national delicacy

თბილისი - ჯვრის მონასტერი - მცხეთა (სვეტიცხოველი და სამთავრო) - შიომღვიმე - ზედაზენი - თბილისი

  • ID: 31007
  • ნახვები: 6818
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/05/17
    დაბრუნება
    • 31/08/17
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტული კომპანია GO 365 გთავაზობთ 1 დღიან ტურს მცხეთის მიმართულებით!

მარშუტი: თბილისი - ჯვრის მონასტერი - მცხეთა (სვეტიცხოველი და სამთავრო) - შიომღვიმე - ზედაზენი - თბილისი

       გასვლა თბილისიდან 9:00 საათზე. თბილისიდან გავემგზავრებით მცხეთის მიმართულებით (ჩასვლა დაახლოებით 10:00 საათზე), სადაც პირველ რიგში მოვინახულებთ ჯვრის მონასტერს. ეს არის მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. ტაძარი მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი. მონასტრიდან ჩავალთ ქალაქ მცხეთაში, სადაც მოვინახულებთ სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარსა და სამთავროს დედათა მონასტერს. სვეტიცხოველი თარიღდედბა XI საუკუნით. იგი ყველაზე დიდი ისტორიული ნაგებობაა საქართველოში დღემდე შემორჩენილთა შორის. სამთავროს ტაძარი მდებარეობს მცხეთის ცენტრში, სამთავროს ველზე. კომპლექსში შედის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი (XI), წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო, გალავანი და კოშკი. სწორედ ეს ადგილი, მაყვლოვანი, შეარჩია მოციქულთასწორმა წმ. ნინომ სალოცავად, იგი სამი წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ტაძარში დასაფლავებულია პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი და ნანა დედოფალი. ასევე აქაა დაკრძალული მამა გაბრიელის ნეშტიც (შემდეგ სურვილისამებრ შესაძლებელია მცირედით წახემსება). შემდეგ მოვინახულებთ შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსს, რომელიც მცხეთიდან 12 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. მონასტერი დაარსებულია VI საუკუნის შუა წლებში ცამეტი ასურელი მამათაგან ერთ-ერთის – იოანე ზედაზნელის მოწაფის – შიოს მიერ. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემელის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. ასევე ტურის ფარგლებში მოვინახულებთ ზედაზნის სამონასტრო კომპლექსსაც(VI ს-ის 40-იანი წლები).ზედაზენი ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უძველესი ძეგლია. ქრისტიანობის წინა ეპოქაში აქ აღმართული იყო ზადენის კერპი, რომლის ადგილასაც VI საუკუნის 40-იან წლებში ასურელ მამათაგან ერთ-ერთს ქართული მონასტერი დაუარსებია. პიკნიკი (3 საათი). თბილისში დავბრუნდებით 21:00 საათზე.

თითოეულ ღირსშესანიშნაობასთან გაჩერებისთვის განკუთვნილია დაახლოებით 40-45 წთ.

ტურის ხანგრძლივობა: 12 საათი

მგზავრობა: 3 საათი და 30 წუთი

ღირსშესანიშნაობები: 5 საათი

კვება: 3 საათი და 30 წუთი

გაითვალისწინეთ!  -  კვება ინდივიდუალურია და გთხოვთ ზურგჩანთით იქონიოთ თქვენთვის ერთი დღის სამყოფი საკვები.

აუცილებელი ინვენტარი: მოსახერხებელი ფეხსაცმელი; მზისგან დამცავი საშუალებები (მზის სათვალე, კეპი); წყალგაუმტარი ქურთუკი (საწვიმარი); წყლის ჭურჭელი, უმჯობესია ნახევარ ლიტრიანი (აუცილებლად პლასმასის)

 

 

 

ტურის ღირებულებაში შედის:

  • მგზავრობა კომფორტული მიკრო ავტობუსით,
  • სრული გზის ხარჯი,
  • გამყოლი ტურის განმავლოობაში.

ტურის ღირებულებაში არ შედის:

  • გიდის მომსახურება,
  • პიკნიკის ხარჯი,
  • დამატებითი მომსახურება

                იმისთვის რომ ტური შედგეს აუცილებელია მინიმუმ 15 მსურველი.

გასვალა ვარდების მოედნიდან(ველოსიპედის ძეგლიდან). დაგვიანებულებს ველოდებით მაქსიმუმ 15 წუთი.

·         თანხა აუცილებლად წინასწარ უნდა ჩარიცხოთ.

·         ტურის გამართვამდე ბოლო 2 დღეში გადაფიქრების შემთხვევაში თანხა უკან არ დაგიბრუნდებათ (იმისთვის რომ ტური არ ჩაიშალოს).

·         თუ ტური ვერ შედგება თანხა მთლიანად უკან დაგიბრუნდებათ.

·         შეცდომების თავიდან ასაცილებლად,  სასურველია ჩარიცხვამდე დაგვიკავშირდეთ მითითებულ ნომრებზე.

დამატებითი ინფორმაციისთვის და ტურის დასაჯავშნათ დაგვიკავშირდით

☎ 2 192-365 , 577 597-398

info@go365.ge 

ან გვესტუმრეთ ჩვენს ოფისში:

ალ.ყაზბეგის 29ა.

    #წამო

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე15.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/05/17
    დაბრუნება
    • 31/08/17