national delicacy

ხირსა, მირზაანი, ხორნაბუჯი, ელიას მთა - არწივის ხეობა

  • ID: 45505
  • ნახვები: 9877
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/10/18
    დაბრუნება
    • 06/10/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან კახეთის ტურს დედოფლისწყაროს რაიონსა და ვაშლოვანის ნაკრძალში.

1. ოზაანის ამაღლების ტაძარი, მე-10 ს. შემორჩენილია ფრესკები
2. ხირსის მონასტერი, მე-6 საუკუნე
3. ნიკო ფიროსმანის მუზეუმი
4. არწივის ხეობა - პანორამული ხედები
5. ხორნაბუჯი ("თამარის ციხე") - ციხე-ქალაქი, მე-5-11 საუკუნეები
6. ელიას მთა - წმ. ელია თეზბიტელის ტაძარი, მე-5-6 საუკუნეები

✔ 6 ოქტომბერი, შაბათი.
✔ ტურის ღირებულება: 23 ლარი

⏰ ვიკრიბებით: მეტრო რუსთაველთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:30 სთ-დან.
გავდივართ 6:45 სთ-ზე.
(გასვლისას ვინც არ იქნება, ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ფეხით სასიარულო ჯამში (ორივე გზა)
1. ოზაანის ამაღლების ტაძარი - 3კმ მარტივი სირთულის, თუმცა მიკროავტობუსმა შესაძლოა კიდევ შეგვიმციროს ეს მანძილი ან სულ ბოლომდეც მივიდეს.
2. არწივის ხეობა - პანორამული ხედები - 1კმ მარტივი სირთულის
3. ხორნაბუჯი ("თამარის ციხე") - 1კმ საშუალოზე მარტივი სირთულის, ციხეზე ასვლა.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ტურის ღირებულებაში არ შედის: 
ნიკო ფიროსმანის მუზეუმის ბილეთის ფასი: 5 ლარი. ეზოს დათვალიერება უფასოა.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. ოზაანის ამაღლების ტაძარი - ჯვარგუმბათოვანი ტაძარი მდებარეობს ტყით დაფარული ქვაბულის შუაგულში. დაზიანების მიუხედავად ჯერ კიდევ არის შემორჩენილი კედლის მხატვრობა. გადმოცემის თანახმად, ერთ-ერთ კედელზე იყო თამარ მეფის ფრესკა, თუმცა სამწუხაროდ ჩვენ დრომდე ვერ მოაღწია. ასევე შემორჩენილია ლაპიდარული წარწერა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნების მიხედვით მიეკუთვნება მე-12-13 საუკუნეთა მიჯნას. იგი ასე იკითხება: „ქრისტე ღმერთო, შეუნდვენ მიქაელს, ამინ“
2. ხირსის მონასტერი - მე-6 საუკუნეში დააარსა ცამეტ ასურელ მამათგან ერთ-ერთმა - ღირსმა სტეფანემ, რომლის წმინდა ნაწილები და საფლავი ამავე მონასტერშია. მცხეთიდან წამოსვლის შემდეგ ღირსმა სტეფანემ შეარჩია ცივ-გომბორის ქედზე ტყით დაფარული პატარა ფერდობი, სადაც დასახლდა და თავისი ზეციური მფარველის, წმინდა პირველმოწამე სტეფანეს სახელზე ააშენა მცირე ეკლესია, რომელიც კახეთის მეფე კვირიკე I-ის შრომით მე-10 საუკუნეში შეცვლილა გუმბათიანი ტაძრით. ამ მონასტრის წინამძღვართაგან განსაკუთრებით ცნობილია მე-18 საუკუნის მოღვაწე იოანე მანგლელი, გვარად სააკაძე, რომელიც ჩრდილო კავკასიის მთიანეთში სამისიონერო მოღვაწეობას მისდევდა. ტაძარში არის სტეფანე ხირსელის ფრესკა, წმ. გიორგის მუხლის ნაწილი და ნაწილი იმ ქვისა, რომლითაც ჩაქოლეს სტეფანე პირველმოწამე.
3. ნიკო ფიროსმანის მუზეუმი - კომპლექსში შედის საცხოვრებელი სახლი, თონე, სარდაფი, ფიროსმანის ძეგლი და 1979 წელს აგებული საგამოფენო დარბაზი, რომელშიც ექსპონირებულია ნიკო ფიროსმანაშვილის 14 ორიგინალი და სხვა მხატვრების ორიგინალები, მათ შორის ლადო გუდიაშვილის, პაბლო პიკასოს („ფიროსმანის პორტრეტი“) და ა.შ. საცხოვრებელ სახლში შემონახულია მხატვრის პირადი ნივთები, ფიროსმანის დედის მიერ მოქსოვილი ფარდაგი, ჭურჭელი, სამუშაო იარაღები, ბუხარი, ქვევრები, საკერავი მანქანა, სკივრი და სხვა (10 000 ექსპონატი). დარბაზის უკან დგას აკაკის ხე, საიდანაც იშლება ხედები სოფ. ოზაანსა და მირზაანის ალავერდზე.
4. არწივის ხეობა - აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის — კახეთის მაჩიტას (Campanula kachetica) და იშვიათი სახეობის ბალახოვნების (Globularia trichoscuntha და Galium pedemantanum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც — შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის (Birdwatching).
5. ხორნაბუჯი ("თამარის ციხე") - წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისუფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა. XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. 1068 კახეთ-ჰერეთის მეფემ აღსართან I-მა დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის აბას I-ის მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. 1625 წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან გიორგი სააკაძემ გაათავისუფლა.
6. ელიას მთა - წმ. ელია თეზბიტელის ტაძარი, მე-5-6 საუკუნეები - ალექსანდრე დიუმა, რომელსაც ელიას კლდე უნახავს 1858 წელს კავკასიასა და საქართველოში მოგზაურობის დროს, წერს: " თამარ მეფის ციხიდან ექვსი ვერსის დაშორებით აღიმართება კიდევ ერთი მთა, რომლის შესახებ გადმოცემა არსებობს. ამ მთას ელიას მთა ჰქვია, ძირს მლაშე ტბა ევლება, შუა მთაში გამოჭრილ ფართო მღვიმეში აშენებულია სამრეკლო, სადაც ხშირად დადიან მცხოვრებლები. გადმოცემა ამბობს, რომ ამ მღვიმეში ილია წინასწარმეტყველისთვის ყორანს საჭმელი მოჰქონდა და რომ მან თავისი წამოსასხამი თავის მოწაფეს ელისეს დაუტოვა, თვითონ კი მთის მწვერვალიდან მთაში ამაღლდა"...

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე23.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 06/10/18
    დაბრუნება
    • 06/10/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა