national delicacy

სამშვილდე, პირღებული, ასურეთი, შავნაბადა

  • ID: 45324
  • ნახვები: 5604
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/09/18
    დაბრუნება
    • 30/09/18
დამატებითი ინფორმაცია

,საქართველოს ბილიკებზე" გთავაზობთ ერთ დღიან სალაშქრო ტურს სამშვილდის ნაქალაქარში.

1. შავნაბადის მონასტერი - დაარსდა წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიასთან 1992 წელს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით.
2. სამშვილდის ნაქალაქარი - ერთ-ერთი უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი: სამშვილდის სიონი (მე-8 ს.), წმ. გიორგის ეკლესია (მე-11-12 სს.), ეკლესია - თეოგენიდა (მე-12-13 სს.), ციხე-სიმაგრე, ფეოდალთა სასახლეები, საცხოვრებელი სახლები, წყალსაცავი აუზები და ა.შ.
3. პირღებულის მონასტერი - მე-13 ს.
4. ასურეთი (ყოფ. ელიზაბეტალი) - გერმანული სოფელი და ეკლესია (1871 წ.)

✔ 30 სექტემბერი, კვირა
✔ ტურის ღირებულება: 21 ლარი

???? ფეხით სასიარულო: 
1. სამშვილდის ნაქალაქარი - ჯამში 4 კმ, მარტივი, მთლიანად სწორ რელიეფზე.
2. პირღებულის მონასტერი - ჯამში 10კმ, მარტივი, სწორ რელიეფზე ბოლოში ოდნავი აღმართით.

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:45 სთ. გავდივართ 7:00 სთ. 
(დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში).

ტურის ღირებულებაში შედის:
???? გამყოლი
???? მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
???? ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი)

???? კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში. ????

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ???? ან დაგვიკავშირდით ნომერზე ???? 555 40 76 50 ანი

???? ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
???? არ ვეწევით მიკროავტობუსში
???? არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
???? აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

???? ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. შავნაბადის მონასტერი - 1795 წელს, მას შემდეგ რაც აღა-მაჰმად-ხანმა თბილისი აიღო, სპარსელებმა ქალაქის ძარცვა-რბევა დაიწყეს. სპარსელთა მოთარეშე არმია ბანაკში გვიან ღამით ბრუნდებოდა. ბანაკი მტკვრის მიმართულებით მარცხენა მხარეს, სოღანლუღის მიდამოებში, მაღლა მთაზე მდებარეობდა. ლეგენდის მიხედვით, ნაძარცვით დაბრუნებულ ჯარს ყოველ ღამეს უჩვეულო განსაცდელი ატყდებოდა თავს: შუაღამისას მოსასვენებლად დაბინევებულ სპარსელთა ბანაკში ყიჟინით შემოიჭრებოდა შავნაბდიანი ცხენოსანი მხედარი, ბანაკს აყრიდა, მრავალს დახოცავდა, შიშით შეძრწუნებულებს მოულოდნელად დატოვებდა და გაუჩინარდებოდა. ასე მეორდებოდა თითქმის ყოველდღე. სპარსელებმა გადაწყვიტეს, ჩასაფრებოდნენ ღამის მხედარს და გასწორებოდნენ, მაგრამ შავნაბდიანი მხედრის შეპყრობა ან მოკვლა შეუძლებელი აღმოჩნდა. შეშინებულმა აღა-მაჰმად-ხანმა ჯარის სასწრაფოდ აყრა და საქართველოს დატოვება განიზრახა. საქართველოდან წასვლისას კი პირობა დადო, მომავალ წელს კვლავ შემოვესევი და ქვას ქვაზე არ დავტოვებო. ქართველებმა იმ მთას, სადაც შავნაბდიანი მხედარი მტერს მიეჭრებოდა და არბევდა, შავნაბადის მთა უწოდა, ხოლო მთის წვერზე, ქართველთა შემწის, ზეციური მხედრის, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ააგო. ზეციური მინიშნებით ეს მხედარი სწორედ დიდმოწამე გიორგი იყო. ერთი წლის შემდეგ აღა-მაჰმად-ხანმა მართლაც განიზრახა საქართველოს დასაპყრობად წამოსვლა, მაგრამ სალაშქროდ წამოსვლის წინა საღამოს საგულდაგულოდ დაცულ კარავში, სპარსეთის მბრძანებელი, ყველასათვის გასაოცრად, მახვილით განგმირული იპოვეს. 

2. სამშვილდის ნაქალაქარი - ციხე-ქალაქი შემორჩენილია ნანგრევების სახით. ნაქალაქარი ქართლის სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე წარმოადგენდა სამშვილდის საერისთავოს ცენტრს. სამშვილდის ციხის აშენებას მემატიანე ქართლოსს მიაწერს - „ქართლოს აღაშენა ციხე ორბისა, რომელსა აწ ჰქვიან სამშვილდე და მეფემან ფარნაოზ ჰყო საერისთაოდ და ქალაქად“ ხოლო სამშვილდის მიდამოებში მდებარე გამოქვაბულები, მენჰირები, ნამოსახლარები და მათთან ვრცელი სამაროვნები, არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მიეკუთვნება ძვ. წ. IV ათასწლეულის II ნახევარსა და III ათასწლეულს. ნაგებობების სიხშირე მეტყველებს იმაზე, თუ რა მჭიდროდ იყო ეს მიდამო დასახლებული. ქართლის ცხოვრება გვამცნობს, რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასლის დედამ დედოფალმა საგდუხტმა ააშენა პირველი ეკლესია სამშვილდეში. XI საუკუნის დამლევისათვის გიორგი II - სამშვილდე შერიგებისა პატიების ნიშნად უბოძა საპატრონოდ კლდეკარის ერისთავს ივანე ლიპარტის-ძეს. არ გასულა დიდი ხანი და ქალაქი თურქ-სელჩუკებმა აიღეს. 1110 წელს დავით აღმაშენებელმა კვლავ შემოიერთა სამშვილდე და 1123 წელს უწყალობა ბრძოლებში გამარჯვებულ ივანე ორბელს. ნახევარი საუკუნის მანძილზე სამშვილდე ორბელიანთა ხელში იმყოფებოდა, შემდეგ კი ისევ მეფის ქალაქად იქცა.ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, სამშვილდე XVII საუკუნის მეორე ნახევრამდე ქალაქი იყო, შემდგომ კი ციხე-სიმაგრის ფუნქციას ასრულებდა. ნაქალაქარში შემორჩენილ ნანგრევთაგან ყველაზე მნივნელოვანია VIII საუკუნის ძეგლი ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპო ტაძარი - სამშვილდეს სიონი. მკვლევარები სხვადასხვა ვარაუდს გამოთქვამენ ძეგლის ზუსტი დათარიღების შესახებ, მაგრამ როგორც აღმოსავლეთის ფასადზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, მისი მშენებლობა დაიწყო კონსტანტინეს მეფობის მე-20 წელს და დასრულდა ლეონის მეფობის დროს. მისი მშენებლობა 19 წელი გრძელდებოდა. წარწერის მიხედვით, ტაძრის კურთხევა მომხდარა 13 სექტემბერს „ დიდითა კრებითა“ და დიდი ზეიმით, რომელიც 6 დღე გაგრძელდა.

3. პირღებულის მონასტერი - მე-13 ს, ღვთისმშობლის სახელობის სამონასტრო კომპლექსი. შემონახულია კომპლექსის ცენტრალური ნაგებობა — დიდი ეკლესია, რომელიც ფრაგმენტებისა და წარწერის თანახმად აგებულია რუსუდანის მეფობის ხანაში (1222-1245). ეკლესია შიგნით მოხატული იყო. გარედან კედლებზე წარწერებია. ერთ-ერთ მათგანში ნათქვამია, რომ თბილელ ელისე საგინაშვილს მე-17 საუკუნეში ეკლესიისათვის სამხრეთიდან კარიბჭე და საძვალე მიუშენებია (ახლა დანგრეულია). ეკლესიას გარს ერტყა გალავანი, რომელშიც ჩართული იყო სამსართულიანი სამრეკლო (დარჩენილია 2 სართული). I სართული ჭიშკარს წარმოადგენდა. ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით დიდი შენობის ნაშთია. კლდეებში განლაგებული გამოქვაბულები, როგორც ჩანს, ბერების სადგომ სენაკებად იყო გამოყენებული. ეკლესიის ზემოთ, ფერდობზე, გვიანდელი ხანის დარბაზული ეკლესიაა. 

4. ასურეთი (ყოფ. ელიზაბეტალი) - გერმანული სოფელი და ეკლესია (1871 წ.). ასურეთი ძველი ქართული სოფელია, რომელიც მე-18 საუკუნეში გაუკაცრიელდა მტრის შემოსევების გამო. რუსმა ოკუპანტებმა მე-19 საუკუნის 20–იან წლებში ჩამოასახლეს გერმანელი კოლონისტები და შექმნეს გერმანული კოლონია, სახელად ელიზაბეტალი, როგორც საკუთარი პოლიტიკის ერთგვარი დასაყრდენი. ელიზაბეტალი სოფელს ერქვა მე-20 საუკუნის 10–იან წლებამდე, შემდეგ დაუბრუნდა ძირძველი სახელი — ასურეთი. ამ კოლონიის მოსახლეობა სიხარულით შეეგება მე-11 არმიის შემოსვლას. სოფლისთვის დამახასიათებელია გერმანული არქიტექტურა. შემორჩენილია ძველი გერმანული ეკლესია, რომელიც აშენებულია 1871 წელს. აქ გერმანული დასახლება არსებობდა 1941 წლამდე, ვიდრე ი. ბ. სტალინის ბრძანებით გაასახლებდნენ მათ საქართველოდან. აქვეა გერმანელების სასაფლაოც. 1941 წელს ასურეთში ჩამოასახლეს ამბროლაურისა და ონის რაიონის მოსახლეობის ნაწილი. 

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე21.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 30/09/18
    დაბრუნება
    • 30/09/18