national delicacy

მოირონინე უცნობი სომხეთი, მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო

  • ID: 39875
  • ნახვები: 4260
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/04/18
    დაბრუნება
    • 22/04/18
დამატებითი ინფორმაცია

20-22 აპრილს რონინი გთავაზობთ ტურს უცნობ სომხეთში, მოვინახულებთ ერთ-ერთ ყველაზე გრძელ საფეხმავლო ხიდს, გინესის რეკორდსმენ, ყველაზე გრძელ საბაგიროს, ბუნებრივ თბილ მინერალურ აუზებს და კიდევ ბეეევრი სანახაობით დავტკბებით ♥
ასე რომ მოემზადეთ და ყურადღებით ჩაიკითხეთ ღონისძიების დეტალები ;)

 შეკრების ადგილი და დრო:
 შეკრების დრო: 0:00 სთ
 გასვლა: 0:10 სთ. (ხუთშაბათი რომ დაღამდება გავდივართ და დილით უკვე ვიქნებით დანიშნულების ადგილზე, საიდანაც დავიწყებთ ტურის ფარგლებში მოსანახულებელი ადგილების მორონინებას ;) )
 დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)

მოსანახულებელი ადგილები:

 1 დღე:

1. ტათევის საბაგირო გზა — 5.7 კმ სიგრძის საბაგირო გზა სოფელ ჰალიძორსა და ტათევის მონასტერს შორის. იგი არის მსოფლიოში ყველაზე გრძელი საბაგირო გზა, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ორი სადგური (ზემო სადგური ტათევში, ქვემო ჰალიძორში). შესულია გინესის რეკორდების წიგნში როგორც ყველაზე გრძელი, უწყვეტი, ორმაგი საბაგირო გზა. კონსტრუქციის შენება დასრულდა 2010 წლის 16 ოქტომბერს საბაგიროს გააჩნია ორი კაბინა, თითოეულს შეუძლია გადაიყვანოს 25 მგზავრი. კაბინა ავითარებს 37 კმ/სთ სიჩქარეს, ერთ გზის გავლას 10 წუთი სჭირდება. ყველაზე მაღლა საბაგირო 320 მ-ზე (1050 ფტ) ადის.
2. ტათევის მონასტერი — მდებარეობს, სიუნიქის პროვინციაში. დაარსდა 906 წელს. სიუნიქის სამეფოს რელიგიური ცენტრი XI საუკუნიდან. მონასტრის მოსახლეობა X საუკუნეში რამდენიმე ათას ადამიანს ითვლიდა. მონასტერი ასევე იყო სომხეთის კულტურული ცხოვრების ცენტრი XIV—XV საუკუნეებში. 1995 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია.
3.სატანის ხიდი - Satani Kamurj or Devil’s Bridge - ის ძირითადად შედგება ტრავერტინისგან.საუკუნეების მანძილზე კირქვის უზარმაზარი მასა შეიკრიბა და საბოლოოდ ჩამოყალიბდა ასეთი სახით. სატანა კამურჯი დაახლოებით 30 მ სიგრძის და 50-60 მ სიგანეა. ხიდი გარშემორტყმულია მთის წყლებით, რის გამოც კანიონის კლდეები ვარდისფერი, ყვითელი და მწვანე ფერისაა. წყლის ტემპერატურა 25 გრადუსია.ზოგიერთ ადგილზე არის თბილი მინერალური წყლის აუზები, რომლებსაც ასევე სამედიცინო დანიშნულება აქვს და გამოიყენება რევმატიული დაავადებების სამკურნალოდ. 
4.ხნძორესკის ხიდი - ხონძორესკის ძველი და ახალი ნაწილის დამაკავშირებელი დაკიდებული ხიდი, მისი სიგრძე 160 მეტრია და იწონის 14 ტონას.
5. ხნძორესკი— სოფელი სიუნიქის პროვინციაში. მდებარეობს ზღვის დონიდან 1 580 მეტრზე. ცნობილია თავისი კანიონის თვალწარმტაცი კლდეებით და უძველესი კლდის დასახლებით. ხელოვნური გამოქვაბულებით, რომლებიც 1950-იან წლებში დასახლებული იყო. ხეობის ბოლოში მე-17 საუკუნით დათარიღებული წმ. რიფსიმეს ეკლესიაა.
6. შაქის ჩანჩქერი - მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში, მისი სიმაღლეა 18 მეტრი.
7. ტოლორსის წყალსაცავი - მდებარეობს სიუნიქის პროვინციაში, ზღვის დონიდან 1650 მეტრზე, ფართობი – 4.7 კმ², საშუალო სიღრმე – 32 მეტრი. (თუ დრო დაგვრჩა)
8. დაბინავება სასტუმროში ♥ 



 2 დღე:
1. ნორავანქი - მდებარეობს ვაიოცძორის პროვინციის ქალაქ ეღეგნაძორთან. აგებულია XIII-XIV საუკუნეებში. მონასტერს ზოგჯერ უწოდებენ ამაგუ-ნორავანქს, რათა განასხვავონ ბღენო-ნორავანქისაგან, რომელიც მდებარეობს ქალაქ გორისში. XIII-XIV საუკუნეებში მონასტერი წარმოადგენდა სიუნიქის ეპარქიის ცენტრს, ხოლო მოგვიანებით სომხეთის კულტურული ცენტრი გახდა. ნორავანქი იყო სომეხი მთავრების, ორბელიანების რეზიდენცია.მონასტრის გალავანი აგებულია XVII-XVIII საუკუნეებში.
1996 წლიდან ნორავანქი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის საცდელ სიაშია
2. ხორ ვირაპი - მდებარეობს არარატის პროვინციის ქალაქ არტაშატთან, თურქეთის საზღვართან ახლოს, არარატის მთის ძირში. თარიღდება 642; 1662 წლებით. მონასტერი მდებარეობს მიწისქვეშა სატუსაღოს თავზე, სადაც სომხეთის მეფე თრდატ III-ს 15 წლის განმავლობაში დატუსაღებული ჰყავდა გრიგოლ განმანათლებელი. 301 წელს თრდატ III-მ ქრისტიანობა მიიღო და გრიგოლ განმანათლებელი გაათავისუფლა. 
3. ზვართნოცის საკათედრო ტაძარი - 643-652 წლებში კათოლიკოს ნერსეს III-ის (აღმშენებელი) სურვილით ააგეს დიდებული წმ. გიორგის საკათედრო ტაძარის ადგილას. 930 წელს ტაძარი მიწისძვრამ გაანადგურა და დამარხული რჩებოდა XX საუკუნის დასაწყისში ხელახლა აღმოჩენამდე. 
ეჩმიაძინის ტაძრებთან ერთად ზვართნოცი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაშია შეტანილი 2000 წელს.
4. ეჩმიაძინი - ქალაქი თავდაპირველად დაარსდა ძვ.წ. მე-4 ან მე-3 საუკუნეში და რამდენიმე ათწლეული სომხეთის დედაქალაქი იყო.
5. ეჩმიაძინის მონასტერი - სომხური სამოციქულო ეკლესიის მონასტერი. სომხეთის კათოლიკოს-პატრიარქის ადგილსამყოფელი. უძველესი ხის ეკლესია მონასტრის ადგილზე აგებული ყოფილა ჯერ კიდევ 303 წელს, სომხეთში ქრისტიანობის ოფიციალურ რელიგიად გამოცხადებიდან მალევე, ხოლო ქვის ეკლესია ააგეს V-VII საუკუნეებში. სამრეკლო აგებულია 1653-1658 წლებში, ხოლო საკურთხევლის ნაწილი 1869 წელს. 2000 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
6. ერევანი — სომხეთის დედაქალაქი, მდებარეობს მდინარე რაზდანზე. ერევანი დაახლოებით 2,799 წლისაა და მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია. 
7. დაბინავება ჰოსტელში ♥
(თავისუფალი დრო) 

 3 დღე:

1. ოვანავანქის მონასტერი — მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციის სოფელ ოჰანავანში, მდინარე ქასაღის ღრმა ხეობის პირზე. სამონასტრო კომპლექსის შემადგენლობაში შედის:
სურბ-გრიგორის ბაზილიკა — V საუკუნე.
სურბ-კარაპეტი — 1216-1221 წწ.
გავიტი — IV საუკუნე.
2. საღმოსავანქის მონასტერი — მდებარეობს არაგაწოტნის პროვინციის სოფელ საღმოსავანში. ისევე როგორც ახლოს მდებარე ოვანავანქის ეკლესია მდებარეობს მდინარე ქასაღის ღრმა ხეობის პირზე. ოვანავანქიც და საღმოსავანქიც დააარსა აირარატის თავადმა ვაჩე ვაჩუტიანმა 1215-1235 წლებში.
3. სევანის ტბა - უდიდესია კავკასიაში. ფართობი — 1200 კმ². საშუალო სიღრმე — 28,5 მ, მაქსიმალური — 83 მეტრი. 
4. სევანავანქი - სევანის მონასტერი - არქიტექტურული კომპლექსი სევანის ტბის კუნძულზე (ახლა ნახევარკუნძულია). შემორჩენილია IX საუკუნის სამაფსიდიანი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები: მცირე — კარაპეტის ეკლესია და დიდი — მოციქულთა ეკლესია (874). 
5. დაბრუნება თბილისში ♥ 
-----------------------------
 მნიშვნელოვანი ინფორმაცია: ნისლის შემთხვევაში შესაძლოა ვერ მოხერხდეს ტრავერტინის აუზების ნახვა, ხნძორესკის ხიდი კი უფრო მისტიური გახდება :) აუზებთან ჩასასვლელი არის თოკით, რის გამოც შესაძლოა ყველამ ვერ მოახერხოს ჩასვლა :( ძლიერი ქარის შემთხვევაში საბაგირო იკეტება.
------------------------------

 მარშრუტის სირთულე: 
მარტივი.

 ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 160 ლარი.

 თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
მინიმუმ 2 კვირით ადრე რადგან დასაჯავშნია თქვენთვის ნომერი. 
 თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 168 საათის (1 კვირა) დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
 ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

 ფასში შედის:
 ტრანსპორტირება 
 გამყოლი 
 ფოტოგადაღება (არაპროფესიონალური) 
 ღამისთევა ჰოსტელში
( ინდივიდუალური ოთახის სურვილის შემთხვევაში დაამატებთ თანხას )




 ფასში არ შედის:

 სამი დღის სამყოფი საკვები (მიგვაქვს ინდივიდუალურად მაგრამ ვიკვებებით ერთად) 
 ვაგემოვნებთ სომხურ მენიუს რესტორანში სურვილისამებრ.

 ტათევში ასასვლელი საბაგიროს ღირებულება ერთი გზა 3000 დრამი, წრიული 4000 დრამი.
 ზვართნოცში შესასვლელი ბილეთის ღირებულება 1300 დრამი.

გასათვალისწინებელი პირობები:
საზღვარზე გადასასვლელად აუცილებელია საქართველოს მოქალაქის პასპორტი (ID ბარათი არ მოქმედებს)

გთხოვთ:

ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ყველა ემორჩილება ორგანიზატორს.


 ტურზე რეგისტრაციისთვის ან სხვა დამატებითი ინფორმაციისთვის  მოგვწერეთ ან დარეკეთ:
 599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე160.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/04/18
    დაბრუნება
    • 22/04/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა