national delicacy

3 დღიანი ტური ბუდაპეშტში (28-29-30 აპრილი)

  • ID: 28192
  • ნახვები: 8928
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/04/17
    დაბრუნება
    • 30/04/17
დამატებითი ინფორმაცია

✔ გილოცავ საქართველო #ვიზალიბერალიზაციას!
-----------------------------------------------------------------------
28 - 29 - 30 აპრილს (პარასკევი, შაბათი, კვირა), ტურისტული კომპანია "გაიცანი საქართველო", გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ტურს ბუდაპეშტში.

28 აპრილი, პარასკევი - პირველი დღე:

05:30 საათზე გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან.
06:40 საათზე (უნგრეთის დროით) - ჩაფრენა ბუდაპეშტის საერთ. აეროპორტში.
07:30 საათი - დაბინავება სასტუმროში, დასვენება -http://www.booking.com/hotel/hu/gloriahotel.en-gb.html
10:00 საათიდან ვიწყებთ ტურს.

✔ ჯაჭვის ხიდზე გასვლა (ხიდი პირველი პერმანენტული კონსტრუქცია იყო, რომელიც გადებულ იქნა მდინარე დუნაის სანაპიროზე. ინგლისელი დიზაინერის უილიამ ტერი კლარკის მიერ დაპროექტებული ხიდი დღესაც აოცებს მნახველებს. )
✔ ჰოლოკოსტის მემორიალი სანაპიროზე
✔ პარლამენტი ( შენობა დუნაის ნაპირზე დგას. პარლამენტი ნეოგოთიკურ სტილშია აშენებული და მის ფასადზე 88 ქანდაკებაა, უმეტესად უნგრელი მეფეებისა და მმართველების.)
✔ ოპერა (ბუდაპეშტის ოპერა პრესტიჟულ ადგილს იკავებს ევროპის მუსიკალურ სივრცეში. შთამბეჭდავი შენობა მე-19 საუკუნეშია აგებული, ავსტრიის იმპერატორის ფრანც იოსეფის ბრძანებით.)
✔ სენტ სტეფანის (იშტვანის) ბაზილიკა (ბაზილიკას შესასვლელთან განთავსებულია ულამაზესი სკვერი, რომელიც მოსაღამოვებისას ხალხმრავალ ადგილად გარდაიქმნება ხოლმე. აქვეა განთავსებული ღვინის ცნობილი რესტორანი/მაღაზია, რომელშიც ტურისტს შეუძლია დაგემოვნოს უგემრიელესი უნგრული და საერთაშორისო წარმოების ღვინოები.)
✔ ევროპის უდიდესი სინაგოგა ( დოჰანის ქუჩაზე მდებარე დიდი სინაგოგა სიდიდით ევროპაში პირველია, მსოფლიოში - მეორე. ის 3000 ადამიანს იტევს. სინაგოგა XIX საუკუნის შუა პერიოდშია აშენებული)
✔ უნგრეთის ეროვნული მუზეუმი (მუზეუმის კოლექცია ეძღვნება უნგრეთის ისტორიასა და ხელოვნებას, რომელიც მოიცავს სახელმწიფოს დაარსების მომენტიდან 1990 წლამდე პერიოდს..)
✔ გამოყენებითი ხელოვნების მუზეუმი
✔ ბუდაპეშტის ყველაზე დიდი ბაზარი - დახურული

19:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.

29 აპრილი, შაბათი - მეორე დღე:

საუზმე სასტუმროში.

✔ ციხესიმაგრის კვარტალი
✔ მეთევზეთა ბასტიონი - ხედები პარლამენტის შენობაზე და მდინარე დანუბეზე
✔ მეთიუსის ეკლესია (ერთ-ერთი ლამაზი შენობა, რომლის მშენებლობა ორი საუკუნის მანძილზე მიმდინაროებდა. ის აგებულია გოთიკურ სტილში და იმდენად ლამაზია, რომ როდესაც XVI საუკუნეში თურქებმა დაიპყრეს ქალაქი მათ ვერ გაიმეტეს ტაძარი დასანგრევათ და მხოლოდ ფრესკები გადაღებეს.)
✔ ბუდაპეშტის ისტორიის მუზეუმი
✔ გელერტის ციხე - თავისუფლების ქანდაკება - გადმოსახედი ბუდაზე და პეშტზე
✔ გელერტის მთა (აღნიშნული მთა ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი და გამწვანებული ადგილია მთელ ბუდაპეშტში.)

19:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.

30 აპრილი, კვირა - მესამე დღე:

საუზმე სასტუმროში.

✔ გმირთა მოედანი
✔ ხელოვნების ცენტრი (დედაქალაქის მთავარი ხელოვნების მუზეუმი, რომელშიც წარმოდგენილია უნგრეთის სამეფო კარის წარმომადგენლების პირადი კოლექციები. )
✔ ვაიდახუნიადის სასახლე( ბუდაპეშტის ცენტრში, ვაროშლიგეტის პარკის ტერიტორიაზე მდებარე ძალიან რომანტიული და არაჩვეულებრივი სილამაზის მქონე სასახლე)
✔ ვაცის სავაჭრო ქუჩა
✔ გემის ტური - გასეირნება დუნაიზე

23:55 საათზე (უნგრეთის დროით) - გამოფრენა ბუდაპეშტის საერთ. აეროპორტიდან
05:00 საათზე (ქართული დროით) - ჩამოფრენა ქუთაისის საერთ. აეროპორტში.

ტურის ღირებულების გახლავთ 195 $. ფასში შედის:

✔ ავიაბილეთები ორივე მიმართულებით (ქუთაისი-ბუდაპეშტი-ქუთაისი)
✔ ტრანსფერი თბილისი- ქუთაისი - თბილისი
✔ სასტუმრო ორი ღამე - http://www.booking.com/hotel/hu/gloriahotel.en-gb.html
✔ დილის საუზმე
✔ გადაადგილება ქალაქში (აეროპორტიდან სასტუმრომდე, მუზეუმებიდან მუზეუმებამდე და ა.შ.)
✔ კვალიფიციური გიდი
✔ ბარგი 8 კგ

ფასში არ შედის დარჩენილი კვება, საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება კრუიზის ჩათვლით ჯამში შეადგენს 50 $-ს. 

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა

ჩაწერა მოქმედებს 10 მარტამდე.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე566.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/04/17
    დაბრუნება
    • 30/04/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა