national delicacy

ლამპრობის დღესასწაული სვანეთში

  • ID: 28000
  • ნახვები: 6954
complogo
ქართული გზა
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/02/17
    დაბრუნება
    • 15/02/17
დამატებითი ინფორმაცია

მოგესალმებით, 13-14-15 თებერვალს ტურისტული კომპანია "ქართული გზა" გთავაზობთ 3 დღიან დაუვიწყარ ჯიპ ტურს სვანეთში"ლამპრობის" დღესასწაულზე და ასევე შეხვდით სიყვარულის დღეს, საყვარელ ადამიანთან ერთად სვანეთში

 

ლამპრობა, სვანეთის ადრე საგაზაფხულო დღესასწაულია. სვანები “ლამპრებს” არყის ან მუხის დაჩეჩქვილი ტოტებისაგან აკეთებდნენ. “ლამპრობის” ტრადიციას სხვადასხვანაირად ხსნიან. ყველაზე გავრცელებული თქმულებით, “ლამპრობა” სვანეთში მეომრების რიცხვის დასადგენად ტარდებოდა. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ, რამდენი პოტენციური მეომრის გამოყვანა შეეძლებოდათ სვანებს საჭიროების შემთხვევაში. სხვა ვერსიით, “ლამპრობის” მიზანი იყო მოსავლიანობის, საქონლის, ადამიანის გამრავლება და კარგი ამინდის გამოთხოვა. არსებობს მოსაზრება, რომ ლამპრებს სვანები თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და სჯეროდათ, რომ ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულებს უთბობენ. ლამპრობა ძველ მიწათმოქმედ ხალხთა დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და უმეტესად თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.


ტურის ღირებულება: 170 ლარი
ტურის ხანგძლივობა: 3 დღე/ 2 ღამე

: ჰაწვალი
: თეთნულდი
: მესტია
: მესტიის ეთნოგრაფიული მუზეუმი
: მიხეილ ხერგიანის სახლ-მუზეუმი
: ლატალი
: ბეთქილის მჯავე წყლები

 

ღირებულებაში შედის:
- მგზავრობა   MITSUBISHI​ DELICA  4x4
- სასტუმრო (გათბობით, ცხელი წყლით)
- გამყოლი

ღირებულებაში არ შედის:
- კვება 
- მუზეუმის მოსაკრებელი (5 ლარი)
- ჰაწვალის და თეთნულდის საბაგიროს ბილეთი 5 ლარი 

რაც შეეხება კვებას მესტიაში არის კაფე -ბარები, სადაც დააგემოვნებთ სვანურ სამზარეულოს. ასევე სასტუმროში შესაძლებელია შეუკვეთოთ საუზმე, სადილი ან ვახშამი სურვილსამებრ. ან შესაძლებელია პირველი ორი დღის საკვები მაინც წამოიღოთ. (ხარჯების შემცირების მიზნით)


გავდივართ:
ვიკრიბებით მორკინალთან სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია 4:00 სთ-დან.
გავდივართ 4:30სთ-ზე.
ჩვენთან დაგვიანება არ მოსულა.ტური გათვლილია დროში. გასვლისას ვინც არ იქნება ვერ დაველოდებით.(ასეთ შემთხვევაში თანხა არ დაბრუნდება). 

მსურველებმა მოგვწერეთ პირად შეტყობინებაში ან დაგვიკავშირდით ნომერზე 593 394 694

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე170.00
ქართული გზა
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 13/02/17
    დაბრუნება
    • 15/02/17
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა