მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“ გთავაზობთ ერთ დღიან ტურს ფშავში - ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში - ვაჟაობაზე
შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 08:00 სთ.
გასვლა: 08:20 სთ.
აღწერა:
29 ივლისს ჩარგალში, ტრადიციულად „ვაჟაობა 2017” გაიმართება. დაგეგმილია მუსიკალური, სპორტული, თეატრალური ღონისძიებები. წარმოდგენილი იქნება ფშაური სამზარეულოსა და ტრადიციული რეწვის ნამუშევრები, ასევე გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები. კერძოდ, დოღი, ჭიდაობა, ფოლკლორი.
მოსანახულებელი ადგილები:
1. ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი - მუზეუმში დაცულია ვაჟა-ფშაველას (1861-1915 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 საუკუნისა და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, პოეტისადმი მიძღვნილი ფერწერული, გრაფიკული და სკულპტურული ნამუშევრები, ფოტომასალა და სხვა
2. ბაზალეთის ტბა - მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 879 მ. ზედაპირის ფართობი 1,22 კმ², მაქსიმალური სიღრმე 7 მ.
ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება .
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
ფასში შედის:
ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ფოტოგადაღება.
ფასში არ შედის:
მუზეუმში შესასვლელი ბილეთი - უფროსებისა და სტუდენტებისათვის - 1 ლ, სასკოლო ასაკის მოზარდებისათვის - 0.50 ლ
კვება - საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.
გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი




