ბიუჯეტი

ID: 43334
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12

ლეგენდარული ტური ლეგენდარული ნიკალას სამშობლოში : სიღნაღი - ლეგენდარულ წინაპართა თავშესაფარი - ლეგენდარული წმინდა ნინოს მონასტერი - ლეგენდარული " პატარა კახი " - მარგარიტა და მილიონი წითელი ვარდები . . .

50 GEL

კონტაქტი

სიღნაღი
gomelauri_nika@inbox.ru
+995591154011
Turebi.ge

მდებარეობა - ხანგრძლივობა

130 დღე - 129 ღამე

ტურის გამართვის პერიოდი

22/10/19 - 28/02/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა

კონტაქტი

სიღნაღი
gomelauri_nika@inbox.ru
+995591154011
Turebi.ge

გაზიარება

გთხოვთ   ყურადღებით  გაეცნოთ  ყოველივე  ქვემოაღნიშნულს  !  რუსულენოვანი  ტურისტებისათვის  გიდის მომსახურება  უფასოა !

   ექსკლუზიური  უფლებით  უ ფ ა ს ო ა  ისეთი  ბრენდების დეგუსტაცია,  როგორიცაა  " რქაწითელი ",  " ქინძმარაული ",  " ხვანჭკარა ",   " ჭაჭა "  ! ! !

    ერთ  დილას  სასტუმროს  წინ,  სადაც  მსახიობი  მარგარიტა  დე  სევრი  იმყოფებოდა,  ურმების  გრძელი  ქარავანი  გამოჩნდა.  ისინი  უთვალავი  ახლად  მოჭრილი  წითელი  ვარდით  იყო  დატვირთული.  უცნაურ  მსვლელობას  გვერდით  ფიროსმანი  მიჰყვებოდა  _  ნიკო  ფიროსმანაშვილი,  რომელსაც  ჯერ  კიდევ  რამდენიმე  საათის  წინ  თავისი  პატარა  დუქანი  ჰქონდა.  ახლა  კი  მთელი  თავისი  ქონების  სანაცვლოდ   “ ყვავილების  მთელი  ზღვა ”   ეყიდა…

  ყოველივე  ზემოთქმულიდან  გამომდინარე  ბიზნეს  კლასის  ლეგენდარული   MERCEDES - BENZ   მარკის   ლეგენდარული   VIANO - ს  მოდელის  მიკროავტობუსით  ყოველდღე  გთავაზობთ  ერთდღიან  ტურს  თბილისიდან  ქიზიყში  -  ლეგენდარული  ნიკო   ფიროსმანის   სამშობლოში . . . საქართველოს  უბატონო  კუთხეში. . .   სიღნაღი - აუღებელი  ციხე - სიმაგრე,  საქართველოს  ბრილიანტი. . . საქართველოს  სავიზიტო  ბარათი  . . .რა  დროსაც  თქვენ

  1.  ესტუმრებით  ლეგენდარული  ნიკო  ფიროსმანის  მშობლიურ  სოფელს,  სადაც  დაათვალიერებთ  ნიკალას  სახლს  და  მის  ნივთებს,  ასევე  ნახავთ  ულამაზეს  მარგარიტას,  რომელსაც  ნიკალამ  მილიონი  წითელი  ვარდი უყიდა . . . !  ამის  შემდეგ  უკვდავი  გახდნენ  ნიკო  ფიროსმანი და  მსახიობი  მარგარიტა !  ამის  მნახველმა  შეუძლებელია  არიმღერო  -   " . . . მე  ფიროსმანის  ქუჩაზე  ვცხოვრობ  და  ყოველდილით  ვხვდები  ნიკალას . . ." !

 2.  ამავე  ეზოში  ნახავთ  ნიკალას  მუზეუმს,  სადაც განთავსებულია  მისი  შედევრები !

  3.  ბოდბეში  ნახავთ  ბოდბის  წმინდა  ნინოს  სახელობის  დედათა   მონასტერს   და   ლეგენდარული  წმინდანის  საფლავს !

