national delicacy

ვიწუწაოდ ღვინით ესპანეთში. წინასწარი ჯავშნები.

  • ID: 39767
  • ნახვები: 5896
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/03/18
    დაბრუნება
    • 31/08/18
დამატებითი ინფორმაცია

ღვინის ბრძოლა 2018

მადრიდი - არო - ბარსელონა

არო, ლა როხას - „ღვინის ბრძოლა“, უცნაურ ფესტივალს წარმოადგენს, რომელიც ყოველი წლის 29 ივნისს იმართება და სან პედროდან იღებს სათავეს.

1 დღე - 26 ივნისი - მადრიდში ჩასვლა და აეროპორტიდან სასტუმროში ტრანსფერი.

სადილის შემდეგ „ჰოპ ონ ჰოპ“ ავტობუსით ქალაქის დათვალიერება, შეიგრძენით მადრიდის სიდიადე და მაცოცხლებელი ატმოსფერო.

ქალაქი, ჰაბსბურგებისა და ბურბონთა კვარტლებიდან, ნამდვილ ქალაქად ჩამოყალიბდა. დათვალიერებისას ყურადღების მიღმა არ დაგრჩეთ მადრიდის ისეთი ღირშესანიშნაობები, როგორებიცაა GranVía, PlazadeEspañaMoncloa-ასუნივერსიტეტი, Hapsburgoldquarter, CalleMayor, PuertadelSol, PuertadeAlcalá.

ღამისთევა სასტუმროში.

2 დღე - 27 ივნისი - მადრიდი.

საუზმე სასტუმროში.

ნახევარი დრით ექსკურსია ტოლედოში.

ტოლედო - ესპანურ ქალაქებს შორის ეღთ-ერთია, რომელიც მდიდარია ისტორიული ღირშესანიშნაობებით და ცნობილია, როგორც „კულტურათა ქალაქი“, ვინაიდან ქრისტიანები, არაბები და ებრაელები აქ, საუკუნეების განმავლობაში ცხოვრობდნენ. ქალაქის გალავანში ეღტად გახლავთ თავმოყრილი ეკლესიები, სასახლეები, ციხესიმაგრეები, მეჩეთები და სინაგოგები.  

მადრიდში დაბრუნება. სასტუმროში ღამისთევა.

3 დღე - 28 ივნისი, არო- მადრიდი. საუზმე სასტუმროში და “chek out”. ტრანსფერი მადრიდის რკინიგზის სადგურამდე. მატარებელში ჩასხდომა (დრო გზაში - 4.50 სთ.).

სადილის შემდეგ დაათვალიერეთ ეს ულამაზესი ქალაქი და მისი, ისოტრიულ-მხატვრული ღირშესანიშნაობანი: Basilica de Nuestra Señora de Haro; Palacio de los Condes de Haro; Palacio de Bendaña; Santo Tomásეკლესია  და მუნიცეპალური არქივი, სადაც მე-13 საუკუნის დოკუმენტები ინახება.

ღამისთევა აროს სასტუმროში.

4 დღე - 29 ივნისი: არო - ღვინის ბრძოლა - ბარსელონა.

საუზმე სასტუმროში.

ღვინის ბრძოლა იწყება!

ღვინის ბრძოლის მონაწილენი, დილაადრიან თავს იყრიან პატარა სოფელ რისკოს დე ბილიბიოში (ფეხით, ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით). ბრძოლის განმავლობაში, მონაწილეები დაუღალავად და სწრაფად ასხამენ ერთმანეთს ლიტრაჟობით ღვინოს. აღნიშნული პილიგრიმობა, მეტად შთამბეჭდავი საცქერია და გრძელდება სადილობამდე,  სან ფელიჩე დე ბილიბიოს დაკრძალვის ადგილამდე მე-6 საუკუნეში, ღვინის უზარმაზარი მარაგის გამოყენებით. 

ღვინის ბრძოლის შემდეგ, ყველა ისევ აროში, Plaza de la Paz მოედანზე იყროს თავს. სადილის შემდეგ მონაწილეები სხდებიან მატარებელზე ბარსელონამდე.

ტრანსფერი რკინიგზის სადგურიდან სასტუმრომდე ბარსელონაში.

5 დღე - 30 ივნისი - ბარსელონა

საუზმის შემდეგ, „ჰოპ ონ ჰოპ“ ავტობუსით აღმოაჩინეთ თქვენთვის ეს ულამაზესი

ბარსელონაში, სანახავად მნიშვნელოვანი ადგილებია: კატალონიის ნაწილი, ბარსელონეტა, ოლიმპიური წყლის კომპლექსი, გუელის პარკი, ტიპიდაბო, ლა პედრერა, ბალიოს სახლი,  SagradaFamilia და სხვა.

ღამისთევა ბარსელონას სასტუმროში.

6 დღე - 1 ივლისი - ბარსელონა.

საუზმე სასტუმროში.

ნახევარი დღე ექსკურსია მონსარატზე.

აღმოაჩინე მონსარატის მთის შეუდარებელი შენობები, რომლებიც 1.235 მეტრზეა განლაგებული. შემდეგ მოინახულეთ მონსერატის სამეფო ბაზილიკა, რომელსაც მე-12 საუკუნის რომანული ჩუქურთმა ამშვენებს.

ღამისთევა ბარსელონაში.

7 დღე - 2 ივლისი – საუზმე სასტუმროში და აეროპორტში ტრანსფერი. მომსახურების დასასრული.

ტურის ფასი:2233 ლარი

ფასში შედის:

ფრენა:თბილისი - მადრიდი; ბარსელონა - თბილისი.

დაზღვევა

სასტუმრო

 

ფასში არ შედის:

ყველა დამატებითი ხარჯი;

ყოველივე ის, რაც მოცემულ პაკეტში არ შედის;

AVEდა ALEVEA- აროს სწრაფი მატარებლის ბილეთები - 60 ევრო;

ALVEAHARO - ს სწრაფი მატარებლის ბილეთები - 60 ევრო.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე2 230.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 27/03/18
    დაბრუნება
    • 31/08/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა