national delicacy

11–12–13 აგვისტო 3 დღე თუშეთში 555 38 40 10

  • ID: 33768
  • ნახვები: 3207
complogo
ტური თუშეთში თუშ გიდთან ერთად
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/08/17
    დაბრუნება
    • 13/08/17
დამატებითი ინფორმაცია

11–12–13 აგვისტო 3 დღე თუშეთში 555 38 40 10
1) დ ღ ე: კახეთიდან მდინარე სტორის ულამაზესი ხეობის გავლით ავდივართ საქართველოში ყველაზე მაღალ თორღვას აბანოს სამანქანე უღელტეხილზე (2900 მ ზღვის დონიდან). აქედან კახეთის და თუშეთის ულამაზესი ხედები იშლება. გზაზე საშუალება გვექნება ვნახოთ ჩანჩქერები, ზვავები, სუბალპური და ალპური მდელოები, ცენტრალური კავკასიონის ქედის ულამაზესი, დათოვლილი მწვერვალები. შევივლით სოფელ ომალოში თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობის ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრში, დავათვალიერებთ მცირე მუზეუმს. ფოტო გალერეის მეშვეობით გავეცნობით თუშურ კულტურას და ტრადიციებს. საოჯახო სასტუმროში სადილის შემდეგ დავათვალიერებთ სოფელ შენაქოს, წმ. სამების ტაძარს, ტრადიციულ ლუდსახარშს, სოფელს დიკლოს და ბიჭეხის ციხის კომპლექსს დაღესტნის საზღვარზე. 
2) დ ღ ე: ავალთ ნაყაიჩოს ქედზე (2500 მ. ზღვის დონიდან)რომელიც თუშეთის შუაგულში მდებარეობს და თუშეთის დიდი ნაწილი მოსჩანს. შემდეგ პირიქითის ხეობის სოფლებს: თუშეთის არქიტექტურულ მუზეუმად გამოცხადებული სოფელ დართლოს(იუნესკოს საცდელი ვერსია 2007წ), ციხე-სოფელ კვავლოს, ჭეშოს, ფარსმას, სადაც მდებარეობს ე.წ. „თეთრი ციხე“ საიდანაც ერეკლე II ელჩებს გზავნიდა რუსეთში. შემდეგ გომეწრის ხეობის სოფლებს ბოჭორნას (ყველაზე მაღალა მდებარე სოფელი 2350მ), ულამაზესი, ვრცელი ხეობის ხედებით, მთის კალთებზე მიმოფანტული სოფლებით. სოფელ დოჭუს – სადაც ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი არქიტექტურით ნაშენი 3 სართულიანი ციხე – სახლები. საღამოს ტრადიციულ, თუშურ ხინკალს მივირთმევთ.
3) დ ღ ე: ნასოფლარ აგეურთას, ზემო ომალოში კესელოს ციხე–კოშკების კომპლექსს, საიდანაც თუშეთის 2 ვრცელი ხეობა ჩანს. ომალოს გადასახედს, ქუეს გადასახედს.
* ღირებულება 220 ლარი. შედის: კვება 3-ჯერადი, ტრანსპორტი – (გამოცდილი, ადგილობრივი მძღოლები), საოჯახო სასტუმრო, გიდი. ტრადიციული, თუშური ხინკალი, უგემრიელესი კოტორი (ხაჭაპური), ღვინო და არაყი.
* სასტუმროში გვაქვს კუთხე სადაც საშუალება გექნებათ შეიძინონ თუშური ხელსაქმის ნიმუშები: წინდები, ჩითები, თექის ნამუშევრები. 
*თუშეთში ტურები 8 ოქტომბრამდე გაგრძელდება. 
* ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ. თუშური ყველი, ძროხის და ცხვრის 
* გასვლა თბილისიდან – მეტრო ისნის მიმდებარე ტერიტორია 7:00 სთ 
ტელ: 555 38 40 10
P.S. ტურის მოწყობა შესაძლებელია თქვენთვის სასურველ დღეებში.1

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე220.00
ტური თუშეთში თუშ გიდთან ერთად
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 11/08/17
    დაბრუნება
    • 13/08/17