national delicacy

1 დღიანი ტური სომხეთში. ისტორიული ქართული მხარე

  • ID: 39336
  • ნახვები: 3978
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/04/18
    დაბრუნება
    • 22/04/18
დამატებითი ინფორმაცია

1დღიანი ტური სომხეთში
ტურის თარიღი : 22 აპრილი კვირა
გასვლა თბილისიდან 07:00 სააათზე
დაბრუნება 23 :00 სააათზე
ღირებულება :35 ლარი
ღირებულებაში შედის: 
• ტრანსპორტირება VIP მიკრო ავტობუსით 
• გამყოლი
• ფოტო გადაღება

• ახტალის მონასტერი X საუკუნის ფორტიფიცირებული ქართული მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი ქალაქ ახტალაში, ლორეს პროვინციაში,საქართველოს საზღვრის სიახლოვეს (უწინ საქართველოს ტერიტორიაზე).. ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში ამჟამად სომხური სამოციქულო ეკლესია აღავლენს წირვა-ლოცვას. ციხესიმაგრე მნიშვნელოვან როლს ასრულებდა საქართველოს სამხრეთ საზღვრის დაცვაში და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ფორტიფიკაციაა სომხეთის ტერიტორიაზე. ახტალის ტაძარში კარგად არის შენახული ფრესკები.
• თამარის ხიდი ალავერდში
• სანაჰინის მონასტერი — X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სომხეთში. მდებარეობს ლორეს პროვინციაში, ყოფილ სოფელ სანაჰინში. 1996 წლიდან შედის იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში ახპატის მონასტერთანერთად.
• ახპატი X-XIII საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი სოფელ ახპატში შემოზღუდულია გალავნით. ჩვენამდე მოღწეულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია: ნშანის მთავარი ეკლესია (967-991), რომელიც გარედან შემკულია ქტიტორების სკულპტურული გამოსახულებით, შიგნით კედლები მოხატულია (XIII-XIV სს.); გრიგორის ეკლესია (1005; გადაკეთებულია 1211) და პატარა გუმბათიანი ეკლესია ასტვაწაწინი (XII-XIII სს.); გავიტები — დიდი (გადაკეთებულია 1209), გადახურული ჯვარედინი კამარებით და ამაზასპისა (1257) — უდიდესი ოთხსვეტიანი გავიტი; სატრაპეზო (XIII ს.); წიგნთსაცავი (XIII საუკუნის III მეოთხედი); სამრეკლო (1245). გალავნის გარეთ დგას რამდენიმე სამლოცველო და ხაჩკარი.
1996 წლიდან ახპატი სანაჰინთან ერთად შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში
• სევანის ტბა ქართულ წყაროებში გელაქუნი , უდიდესია კავკასიაში. ფართობი — 1200 კმ². საშუალო სიღრმე — 28,5 მ, მაქსიმალური — 83 მეტრი. 
• სევანის მონასტერი (— არქიტექტურული კომპლექსი სევანის ტბის კუნძულზე (ახლა ნახევარკუნძულია). შემორჩენილია IX საუკუნის სამაფსიდიანი ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიები: მცირე — კარაპეტის ეკლესიადა დიდი — მოციქულთა ეკლესია (874). მოციქულთა ეკლესიის ხის კვეთილი კარი (1176 და 1552) და გავითის კვეთილი სვეტისთავები ინახება სომხეთის ისტორიის მუზეუმში, ერევანში.

1. ტურში მონაწილეობის მისაღებად სჭიროა წინასწარ დაკავშირება და ტურზე რეგისტრაცია
2. ღირებულებაში არ შედის კვება(ყველას მოგვაქვს ერთი დღის სამყოფი საკვები) 
3. დღის ბოლოს უგემრიელი ნაციონალური კერძების დაგემოვნება სევანის ტბაზე
4. ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია
5. საზღვარზე მოქმედებს ახალი გერბიანი პასპორტი, რომლის მოქმედების ვადა მინიმუმ ექვსი თვე უნდა იყოს 

ჩვენი მთავარი გვერდი:

https://www.facebook.com/Travel-Buddies-GE-1896708037239866/

მეტი ინფორმაციისათვის მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით :
+995591440684 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე35.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 22/04/18
    დაბრუნება
    • 22/04/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა