მოცემული ტური ვადაგასულია მსგავსი შეთავაზებები შეგიძლიათ იხილოთ მოცემულ ლინკზე მსგავსი ტურები
national delicacy

ფერადი შემოდგომა სვანეთში

  • ID: 23942
  • ნახვები: 13336
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/09/16
    დაბრუნება
    • 25/09/16
დამატებითი ინფორმაცია

შემოდგომის სვანეთი ვნახოთ ერთად ♥ ხმები დადის ზღაპრულიაო ....

▲შეხვედრის დრო და ადგილი: მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ. ხუთშაბათი რომ დაღამდება და გადაცდება 00:00 საათს. გასვლა 00:30 ზე. (ტრანსპორტის გზას ღამე დავფარავთ)

▲სირთულე: მარტივი, ყველას შეუძლია მონაწილეობა

▲ამინდი:

ამინდის ღმერთმა საუკეთესოვო :)

▲რა ჩავიცვათ?

სალაშქრო ფეხსაცმელი. მთის შესაფერისი სამოსი.

▲აუცილებელი და საჭიროა !

სალაშქრო ზურგჩანთა . საძილე ტომარა , 3 დღის სამყოფი საკვები, მინიმუმ 1 ლიტრი წყალი,არაერთჯერადი პირადი ჭურჭელი, გამოსაცვლელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი , წინდა. მზის ქუდი, , დამცავი კრემი, სათვალე . პირადი აფთიაქი თუ რამეს თვლით რომ შესაძლოა დაგჭირდეთ. ჰიგიენის ნივთები. ფანარი, საწვიმარი, თბილი ტანსაცმელი . . თუ ვინმე უკრავთ და მღერით წამოიღეთ შესაბამისი ინსტრუმენტი. ცოტ-ცოტა ჭაჭა ყველამ :დ კეთილი გული და კარგი განწყობა ^_^

▲ სანახავი ადგილები

შემოდგომის სვანეთი განსაკუთრებით ლამაზია და უნდა ნახოთ აუცილებლად ♥

1. ენგურჰესი

2. სიყვარულის კოშკი

3. უშგული

4. ჰაწვალი

5. მესტია

6. ლატალი

7 ბეჩო

8. მაზერი

9. შდგრას ჩანჩქერები

10. უგულის მუზეუმები

11. მესტიის მუზეუმები

12, დადიანების სასახლე

ხედები უმაღლეს მწვერვალებზე. შხარა, უშბა, თეთნულდი ♥

▲თანხის ჩარიცხვა:

ს ბანკი

ანგარიშის ნომერი: GEL

პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში:

მიმღები: ლელა წიკლაური

▲ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს

მობილურზე ტექსტური შეტყობინებით ან ზარით

.

▲წესები და პირობები მოწესრიგებული მოგზაურობისთვის, რომელსაც ვიცავთ ყველა!!!

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში

არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში !

ასევე აკრძალულია მოწევა ტრანსპორტში !

საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)

არ ვყრით ნაგავს!!!

არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)

არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.

არ ვბილწსიტყავობთ!

არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!

არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !

ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! ვინაწილებთ ბანაკის საქმეებს !

არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!

ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში

▲მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

▲წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

ლელა

თენგო

▲შენიშვნა : აუცილებლად წაიკითხეთ ტურის აღწერა გულდასმით და მათაც წააკითხეთ ვინც თქვენი რეკომენდაციისთ წამოვა .ნუ წამოხვალთ: უინტერესო ადამიანები, პათოლოგები, განმარტოვებით სმა-ჭამისტები და წუწუნები!!! სხვებს ნუ შეუქმნით დისკომფორტს...

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/09/16
    დაბრუნება
    • 25/09/16
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა