national delicacy

7-9 სექტემბერი ტური სვანეთში

  • ID: 44791
  • ნახვები: 3748
complogo
დაიმონდ თრეველ ჯორჯია
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/09/18
    დაბრუნება
    • 09/09/18
დამატებითი ინფორმაცია

3 დღიანი ტური სვანეთში მესტია-უშგული-ქორულდის ტბები-ჭალადის ყინულვარდნილი-ჯიპ ტური შხარაზე-ზუგდიდი.

ტურისტული კომპანია ,, Diamond Travel Georgia” გთავაზობთ დაუვიწყარ ტურს ულამაზეს სვანეთში
მარშრუტი: თბილისი -ენგურის ხეობა-ენგურის გადასახედი- მესტია-ქორულდის ტბები-ჰაწვალი - უშგული- მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი-მდინარე მესტია–ჭალას სათავე)-ზუგდიდი-თბილისი.
ტურის პერიოდები: 
7-8-9 სექტემბერი


მანძილი: ერთი მიმართულებით 500 კმ.
შეხვედრისა და გასვლის ადგილი თბილისი, ვარდების მოედნი : 7 სექტემბერი ღამის 00:05


ღირებულება საოჯახო სასტუმროში განთავსებით:
კვების გარეშე -- 120 ლარი
საუზმით–140 ლარი 
2-ჯერადი კვებით(2 საუზმე+2ვახშამი) -- 180 
ტურის სახეობა: სათავგადასავლო შემეცნებითი.


ტურის დეტალური აღწერა:


1 დღე : თბილისი -ლატალი(მაცხვარიშის XI-XII საუკუნის ტაძარი და იენაშის -იონა წინასწარმეტყველის XII-XIV საუკუნის ტაძარი.) მესტია - მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი- ჰაწვალი - ქორულდის ტბები. მარგიანების სახლმუზეუმი


09:00 ლატალი - მოვინახულებთ მაცხვარიშის(მაცხოვრის)სახელობის ტაძარს და იენაშის(იონა წინასწარმეტყველის)სახელობის ეკლესიას
10:00 დაბინავება საოჯახო ტიპის სასტუმროში. საუზმე,თავისუფალი დრო.
11:00 სურვილის შემთხვევაში დელიკებით გავემგზავრებით ულამაზესი ქორულდის ტბების მოსანახულებლად,დამატებით დელიკას მომსახურებაში გადავიხდით დაახლოებით 30 ლარს -ჯგუფის წევრთა რაოდენობიდან გამომდინარე (ან თავისუფალი დრო 15:00 საათამდე).
15 :00 გავემგზავრებით ჰაწვალის მთის მიმართულებით (სამთო-სათხილამურო ტრასა).გავისეირნებთ საბაგიროთი საიდანაც იშლება მწვერვალ ,,უშბას’’და ,,თეთნულდის“ულამაზესი პანორამული ხედები.
17:00 მესტია-მოვინახულებთ მესტიის ეთნოგრაფიულ მუზეუმს .

17:50 ვესტუმრებით მარგიანების მუზეუმს , დავათვალიერებთ სვანურ კოშკებს ,დაბინავება საოჯახო სასტუმროში 
ვახშამი.

2 დღე: უშგული 

ვნახავთ: სიყვარულის კოშკს, უშგულის ეთნოგრაფიულ მუზეუმს, ლამარიას ეკლესიას, 
06:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში 
06:30 გამგზავრება უშგულის მიმართულებით. 
08:00 გზად, სოფელ იფართან შეგვხვდება ქვაზე აშენებული ე.წ. სიყვარულის კოშკი.კოშკი მდებარეობს ენგურის სანაპიროზე. კოშკზე ასვლა;
10:00 უშგული . ეროვნული განძთსაცავის დათვალიერება.მოვილოცავთ,, ლამარია“-ს,IX-X საუკუნეების ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია სვანეთში, უშგულის თემში.
სურვილის შემთხვევაში დამატებითი ხარჯებით შეგიძლიათ მოაწყოთ ტური შხარას მიმართულებით.
11:00 ჯიპ ტური შხარაზე 
16:00 გამომგზავრება მესტიის მიმართულებით
17:00 სოფელი კალა სადაც ვნახავთ ლაგურკის ანუ წმ. კვირიკეს და ივლიტას სახელობის ეკლესიას (XII ს - ისმხატვრობა).
20:00 ვახშამი დაღამისთევა საოჯახო სასტუმროში

3 დღე : მყინვარი(ჭალაადის ყინულვარდნილი).ზუგდიდი -ტური დადიანების სასახლეში
06:00 საუზმე საოჯახო სასტუმროში. 
6:30 საუზმის შემდეგ გავემგზავრებით ულამაზესი ჭალაადის ყინულვარდნილის მოსანახულებლად. სალაშქრო მანძილი 5კმ ორი გზა. სურვილის შემთხვევაში დამატებით 10 ლარს გადავიხდით ტრანსპორტის მომსახურებაში.
11:00 გავემგზავრებით თბილისის მიმართულებით.
13:30 მოვინახულებთ ულამაზეს ენგურის გადასახედს .
15:00 ტური ,, ზუგდიდში“ (დადიანების სასახლე)
16:00 გავემგზავრებით თბილისში 
23:00 თბილისი. სასიამოვნოდ და საინტერესოდ გატარებული დროის შემდეგ დიდი შთაბეჭდილებებითა ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავემშვიდობებით ერთმანეთს

ტურის ღირებულებაში შედის:

სატრანსპორტო საშუალება: მიკრო ავტობუსი
საოჯახო სასტუმროში განთავსება კვებით ან კვების გარეშე სურვილის მიხედვით ფასიდან გამომდინარე.
ტრანსპორტირება : თბილისი–ლატალი–მესტია–უშგული–ჰაწვალი–ზუგდიდი–თბილისი
პროფესიონალი გადის მომსახურება,

ღირებულებაში არ შედის:
საბაგიროთი გასეირნება დამატებით 10 ლარი
მუზეუმში შესვლის საფასურები.
გზის კვება.
ტური რეალიზაციის ბოლო ვადაა : 6 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაციისათვის და ტურის შესაძენად დაგვიკავშირდით:
T. 571 00 17 44 ; 595 633 877 
E-mail: diamondtravelgeo@gmail.com
Facebook : https://www.facebook.com/diamondtravelgeorgia/

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე120.00
დაიმონდ თრეველ ჯორჯია
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 07/09/18
    დაბრუნება
    • 09/09/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა