national delicacy

სამ დღიანი ტური რაჭაში

  • ID: 29148
  • ნახვები: 12418
complogo
საქართველო.ექსპრესი და მოგზაურობა
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

ტურისტულიკომპანია ,, Georgia.express and travelგთავაზობთ 3 დღიან   დაუვიწყარმოგზაურობასრაჭაში.   ერთადმოვინახულოთულამაზესირაჭა
მოსანახულებელიადგილები:
     ნაქერალის უღელტეხილი (ცხრაჯვარი), შაორის წყალსაცავი, ნიკორწმინდის ტაძარი, ხოტევის ეკლესია და ციხე, ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმი, ბარაკონის ტაძარი, უწერის ეკლესია, უწერის მჟავე წყლები, გლოლის ციხე, კურორტი შოვი, შოვის მჟავე წყლები. ონის ებრაული სინაგოგა, ონის მხარედმცოდნეობის მუზეუმი, სოფელი ხვანჭკარის მარანი, მდინარე შარეულის ხეობა, რაჭა-ლეჩხუმის საზღვარზე ლაბეჭინის მთავარანგელოზის ეკლესია, სტუმრობა რაჭულ ტრადიციულ ოჯახში სოფლად.


ტურისხანგრძლივობა 3დღე-2 ღამე:


ტურისღირებულება: 250ლარი
ღირებულებაში შედის:
მგზავრობა კონფორტული მიკრო ავტობუსით  ან  მინივენით;
გიდის მომსახურება;
სასტუმროში განთავსება  2 ჯერადი კვებით.
ღირებულებაში არ შედის:
გზის კვება და მუზეუმბში შესვლის საფასური.
საჭირო აღჭურვილობა: ზურგჩანთა, მოხერხებული ფეხსაცმელი, მზის სათვალე, საწვიმარი ლაბადა, ოთხივე სეზონის შესაფერისი სამოსი.


1.დღე:
06:00 გასვლა ვარდების მოედნიდან რაჭა-ლეჩხუმის მიმართულებით.
სურვილის შემთხვევაში გზად გავჩერდებით ნახევარი საათით და წავიხემსებთ.
12:00 ნაქერალის უღელტეხილი: იმერეთისა და რაჭის საზღვარზე დავტკბებით ცხრაჯვარის ულამაზესი ხედებით.
13:00 გავემგზავრებით შაორის წყალსაცავისკენ, თევზაობის მოყვარულთათვის შესაძლებელია თევზაობა შაორის წყალსაცავზე. გვექნება ლანჩი შაორის ტბასთან ბუნებაში.
lunch box- (ხაჭაპური, ლობიანი, მოხარშული დედალი, საქონლის მოხარშული ხორცი ცივად,  ქაბაბი, კიტრი , პომიდორი,  მწვანილი.)
15:00 მოვინახულებთ რაჭის უმშვენიერეს ტაძარს ნიკორწმინდას.
16:00  მოვინახულებთ ხოტევის ეკლესიას და ციხეს:
16:30 გავემგზავრებით ამბროლარუსის მიმართულებით, დავათვალიერებთ ამბროლაურის სახვითი ხელოვნების მუზეუმს და გავეცნობით რაჭის ტრადიციებს.
18:30 დავბინავდებით ამბროლაურში სასტუმროში სასიამოვნო მოგზაურობის შემდეგ ცოტას დავისვენებთ და შემდეგ ვივახშმებთ ერთად
20:00 ვახშამი:

