national delicacy

მოირონინე ჯუთა 17 ივნისს 20 ლარად <3

  • ID: 42364
  • ნახვები: 9174
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/06/18
    დაბრუნება
    • 17/06/18
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი რონინი 17 ივნისს გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ჯუთაში ♥ 

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 06:45 სთ. 
გასვლა: 07:00 სთ.

მოსანახულებელი ადგილები:

გუდაურის პანორამული გადმოსახედი;
სოფელი სნო (ციხე და ეკლესია)
სოფელი ჯუთა (ზღვის დონიდან 2200 მეტრი);
ბანაკი ზეთა (ზღვის დონიდან 2300 მეტრი);
მეხუთე სეზონი ( ზღ. დ.-დან 2360 მ.-ზე) 
ჯუთას ჩანჩქერი 
ჯუთას ტბა
ხედი ჭიუხებზე ;) 

ტურის დეტალური აღწერა:
17 ივნისს, დილით 6:45 სთ-ზე ვიკრიბებით დიდუბეში სამთო ქიმიის წინ,საიდანაც მივდივართ მიკროავტობუსით ჯუთასაკენ, გზად გავჩერდებით გუდაურის გადასახედთან,რომელიც მდებარეობს ჯვრის უღელტეხილზე, გუდაურის მახლობლად, გადავიღებთ ფოტოებს და გავაგრძელებთ გზას.(სარემონტო სამუშაოები თუ დაასრულეს მაგ შემთხვევაში) შემდეგ ვნახავთ სოფელ სნოს XVI საუკუნის ციხეს და ვახტანგ გორგასლის სახელობის ახალაშენებულ ეკლესიას, მერე კი მიკროავტობუსი მიგვიყვანს სოფელ ჯუთაში საიდანაც ფეხით გავემართებით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილისკენ მეხუთე სეზონისკენ, აქ დავტკბებით შესანიშნავი ხედებით, გადავიღებთ ფოტოებს და გავემართებით ჯუთას ტბისკენ, აქაც ასევე გადავიღებთ ძალიან ბევრ ფოტოს :) ბოლოს ავალთ ჭაუხის ძირში და გავმართავთ პიკნიკს ♥ შემდეგ კი ემოციებით დატვირთული დავბრუნდებით დედაქალაქში ;) 

მარშრუტის სირთულე:
მარტივი

ფეხით გასავლელი მანძილი :
ორივე გზა 8 კმ.

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 20 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.

ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი


ფასში შედის:
ტრანსპორტირება
გამყოლი
ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 

ფასში არ შედის:
საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) (სურვილის შემთხვევაში უკანა გზაზე შესაძლებელია გავჩერდეთ ფასანაურში, სახინკლეში)


თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი, წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისთვის

გთხოვთ:

ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს.


ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ან დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე20.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 17/06/18
    დაბრუნება
    • 17/06/18