  4.  სასწაულმოქმედ  და  სამკურნალო  წყალს,  რომელიც წარმოიშვა  წმინდანის  ლოცვით !  მონასტერიდან  უნდა  ჩაიაროთ  700  საფეხური  წყარომდე  და  რწმენით  დალიოთ  და  განიბანოთ  წმინდა  წყაროში,  რომელიც  მოგიხსნით  ყოველგვარ  დაავადებას !

  5.  ნახავთ  ულამაზეს  ძველსა  და  ახალ  სიღნაღს  და   ლეგენდარული  ერეკლე  მეორის  ბრძანებით  სიღნაღელების  მიერ  აშენებულ   სიღნაღის  დიდ  კედელს  -  ციხე - გალავანს,  რომელიც  მსოფლიოში  სიდიდით  მეორეა   ჩინეთის  დიდი   კედლის   შემდეგ  და   სიღნაღს   ჰყოფს    ორ ნაწილად,   რომელსაც    ძველი   და  ახალი   სიღნაღი   ჰქვია !   " სიღნაღის  დიდი  კედლის  "  უმაღლესი  ადგილიდან  გადახედვისას  მნახველის  თვალწინ  გადაიშლება    ლეგენდარული    "  ალაზნის  დიდი  ველი " !  ნუ დაგავიწყდებათ,  რომ  ლეგენდარულ  ერეკლე  მეორეს  არ  წაუგია  არცერთი  ბრძოლა  და  მას  ქართველმა  ხალხმა  სიყვარულით  " პატარა  კახი "  შეარქვა . . . !

  6.   სიღნაღში  ნახავთ  მეორე  მუზეუმს,  სადაც  განთავსებულია  ლეგენდარული  ნიკო  ფიროსმანის  ტილოები,  რომლებიც  შეუფასებელია  და  მათ  შორისაა  ქართლ - კახეთის  ლეგენდარული  მეფე  ერეკლე  მეორე . . . , აგრეთვე  " მეფეთ  მეფე  და  დედოფალთ  დედოფალი  თამარი . . ."

  7.   ექსკლუზიური  უფლებით  შეგიძლიათ  მიირთვათ  და  შეიძინოთ  ალაზნის  ველზე  მოყვანილი  80  საუკეთესო  ჯიშის  ყურძნისგან   ქართულ  ქვევრებში  დაყენებული  საუკეთესო  ღვინოები !

  8.   ლეგენდარული  ნიკო  ფიროსმანის  დიდების  აღსანიშნავად   ექსკლუზიური   უფლებით   გთავაზობთ       ჩვენი    ბრენდების   -   " რქაწითელის ",    " ქინძმარაულის  "    " ხვანჭკარას "  და  " ჭაჭის "  უფასო  დეგუსტაციას  ! ! !

  9.   ამ  ტურის  კიდევ  უფრო  სრულყოფილად  და  უმაღლეს  დონეზე  ჩატარების  მიზნით  ჩვენს  მიერ  დამატებით  მუშავდება  ისტორია  ქიზიყელი  კიდევ  ერთი  ლეგენდის,  იტალიის  ეროვნული  გმირის,  ფორე  ნიკოლოზის  ძე  მოსულიშვილის  შესახებ,  რომელიც  სიკვდილის  შემდეგ,  1970  წლის  28  თებერვალს,  იტალიის  რესპუბლიკის  პრეზიდენტის  ჯუზეპე  სარაგატის  დეკრეტით  დაჯილდოვდა  იტალიის  უმაღლესი  და  საპატიო  ჯილდოთი  -  ოქროს  მედლით  -  "  მხედრული  მამაცობისათვის " ! . . . აღნიშნულის   სრული  დამუშავების  შემდეგ  დავუმატებთ  წინამდებარე  პაკეტს  !

   გიდის  მომსახურება  უფასოა !  ტური  ინდივიდუალურია !  ავტომანქანის  სალონში  განთავსებულია  2  კონდიციონერი,  2  გამათბობელი,  სავარძლების  ინდივიდუალური  გამათბობელები,  ტელევიზორი,  2  მონიტორი,  DVD,  CD,   ტელეფონის  ინდივიდუალური  დამტენები,  მაცივარი   და   ელექტრონული  თ ა რ ჯ ი მ ა ნ ი  !  გთხოვთ,  გაითვალისწინოთ,  რომ  ავტომანქანის  სალონში  სასტიკად  აკრძალულია  სიგარეტის  და  კანაბისის  ანუ  მარიხუანას  მოწევა,  რადგან  თქვენს  ასაკში  სიგარეტის  მოწევა  მავნებელია  თქვენი  ჯანმრთელობისათვის  და  სალონში  მყოფთათვის - მოწევა  კლავს,  ხოლო  კანაბისის  ანუ  მარიხუანას  მოწევა  იწვევს  კახურ  დაავადებას !  ცხოვრება  მომენტია  -  იმგზავრეთ  ლეგენდარული   MERCEDES - BENZ   მარკის  ლეგენდარული  VIANO - ს  მოდელის  მიკროავტობუსით  -  შეცვალეთ  ცხოვრება  უკეთესობისკენ !  

   ასეთი  ზემძლავრი  ტურების  ჩატარება  მხოლოდ  ჩვენ  შეგვიძლია !  ინფორმაციის  მისაღებად  და  ტურის  დასაჯავშნად  დაგვიკავშირდით  ნომერზე  591 154 011

მსგავსი ტურები
როდესაც თიხის ჭურჭელი დალუქულია – რა ხდება ქვევრში, ესაა საიდუმლო, რომელიც ღმერთსა და თიხას შორის რჩება“. . . მამაპაპურ ქართულ ქვევრებში ღვინის დაყენება 8000 წლისაა , კახეთი ღვინის სამშომლოა !
planebed2caseeatumbrellamen
40 GEL
როდესაც თიხის ჭურჭელი დალუქულია – რა ხდება ქვევრში, ესაა საიდუმლო, რომელიც ღმერთსა და თიხას შორის რჩება“. . . მამაპაპურ ქართულ ქვევრებში ღვინის დაყენება 8000 წლისაა , კახეთი ღვინის სამშომლოა !
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ერთდღიანი ღვინის ტური ქიზიყში : სიღნაღი - საქართველოს ბრილიანტი, ბოდბის წმინდა ნინოს მონასტერი, სამკურნალო წყარო . . .
planebed2caseeatumbrellamen
40 GEL
ერთდღიანი ღვინის ტური ღვინის სამშობლოში : თელავი - წინანდალი - გრემი - ნეკრესი - ილიას ტბა - ღვინის გვირაბი - კორპორაცია " ქინძმარაული " . . .
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
კახეთი და ქიზიყი: დავით გარეჯის ლავრა, უდაბნოს მონასტერი, მრავალწყაროს ფერადი მთები, მრავალწყაროს წყალსაცავი,, ბოდბე და სიღნაღი 24 ნოემბერს
planebed2caseeatumbrellamen
25 GEL
კახეთი: წინანდალი,ალავერდის ტაძარი, გრემის სამონასტრო კომპლექსი, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი, ილიას ტბა. 24 ნოემბერს
planebed2caseeatumbrellamen
25 GEL
შემოდგომა კახეთში
planebed2caseeatumbrellamen
25 GEL
ქიზიყი: ხირსა/მირზაანი/ელიას მთა/ხორნაბუჯი/არწივის კანიონი
planebed2caseeatumbrellamen
22 GEL
ერთდღიანი ტური კახეთში : თელავი - წინანდალი - გრემი - ნეკრესი - ილიას ტბა - ღვინის გვირაბი - კორპორაცია " ქინძმარაული ". . .
planebed2caseeatumbrellamen
50 GEL
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა