

შეკრების ადგილი და დრო:
დიდუბე (სამთო ქიმიის წინ)
შეკრების დრო: 06:15 სთ.
მოსანახულებელი ადგილები:
სოფელი როშკა
აბუდელაურის მწვანე ტბა
აბუდელაურის ლურჯი ტბა
აბუდელაურის თეთრი ტბა
ტურის დეტალური აღწერა:
როშკადან ვიწყებთ ჩვენს თავგადასავალს და ფეხით მივემართებით აბუდელაურის მწვანე ტბისკენ, სადაც გავჩერდებით ფოტოების გადასაღებად და გავემართებით ლურჯი ტბისაკენ, აქაც ასევე შევისვენებთ, მოვაწყობთ პიკნიკს და ვისაც სურვილი ექნება გავემართებით თეთრი ტბისაკენ, (ვინც ვერ შეძლებს სიარულს (ორივე გზა 3 კმ.) დაგველოდება ლურჯ ტბასთან) თეთრ ტბასთანაც შევისვენებთ დავტკბებით ჭაუხების ხედებით და გამოვემართებით უკან დედაქალაქისაკენ ემოციებით დატვირთულები და ბეეევრი ფოტოებით ♥
ფეხით გასავლელი მანძილი სულ 15 კმ.
სირთულე: საშუალო
ფინანსური ნაწილი:
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ.
თანხა არ ბრუნდება:
გასვლამდე 72 საათის დარჩენის შემდგომ ამოწერის შემთხვევაში.
ლოდინის მაქსიმალური დრო:
გასვლის დროდან 15 წუთი
ტრანსპორტირება
გამყოლის მომსახურება
ფოტოგადაღება
კვება, საკვები მოგვაქვს ინდივიდუალურად და შემდეგ იქ ერთად მოვაწყობთ პიკნიკს.
თქვენივე კომფორტისთვის გირჩევთ:
სასურველია გეცვათ სალაშქრო ფეხსაცმელი და წამოიღეთ საწვიმარი ყოველი შემთხვევისათვის...
გთხოვთ:
ნუ მოხვალთ ნასვამ მდგომარეობაში შეკრების ადგილზე;
ნუ დააბინძურებთ გარემოს;
ყველა ვემორჩილებით ტურის ორგანიზატორს!!!
დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ:
გიორგი