ტურისტული კომპანია G&A გთავაზობთ დაუვიწყარ ღვინის ტურს კახეთში, კერძოდ ყვარელში, მეღვინეობა ხარებაში. თქვენ შეძლებთ დააგემოვნოთ თქვენთვის სასურველი ნებისმიერი ღვინოები, დატკბეთ ულამაზესი ბუნებით, დაათვალიეროთ ღვინის საცავი გვირაბი და ბოლოს დააგემოვნოთ უგემრიელესი ქართული სამზარეულო აქვე მდებარე რესტორანში. ასევე შესაძლებლობა გეძლევათ დაათვალიეროთ კახეთის სხვა ულამაზესი ადგილებიც: ილიას ტბა, სიყვარულის ქალაქად წოდებული სიღნაღი, მოინახულოთ ბოდბის მონასტერი და ნახოთ წმინდა ნინოს საფლავი, წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი და დავითგარეჯა. გისურვებთ სასიამოვნო მგზავრობას!!!