national delicacy

ზალცბურგი - მიუნხენი

  • ID: 42492
  • ნახვები: 4923
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/06/18
    დაბრუნება
    • 31/05/19
დამატებითი ინფორმაცია

“Garula Travel” გეპატიჟებით გერმანიასა (ქ. მიუნხენი) და ავსტრიაში (ზალცბურგი) 6 დღიან ტურში, დაუვიწყარი დღეები და საღამოები გატარებული ბავარიასა და მოცარტის ჰანგების თანხლებით ავსტრიაში. გერმანიაში საშუალება მოგეცემათ დააგემოვნოთ აქაური ლუდი, უგემრიელესი კერძები, მოინახულოთ ულამაზესი სასახლეები და იმავდროულად დათვრეთ ავტრიის უალაზესი ბუნებითა და მოცარტისჰანგებით, იქაურობა ხომ სრულიად მაესტროს სულით არის გაჟღენთილი.

 

გერმანიის პროგრამაში შესულია შემდეგი ძირითადი ტურები:

Neuschwanstein-ის ულამაზესი, ზღაპრული სასახლე; Dachau-ს საკონცენტრაციო ბანაკი. აქ, თავად შეიგრძნობთ იმ ბოროტებას, რასთანაც კაცობრიობას მე-20 საუკუნეში ჰქონდა საქმე.  

Grand Hop-On ორსართულიანი ავტობუსით ექსკურსია კი, გარკვეულ შთაბეჭდილებას შეგიქმნით მიუნხენზე. მოინახულებთ ქალაქის შთამბეჭდავ ადგილებს ოლიმპიური პარკიდან, ნიფენბურგების სასახლემდე. ნებისმიერ გაჩერებაზე შეგიძლიათ ავტობუსიდან ჩამოსვლა, რათა საკუთარ ტემპში შესძლოთ ქალაქის დათვალიერება. ამავე დღეს გელით გერმანული ლუდისა და გასტრონომიული დღე 3 საათის განმავლობაში.

თქვენი სურვილიდან გამომდინარე, შეგიძლიათ ასევე მოიწყოთ საფეხმავლო ტურები ქალაქის ცენტრში, შეიხედოთ გერმანულ საბაკალეო მაღაზიაში, დაათვალიეროთ ინგლისური ბაღი, ივაჭროთ ფერმერულ Viktualienmarket-ში და თავად დაათვალიერეთ ძველი ქალაქი.

მე-4 დღეს ვტოვებთ სასტუმროს და კომფორტაბელური ავტობუსით მივემგზავრებით ავსტრიაში, ქალაქ ზალცბურგში. ადგილობრივი ბუნებრივი ლანდშაფტებით ტკბობის შემდეგ 2 საათში ჩავდივართ დანიშნულების ადგილას და დავბინავდებით სასტუმროში.

 

ავსტრიული პაკეტი:

ჩასვლის დღესვე, მცირე დასვენების შემდეგ გელით ლამაზი შემეცნებითი 1,5 სთ.-ანი ექსკურია ავტობუსით, ზალცბურგსა და მოცარტის რეზიდენციაში. საღამოს კი, მოინუსხებით მოცარტის კონცერტზე ვახშმის თანხლებით.

 

 

მეორე დღე, დილის 9 საათიდან, 5,5 სთ.-ის განმავლობაში დაეთმობა ტურს ბერხეტსგადენსა და „არწივის ბუდეზე“, დატკბით აქაური ხედბითა და ბავარიული ალპების სილამაზით. დაათვალიერებთ ადოლფ ჰიტლერის  ცნობილ დასასვენებელი სახლს. ეს დღე დამთავრდება მდ.ზალცზე გემით სეირნობა 40 წუთი.

 

 

მესამე დღეს დააგვირგვინებს ტური - „მუსიკის ჰანგები“, სადაც გაცოცხლებული იქნება ყველასათვის ასე საყვარელი და ცნობილი ფილმის „მუსიკის ჰანგების“ სიუჟეტი (09:15 – 13:15).

 

შემდეგ თავისუფალი დრო.

სასტუმროს ვტოვებთ ღამე - 12:30 და მიუნხენში ვიქნებით 02:30 სთ.-ზე, ხოლო 05:25 მოვფრინავთ უან თბილისში.

ტურის დასასრული.

 

ტურის ფასი: 3670 ლარი   

ფასში შედის:

 

პირდაპირი ფრენა თბილისი-მიუნხენი-თბილისი;

თბილისი-სტამბული-მიუნხენი

ავტობუსი მიუნხენი-ზალცბურგი

სასტუმრო მიუნხენში;

სასტუმრო ზალცბურგში;

დაზღვევა;

ლუდის ტური;

Neuschwanstein-ის სასახლის ტური;

Dachau-ს საკონცენტრაციო ბანაკი;

Grand Hop-On ორსართულიანი ავტობუსით ექსკურსია;

მოცარტის კონცერტი ვახშმის თანხლებით;

ავტობუსით შემეცნებითი 1,5სთ.-ანი ექსკურის ზალცბურგსა და მოცარტის რეზიდენციაში;

ტური ბერხეტსგადენსა და „არწივის ბუდეზე“, დატკბით აქაური ხედბითა და ბავარიული ალპების სილამაზით. ნახეთ ადოლფ ჰიტლერის  ცნობილი დასასვენებელი სახლი;

მდ.ზალცზე გემით სეირნობა;

ტური - „მუსიკის ჰანგები“.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე3 600.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 24/06/18
    დაბრუნება
    • 31/05/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა