national delicacy

ნოქალაქევი, თეკლათი, მენჯი, ხობი

  • ID: 44962
  • ნახვები: 8605
complogo
საქართველოს ბილიკებზე
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/09/18
    დაბრუნება
    • 15/09/18
დამატებითი ინფორმაცია

,,საქართველოს ბილიკებზე“ გთავაზობთ ერთ დღიან ულამაზეს 
ტურს სამეგრელოში.

1. ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“). - არქეოლოგიური მუზეუმი, გალავანი, ქვედა და ზედა ციხე, გვირაბი, აბანოს ნანგრევები, ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესია მე-5 ს. და ა.შ.
2. ნოქალაქევის გოგირდის ცხელი წყლები 
3. თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი მე-19 ს.
4. მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) ტაძარი. აგებულია ღირსი მამა - ალექსი შუშანიას მიერ 1908 წ.
5. ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი მე-13-14 სს. აქ არის ცოტნე დადიანის საფლავი.

✔ 15 სექტემბერი, შაბათი
✔ ტურის ღირებულება: 31 ლარი

ფეხით სასიარულო არის მხოლოდ ნოქალაქევის გოგირდის ცხელი წყლების ჩანჩქერამდე ჩასავლელი გზა. ჯამში 2კმ. მარტივი სირთულის. სამანქანო გზაა, მაგრამ მიკროავტობუსი ვერ ჩადის.

ტურის ღირებულებაში შედის:
გამყოლი
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით 
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალი).

ღირებულებაში არ შედის:
ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ბილეთის საფასური 5 ლარი. ამ თანხაში შედის ეზოსა და მუზეუმის დათვალიერება. ჯგუფი სურვილის შემთხვევაში შეგვიძლია ავიყვანოთ გიდი, რომელიც მოგვიყვება ისტორიებს და აგვიხსნის ნივთების შინაარს. ერთ ადამიანზე მოუწევს 1 ლარი. სტუდენტებსა და მოსწავლეებზე მოქმედებს ფასდაკლება.

კვება მოგვაქვს ინდივიდუალურად. 
ერთად ვიპიკნიკებთ ბუნებაში.

⏰ ვიკრიბებით: 
მეტრო რუსთავლეთან. რედისონი - ველოსიპედის ძეგლთან 6:20
სთ. გავდივართ 6:40 სთ. დაგვიანებულებს ვერ დაველოდებით, რადგან ტური გათვლილია დროში.
ჩამოსვლის დრო იქნება მიახლოებით 23:30 საათიდან 00:30 საათამდე. დამოკიდებულია ნოქალაქევში ჯგუფის ოპერატიულობაზე. მეტროს შეიძლება მივუსწროთ, შეიძლება - ვერა.

ტურზე რეგისტრაციისთვის მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 555 40 76 50 ანი

ტურის მსვლელობისას ვითვალისწინებთ შემდეგ წესებს: 
⌚ არ ვაგვიანებთ
არ ვეწევით მიკროავტობუსში
არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში
აკრძალულია ალკოჰოლური სასმლის მიღება ტრანსპორტში.
⚠️ ვემორჩილებით გამყოლს.წინააღმდეგ შემთხვევაში ურჩი მონაწილის წინაშე ვიხსნით ყველანაირ პასუხისმგებლობას. 

ტურის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე დაგიკავშირდებით და მოგაწვდით საბანკო ანგარიშის ნომრებს, რომელზეც უნდა აუცილებლად განახორციელოთ ჩარიცხვა მაქსიმუმ მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. ჩარიცხვის შემდეგ, გთხოვთ, აუცილებლად შეგვატყობინოთ სახელი და გვარი, შეტანილი თანხა, ტურის დასახელება და ასევე აუცილებლად შეინახეთ ქვითარი. გაცნობებთ, რომ წამომსვლელთა გარანტირებულ სიაში მოსახვედრად ა-უ-ც-ი-ლ-ე-ბ-ე-ლ-ი-ა მომეცმულ ვადაში განახორციელოთ ჩარიცხვა. წინააღმდეგ შემთხვევაში გადახვალთ სარეზერვო სიაში და შესაძლოა ვერ მოხვდეთ წამომსვლელთა შორის. ჩარიცხული თანხა უკან დაბრუნდება მხოლოდ ისეთ იშვიათ ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როდესაც იძულებული ვიქნებით ტური გავაუქმოთ. თანხასთან დაკავშირებით არ მიიღება პრეტენზიები: "ხელზე მოვიტან", "ბანკში მისვლა მეზარება", "ქუჩაში გასვლა მეზარება", "სამსახურიდან ვერ გამოვალ", "არ ვიცი როგორ დავრიცხო და ვერ მოვახერხებ" და ა.შ. ჩვენი facebook გვერდის მარცხენა მთავარ მენიუში აირჩიეთ სულ ქვედა ღილაკი: ჩანაწერები (Notes) და ნახავთ ჩარიცხვის ძალიან დეტალურ და გასაგებ ინსტრუქციებს სხვადასხვა მეთოდებით. ამასთანავე, თუ ვერ გაერკვიეთ მაინც, მზად ვართ ყველანაირად დაგეხმაროთ გადარიცხვის შესრულებაში.

1. ნოქალაქევი (პირდ. მნიშვ. „ადგილი სადაც ადრე ქალაქი არსებობდა“). აქ მდებარეობდა მითიური ქალაქი აია, საიდანაც არგონავტებმა ოქროს საწმისი მოიპარეს. ააგო ეგრისისა და სვანეთის ერისთავმა ქუჯიმ (ძვ. წ. III საუკუნის დასაწყისი). ციხეგოჯი დასავლეთ საქართველოს ეგრისის სამეფოს (ლაზიკა) დედაქალაქი იყო IV-VIII საუკუნეებში. 737-738 წლებში ქალაქი არაბმა მთავარსარდალმა მურვან იბნ-მუჰამედმა (მურვან ყრუ) გაანადგურა. მე-16 საუკუნეში, აქ სამეგრელოს მთავარმა საკუთარი სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში - ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია.

ა) ნოქალაქევის არქეოლოგიური მუზეუმი
ბ) ნაქალაქარი: გალავანი, ქვედა და ზედა ციხე, გვირაბი, აბანოს 
ნანგრევები და ა.შ.
გ) ორმოცი სებასტიელის სახელობის ეკლესია V ს.

2. ნოქალაქევის გოგირდის ცხელი წყლები 

3. თეკლათის ღვთისმშობლის შობის მონასტერი XIX ს. 
დაბრძანებულია უდიდესი სიწმინდე - წმ. იოანე ნათლისმცემლის ცერა თითი. 1904 წლიდან აქ დასვენებულია ათონის მთიდან ჩამობრძანებული ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ,,დაუჭკნობელ ყვავილად” წოდებული. მონასტერი დაარსა წმ. ბერმა ალექსი შუშანიამ. თავდაპირველად აქ დაკრძალეს წმ. ბერი, შემდეგ გადაასვენეს მენჯის მთავარანგელოზში. თვითმხილველთა გადმოცემით ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ დაუკარგავს თავისი ფერი. 

4. მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) ტაძარი. აგებულია ღირსი მამა - ალექსი შუშანიას მიერ 1908 წ.
ადრე არსებული ამავე სახელობის ტაძრის ადგილზე. 
აქვეა დაკრძალული წმ. ბერი ალექსი. 

5. ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახ. დედათა მონასტერი XIII-XIV სს. (თუ დრო დაგვრჩა).
საქართველოში ძნელად თუ მოიძებნება ხობის ტაძარივით მდიდარი სავანე. აქ დაცული იყო:
მარიამ ღვთიმშობლის კვართი, წმ. გიორგის ბარძაყი,იოანე ნათლისმცემლის ნაწილები, წმინდა მარინეს მკლავი, წმ. კვირიკეს ხელის მტევანი, შოლტი რომლითაც მაცხოვარი იგვემა, დავით აღმაშენებლის საწინამძღვრო ჯვარი, თამარ მეფის გულსაკიდი ჯვარი და ა.შ.

p.s. ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ :* ❤

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე31.00
საქართველოს ბილიკებზე
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 15/09/18
    დაბრუნება
    • 15/09/18