაძარი 1871 წელს აშენდა. საბჭოთა ხელისუფლების დროს ტაძარი მინერალური სასუქებისა და სხვა, კოლექტივისთვის საჭირო ნედლეულის საწყობად გადაიქცა. ტაძარი მრავალჯერ ყოფილა დანგრეული და აღდგენილი.ხალხის მეხსიერებას შემორჩა ცნობა, რომ ნინოწმიდა უკანასკნელად განუახლებია სოფელს თავისი სახსრებით, ჰერეთში ქრისტიანობის მეორედ აღდგენის პერიოდში (1850-55 წლები). სოფლის ამ უბანში ეკლესიის ახლოს მოსახლეობენ ყიყიშვილები, რომლებსაც ძველ დროიდანვე მინდობილი ჰქონდათ ნინოწმიდის პატრონობა. ყიყიშვილების წინაპრებს შიშიანობის დროს დავალებული ჰქონდათ ეკლესიის განძეულობის გახიზვნა (გადამალვა). ეს ტრადიცია ელიზბარ ყიყიშვილის სახლობას ჩვენს დრომდე გაუგრძელებია; ერთ კიდობანში ჩალაგებული ნინოწმიდის საეკლესიო ნივთები დღესაც ინახება მის ოჯახში. მათ შორის ყურადღებას იპყრობს შემდეგი ნივთები: თავმომრგვალებული ხის ჩარჩოში ჩასმული წმიდა ნინოს ორი ხატი (ხეზე 37 x 50); წმიდა ნინოს გამოსახულება შესრულებული ზეთის ფერებში, წმიდა გიორგის ხატი, რომელიც ჭედურ ნახელავს წარმოადგენს, დაზიანებული სახარება, ვერცხლის გრძელტარიანი საზედაშო კოვზი, ორი ვერცხლის ჯვარი და სხვ.
p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤











