national delicacy

ხუთდღიანი ტური თუშეთში

  • ID: 43441
  • ნახვები: 3473
complogo
მოგზაურობა მთებში
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/07/18
    დაბრუნება
    • 22/07/18
დამატებითი ინფორმაცია

ხუთდღიანი ტური თუშეთში!

 

გამოცდილი, ადგილობრივი მძღოლებით, რომლებიც კარგად იცნობენ თუშეთის გზას და უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხოდ გადაადგილებას !

 

შეკრების ადგილი: ველოსიპედების ძეგლი 07:00 საათზე;
ტურის ხანგრძლივობა: 5 დღე/4 ღამე;

ტურის გამართვის თარიღები:

18-19-20-21-22 ივლისი                      25-26-27-28-29 ივლისი
1-2-3-4-5 აგვისტო
15-16-17-18-19 აგვისტო
24-25-26-27-28 აგვისტო

გასვლა:
• თბილისიდან: 06:00 საათზე
• თელავიდან: 08:00 საათზე

ღირებულება:
• კარვის შემთხვევაში: 160 ლარი.
• კარავი ორჯერადი კვებით 240 ლარი
• სასტუმროს შემთხვევაში: 260 ლარი.
• სასტუმრო ორჯერადი კვებით 320 ლარი

პირველი დღე: თბილისი - ქვემო ალვანი - აბანოს უღელტეხილი(ზ.დ 2970 მ) - ომალო -
შენაქო - დიკლო - ომალო 212კმ. პირველ დღეს სანახავი ობიექტები: თორღვას აბანოები, აბანოს უღელტეხილი(ზ.დ 2970მ), ომალო, შენაქო, დიკლო, ძველი დიკლოს ციხეები.
• 06:00 გასვლა თბილისიდან ომალოს (ზ.დ 1880 მ) მიმართულებით
• 12:00 ომალოში სურვილის მიხედვით სადილი სასტუმროში
• 13:30 ომალო - შენაქო (ზ.დ 2080 მ)
• 14:30 შენაქო - დიკლო
• 16:00 მსურველთათვის საფეხავლო ტური დიკლოს ციხეზე 2.5 კმ
18:00 დაბრუნება ომალოში სურვილის მიხედვით განთავსება კარავში ან სასტუმროში. სურვილის მიხედვით ვახშამი ტრადიციული თუშური ხინკლის, ხავიწის და კოტორის თანხლებით.

მეორე დღე: ომალო - დართლო - კვავლო - ფარსმა - გირევი - ომალო 45კმ.
მეორე დღეს სანახავი ობიექტები: ქუეს გადასახედი, დართლო, კვავლო, დანო, ჭეშო,ფარსმა, გირევი
• 09:00 სურვილის მიხედვით საუზმე სასტუმროში
• 09:30 ქუეს გადასახედი
• 10:20 ძველი ომალო - დართლონ(ზ.დ 2000 მ)
• 12:30 დართლო - კვავლონ(საფეხმავლო ტური მსურველთათვის 800 მ)
• 14:00 დართლო - დანონ(ზ.დ 2040 მ)
• 14:30 დანო - ჭეშო
• 15:30 ჭეშო - ფარსმა
• 16:30 ფარსმა - გირევი
• 17:00 საფეხმავლო ტური მსურველთათვის ნაქუდურთას, ჰეღოს და ჭონთიოს მიმართულებით (1.2 კმ)
• 17:30 გირევი - ომალო
18:30 დაბრუნება ომალოში და სურვილის მიხედვით ვახშამი სასტუმროში ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.

მესამე დღე: ომალო - დოჭუ - ჯვარბოსელი - ბოჭორნა - ილიურთა - ბეღელა - ჯვარბოსელი - ომალო 48 კმ. გომეწრის ხეობა არის ერთ ერთი ულამაზესი ხეობა, ულამაზესი სოფლებით.
მესამე დღეს სანახავი ობიექტები: დოჭუ, ბოჭორნა, ბეღელა, ილიურთა, ჯვარბოსელი, 
• 08:30 სურვილის მიხედვით საუზმე სასტუმროში
• 09:00 ომალო - ბოჭორნა
• 10:30 ბოჭორნა - დოჭუ
• 12:00 დოჭუ - ბეღელა
• 13:30 ბეღელა - ილიურთა
• 15:00 ილიურთა - ჯვარბოსელი 
• 16:30 ჯვარბოსელი - ალისგორის ციხე სახლი
19:30 დაბრუნება ომალოში და სურვილის მიხედვით ვახშამი სასტუმროში ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.

მეოთხე დღე: ომალო - ცოკალთა - ქუმელაურთა - ომალო 20 კმ.
მეოთხე დღეს სანახავი ობიექტები: ცოკალთა, ქუმელაურთა, ორეთის ტბა.
• 10:00 სურვილის მიხედვით საუზმე სასტუმროში
• 10:30 ომალო - ცოკალთა
• 11:30 ცოკალთა - ქუმელაურთა
• 13:30 საფეხმავლო ტური ორეთის ტბაზე, საიდანაც იშლება ულამაზესი ხედები (მსურველებს შეუძლიათ აღნიშნული მარშუტის ცხენებით დაფარვა)
19:30 დაბრუნება ომალოში და სურვილის მიხედვით ვახშამი სასტუმროში ტრადიციული თუშური კერძების თანხლებით.

მეხუთე დღე: ომალო - თბილისი 220 კმ.
მეხუთე დღეს სანახავი ობიექტები: ძველი ომალო, კესელოს ციხეები, ალავერდი.
• 09:30 სურვილის მიხედვით საუზმე სასტუმროში
• 10:00 ომალო - ძველი ომალო, კესელოს ციხეები
• 14:00 გამომგზავრება თბილისის მიმართულებით და სურვილის შემთხვევაში ალავერდის მონახულება.

ღირებულებაში შედის:
• ტრანსპორტირება დელიკებით
• კეთილმოწყობილი სასტუმრო ყველა საჭირო პირობებით(განთავსება ორადგილიან ნომრებში)
• კარავი, პარალონი, 
• გიდი 

✔გასათვალისწინებელი ფაქტორები:

• მხოლოდ ძველ ომალოში და დართლოში არის კაფე.
• ომალოში მსურველებს შეუძლიათ ცხენის დაქირავება, ერთი დღე 35 ლარი

◾თუშეთში ღორის ხორცის შეტანა და ჭამა სასტიკად აკრძალულია!
◾არ ვაბინძურებთ გარემოს!

შენიშვნა:
• სამოძრაოდ მითითებული არის დაახლოებითი დროები და მცირე ცვლილებები არ არის გამორიცხული. შესაძლებელია, რომ ტექნიკური მიზეზების ან გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამო (მაგ: საგზაო სამუშაოებით გამოწვეული შეფერხება და ა.შ.) ერთ დღეში სანახავი ობიექტების რაოდენობა გაიზარდოს ან შემცირდეს, მაგრამ საბოლოო ჯამში სანახავი ობიექტების რაოდენობა უცვლელი რჩება, ყველა ობიექტს ვნახულობთ

ადგილის დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 557 12 77 22 მურადი

⚠ ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებშიც, თბილისიდან , რუსთავიდან და თელავიდან, თუ მსურველთა მინიმალური რაოდენობა იქნება 6 ადამიანი. ასევე შესაძლებელია ტურის პროგრამის თქვენი სურვილის 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
მოგზაურობა მთებში
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/07/18
    დაბრუნება
    • 22/07/18