national delicacy

ღვთაებრივი სიყვარულის დღე - გერგეტობა, გერგეტზე <3

  • ID: 32972
  • ნახვები: 10455
complogo
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/17
    დაბრუნება
    • 16/07/17
დამატებითი ინფორმაცია

მოლაშქრეთა კლუბი „რონინი“ გერგეტობას , 16 ივლისს, გთავაზობთ ერთ დღიან ტურს გეგეტის სამებაზე ♥ 


შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 06:20 სთ. 
გასვლა: 06:40 სთ.

მოსანახულებელი ადგილები:
1. "გუდაურის გადასახედი" - ეს გადასახედი აშენებულია გუდაურის მახლობლად, ჯვრის უღელტეხილზე
2. გერგეტის სამება (XIV ს )
3. ხევის სიონი (IX-X სს)

ტურის დეტალური აღწერა:
16 ივლისს, დილით 6:20 სთ-ზე ვიკრივბებით დიდუბეში საიდანაც მივდივართ მიკროავტობუსით ყაზბეგისკენ, გზად გავჩერდებით გუდაურის გადასახედთან, რომელიც მდებარეობს ჯვრის უღელტეხილზე, გუდაურის მახლობლად, გადავიღებთ ფოტოებს და გავემართებით გერგეტის სამებისკენ. აღსანიშნავია, რომ 1981 წლის 16 ივლისის შემდეგ უწმინდესი გერგეტობას, როგორც ღვთაებრივი სიყვარულის დღეს, ისე აღნიშნავს და სადღესასწაულო წირვა-ლოცვას სწორედ ამ ტაძარში აღავლენს. უკანა გზაზე მოვინახულებთ ხევის სიონს - IX-X საუკუნეების მიჯნის სამნავიან ბაზილიკას და დავტკბებით ულამაზესი ხედებით ♥ 

ფეხით გასავლელი მანძილი სულ 6 კმ.

გერგეტზე ასასვლელად შესაძლებელია მანქანის დაქირავება 

ფინანსური ნაწილი:
ტურის ღირებულება 18 ლარი

თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი

ფასში შედის:
ტრანსპორტირება, გიდის მომსახურება, ფოტოგადაღება.

ფასში არ შედის:
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.
გერგეტზე ასასვლელი მანქანის საფასური, თუ ფეხით სიარული გეზარებათ :)

თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისათვის...

გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ნუ დატოვებთ ინიციალებს კულტურულ ძეგლებზე;

ყველა ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს!!!

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
599 15 76 76 გიორგი

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე18.00
მოლაშქრეთა კლუბი რონინი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 16/07/17
    დაბრუნება
    • 16/07/17