2დღე:
09:00 საუზმე სასტუმრო სასტუმროში.
საუზმე: ჩაი, ყავა, კაკაო, რძე, კარაქი, თაფლი არაჟანი,ხაჭო, ყველი, ხაჭაპური, ომლეტი, მოხარშული კვერცხი, ორცხობილები, ლიმონით,ხილი, კომპოტი, ხილის ნატურალური წვენი,
10:30 საუზმის შემდეგ გავემგზავრებით უწერის მიმართულებით, დავათვალიერებთ კურორტის ზონას მრავალსაუკუნოვან ცაცხვის სალოცავ ხეებს და ეკლესიას. დავაგემოვნებთ ჯამთელობისთვის სასარგებლო, საუკეთესო თვისებების მქონე მჟავე წყალს.
12:00 გავემგზავრებით შოვის მიმართულებით დავათვალიერებთ საქართველოსი ულამაზეს კურორტ შოვს, დავტკბებით მისი ულამაზესი ხედებით ასევე მოვინახულებთ და დავაგემოვნებთ შოვში ცნობილ მჟავე წყლებს , წავიხემსებთ ნაძვნაართან ახლოს (პური, ორცხობილა, ხაჭაპური, ლობიანი, ქადა, ყველი, მოხარშული ხორცი, ბოსტნეული ,ჩაი, ყავა).
16:00 გავემგზავრებით ქალაქ ონში დავათვალიერებთ ებრაელთა სინაგოგას,
17:00 მოვინახულებთ ონის მხარედცოდნეობის მუზეუმს.
18:00 გავემგზავრებით ამბროლაურის მიმართულებით მოვინახულებთ ბარაკონის ულამაზეს ეკლესიას.
19:00 დაბრუნება სასტუმროში.
20:00 ვახშამი.
 

3 დღე :
08:00 საუზმე სასტუმრო სასტუმროში
საუზმე: ფაფა მანის, ბრინჯის, ბურღულის, ჰერკულესი, წიწიბურა, მოხარშული კვერცხი (თოხლო, მკვრივი, მაგარი), ჩაი შავი, მწვანე, ლიმონით, ხილი, ხილის ნატურალური წვენი.კარაქი, არაჟანი,ხაჭო.
09:00 საუზმის შემდეგ გავემგზავრებით სოფელ ხვანჭკარის მიმართულებით, მოვინახულებთ და დავაგემოვნებთ რაჭის სიამაყეს ქართული ღვინის მარგალიტს „ხვანჭკარას“.
11:30  გავემგზავრებით  შარეულის  ხეობაში,  რომელიც  ცნობილია მისი ულამაზესი ბუნებით ამ მდინარეში არის განსაკუთრებული ჯიშის კალმახი. მდინარის პირას მოვაწყობთ ლანჩს.

14:00 დამშვიდობება რაჭასთან და გამგზავრება თბილისისკენ.
22:00 სასიამოვნო და ერთად გატარებული ლამაზი დღეების, დიდი შთაბეჭდილებებითა და ერთმანეთთან დამეგობრების შემდეგ დავბრუნდებით თბილისში.

 

P.S იმისათვის, რომ ტური შედგეს აუცილებელია მინიმუმ  7 კაცი.
კორპორატიულ ჯგუფებზე გაკეთდება ფასდაკლება 10-15%

 

სიაში ჩაწერა დაწყებულია, კითხვებისათვის ან სიაში ჩასაწერად დაგვიკავშირდით

  • ჯგუფის მინიმალური ოდენობა: მინიმუმ 7 კაცი. მაქსიმალური რაოდენობა შეზღუდული არ არის.

 

 

-- შეხვედრის   ადგილი:  ქ. თბილისი ვარდების მოედანი (ველოსიპეტის ძეგლთან).

-- შეხვედრის   ადგილი:   ქ. გორი,  მომსახურეობის საგენტოს მიმდებარე ტერიტორია.

 

-- გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ მდგომარეობაში!.
არ ვსვამთ ალკოოლურ სასმელს სიარულისას! (პიკნიკის დროს კი ბატონო, ოღონდ ზომიერად)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!
არ ვბილწსიტყვაობთ!!!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშუტს თვითნებურად!!

 

website:  http://travel-turist.com 

MEIL:  georgia.express.travel@gmail.com 

TEL: (+995) 577-53-57-87( VIBER.--Whatsapp), (+995) 555-94-64-63

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
საქართველო.ექსპრესი და მოგზაურობა
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00