national delicacy

ბუდაპეშტი/უნგრეთი

  • ID: 39302
  • ნახვები: 6741
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/05/18
    დაბრუნება
    • 11/05/18
დამატებითი ინფორმაცია

#BUDAPEST #HUNGARY 471 ლარიდან

მოგზაურობის პერიოდი: 8.05-11.05 (3ღამე/4დღე)

Hotel Dominik Panzio (RO)-471 GeL

Hotel Korona Pension (RO)-471 GEL; (BB)-501 GEL

Hotel Gloria (BB)-502 GEL

ბუდაპეშტი 1.8 მილიონიანი ქალაქია, რომელიც მდინარე დუნაის (დანუბე) სანაპიროზე მდებარეობს. ევროკავშირის ტერიტორიაზე ყველაზე გრძელი მდინარე, ყველაზე ინტერნაციონალურია მთელს მსოფლიოში. იგი კვეთს 10 ქვეყნის ტერიტორიას და შავ ზღვაში ჩაედინება. მდინარე დუნაიზეა განთავსებული 4 ქვეყნის დედაქალაქი: ვენა, ბრატისლავა, ბელგრადი და ბუდაპეშტი.
მოგზაურის თავლით დანახული ბუდაპეშტი ისე აღიქმება, როგორც მთლიანად ერთი დიდი ღირსშესანიშნაობა. მართლაც შენობა-ნაგებობებისა და სხვა სანახაობების უმრავლესობა მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი. UNESCO-ს დაცვის ქვეშ არის მდინარე დუნაის სანაპიროები, ბუდაპეშტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, გელერტის აბანოები, ბუდას სასახლის უბანი, თავისუფლების ქანდაკება, უნგრეთის პარლამენტი, გრეშამის სასახლე, ასი წლის მეტრო და სხვა უამრავი შენობა ანდრაშის გამზირზე.
ბუდაპეშტი, ისევე როგორც მთლიანად უნგრეთი, მდიდარია მინერალური და თერმალური წყლებით. აქ რამდენიმე ცნობილი აბანოა განთავსებული, რომელიც დღის განმავლობაში დამსვენებლებს ემსახურება, ხოლო საღამოს კი ახალგაზრდების გართობისა და თავშეყრის ადგილად გადაიქცევა ხოლმე. ჩემი აზრით, ეს არის ახალგაზრდებისთვის ზედგამოჭრილი ქალაქი თავისი ცხოვრების სტილით, მანერით, გასართობი ადგილებითა და, რაც მთავარია, ფასებით, რაც საშუალო ევროპულს ნამდვილად ჩამოუვარდება.
ქალაქი არაერთ წყაროში სახელდება, როგორც ევროპაში ერთ-ერთი ულამაზესი დედაქალაქი, მისი უამარავი სანახაობრივი ადგილით, რომლიც მსოფლიოს იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაშია შეტანილი. მდინარე დუნაის სანაპიროები, ანდრაშის გამზირი, ბუდას სასახლე, გმირთა მოედანი, უნგრეთის პარლამენტი და გეოთერმული აბანოები ყოველწლიურად 5 მილიონამდე ტურისტს იზიდავს.
როგორც ყველა ქალაქში, აქაც არის გამორჩეული ქუჩა და გამზირი, რომელიც ტურისტებს იზიდავს. ვაცის ქუჩა (Váci utca) ქალაქის ცენტრალური ქუჩაა, რომელიც აერთებს ცენტრალურ მოედანს Vörösmarty Square და ქალაქის დიდ ბაზარს. ეს არის პეშტის ერთ-ერთი ყველაზე ძველი ქუჩა, რომელიც ოდითგანვე გადაიქცა სასეირნო და დასასვენებელ ადგილად. აქ განთავსებულია როგორც კაფეები და ბარები, ისე ცნობილი ბრენდების მაღაზიები. ქუჩას კვეთს ელიზაბეტის ხიდისკენ მიმავალი გამიზირი.
აუცილებელია მოგზაური ესტუმროს ანდრაში გამზირს, რომელიც აერთებს ქალაქის ცენტრს ქალაქის პარკთან. ეს გამზირი 1872 წელს აშენდა და უმეტესად ნეო-რენესასნული სტილის შენობებით არის გაშენებული. გამზირის ქვეშ გადის მეტრო, რომელიც უკვე ასწლეულს ითვლის.

ფასი მოცემულია ერთ ადამიანზე 2 ადგილიან ნომერში და შედის:
✓ ავიაბილეთი 2 გზა (ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისი)
✓ სასტუმრო
✓ შესაბამისი კვება 
✓ სამოგზაურო დაზღვევა
_______________________
გაითვალისწინეთ!
✓ ფასები ცვალებადია და გთხოვთ გადაამოწმოთ ოპერატორთან.
—————————————
დაგვიკავშირდით:

MOB: +995 558 12 01 06
E:lotsatravelge@gmail.com
skype: Lots a Travel

#BUDAPEST #HUNGARY
#დაისვენეთჩვენთანერთად
#lotsatravel

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე471.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 08/05/18
    დაბრუნება
    • 11/05/18
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა