national delicacy

გთავაზობთ 10 დღიან ტურს ვიეტნამში 1400 ევროდ

  • ID: 23243
  • ნახვები: 5600
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/09/16
    დაბრუნება
    • 04/10/16
დამატებითი ინფორმაცია

გთავაზობთ 10 დღიან ტურს ვიეტნამში 1400 ევროდ

დღე 1, ორშაბათი 25 სექტემბერი
18:00 – შეკრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში
20:05 - გამგზავრება დოფას მიმართულებით ყატარის ავიახაზების რეისით

დღე 2, ორშაბათი 26 სექტემბერი

00:10 - ჩაფრენა დოჰას აეროპორტში 
02:10 - გაფრენა ჰა ნოის მიმართულებით 
16:15 ჩაფრენა ჰანოიში, დახვედრა აეროპორტში და ტრანსფერი აეროპორტიდან სასტუმროში.
ჰანოის სახელწოდება ვიეტნამურ ენაზე “მდინარით დაკავშირებულ ქალაქს ნიშნავს” ჰანოი ამჟამად ვიეტნამის დედაქალაქია, რომლის ისტორიაც 1010 წლიდან იწყება. არაჩვეულებრივი ძველი და კოლონიალური ეპოქის არქიტექტურის, ასევე უზარმაზარი მწვანე ბულვარებისა და რომანტიული ტბების წყალობით ჰანოი აზიის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქად ითვლება.

ღამისთევა ჰანოიში

დღე 3, სამშაბათი, 27 სექტემბერი 
საუზმე სასტუმროში
ქალაქის დათვალიერება. დილით მოვინახულებთ ჰო ში მინის კომპლექსს, რომელშიც შედის ჰო ში მინის მუზეუმი და მავზოლეუმი. ჰო ში მინი ვიეტნამში ერის მამადაა აღიარებული. ასევე მოვინახულებთ კოლონიალურ სასახლეს, ანუ საფრანგეთის მთავრობის რეზიდენციას კოლონიალურ პერიოდში, სოფლის პატარა სახლს, სადაც ჰო ში მინი ცხოვრობდა. ვნახავთ ერთსვეტიან პაგოდას, რომელიც მე-11 საუკუნეშია აშენებული და ეძღვნება თანაგრძნობის ბუდას და მოგვაგონებს ტბიდან ამოზრდილ ლოტოსის ყვავილს. ამის შემდეგ ვნახავთ ლიტერატურის ტაძარს, რომელიც პირველ უნივერსიტეტად ითვლება ვიეტნამში. 
ტრადიციული სადილი
სადილის შემდეგ გავაგრძელებთ ტურს და დავათვალიერებთ ხელოვნების მუზეუმს, ამის შემდეგ გავემგზავრებით ტბა ჰოან ქიემზე, რომელიც ჰანოის ცენტრში მდებარეობს და თარგმანში “ დაბრუნებული ხმლის ტბას ნიშნავს”, მოვინახულებთ ტბასთან მდებარე ტაძარს და შემდეგ ერთი საათით გავისეირნებთ ჰანოის ძველ უბანში, ვიწრო სავაჭრო ქუჩებზე. 
ტურს დავასრულებთ თანგ ლონგ ოპერაში, სადაც დავესწრებით ვიეტნამურ თოჯინების თეატრს.

კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი 
ღამისთევა ჰანოიში

დღე 4, ოთხშაბათი, 28 სექტემბერი

საუზმე სასტუმროში
საუზმის შემდეგ, 8 საათზე გავემგზავრებით ჰა ლონგის ყურეში, რომელიც მდებარეობს ჰანოიდან დაახლოებით 160 კილომეტრზე. (3-5 საათი). გზად გავივლით წითელი მდინარის დელტას, სადაც არის ბრინჯის მინდვრები და შესაძლებლობა გვექნება ვნახოთ, როგორ მუშაობენ ვიეტნამელი ფერმერები. დაახლოებით გზის შუაში გავჩერდებით ვიეტნამური ტანსაცმლისა და ტრადიციული ნახატების სახელოსნოში. 
11:30-თვის ჩავალთ ჰა ლონგშ და ავალთ საკრუიზო გემზე. 
სადილი გემზე
ჰა ლონგის ყურე წარმოადგენს ბუნებრივ ყურეს, რომელშიც 2000-ზე მეტი კარსტული კუნძულია განფენილი 1553 კვადრატულ კილომეტრზე. ლეგენდის მიხედვით ამ ადგილას დაეშვა დრაკონი ციდან. კრუიზის დროს გავჩერდებით რამდენიმე კუნძულთან. ასევე გვექნება საშუალება ცოტა ხანს გავჩერდეთ ერთ-ერთ სანაპიროზე, მზის ჩასვლისას ვივახშმოთ გემზე და საღამოს 9 საათზე შეგვიძლია დავესწროთ თევზაობას.

კვება: საუზმე, სადილი, ვახშამი
ღამისთევა: გემზე

დღე 5, ხუთშაბათი, 29 სექტემბერი

ვიღვიძებთ 06:30-ზე და მონაწილეობას ვიღებთ ტაი ჩიში. ეს არის ძველი საბრძოლო ხელოვნება, რომელიც ნელი, გრაციოზული მოძრაობებით ხასიათდება და გვეხმარება შინაგანი ჰარმონიის მიღწევაში. 
შეგვიძლია მივირთვათ ჩაი და ყავა და შემდეგ კი ჩავიდეთ ერთ-ერთ კუნძულზე, სადაც შევძლებთ ვიცურაოთ და გავირუჯოთ. 
11: 00 გამგზავრება ჰანოიში. 
ბრანჩი გემზე 
ჩასვლა ჰანოიში 
თავისუფალი დრო

კვება: ბრანჩი
ღამისთევა ჰანოიში

დღე 6, პარასკევი, 30 სექტემბერი

საუზმის შემდეგ თავისუფალი დრო ჰანოიში
ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში და გადაფრენა ჰო ში მინში 
ჰოში მინში მოვინახულებთ ერთიანობის სასახლეს, რომელიც 1975 წლის აპრილამდე სამხრეთ ვიეტნამის პრეზიდენტის სასახლე იყო, ასევე ნოტრ დამის საკათედრო ტაძარს და საი გონის ძველ საფოსტო შენობას. ასევე მოვინახულებთ ჩინურ კვარტალს და იმპერატორ ჯადეს პაგოდას.

შესახლება სასტუმროში 
თავისუფალი დრო

კვება: საუზმე და სადილი 
ღამისთევა ჰო ში მინში

დღე 7, შაბათი, 01 ოქტომბერი

გამგზავრება ფან ტიეში 
შესაძლებელია ტური მეკონგის დელტაში. 
მეკონგის დელტა მდებარეობს ჰო ში მინიდან 136 კილომეტრზე და მგზავრობას ჭირდება დაახლოებით 3 საათი და 30 წუთი. 
ჩვენი მოგზაურობა მეკონგის დელტაში იწყება ვინჰ ლონგიდან, რომელიც ყველაზე დიდი არა, მაგრამ მეკონგის ყველაზე ხმაურიანი ადგილი ნამდვილადაა. აქ ვიხილავთ ასევე კათოლიკურ ტაძარს და ბაზარს, სადაც ჯობია მაქსიმალურად ადრე მივიდეთ და ვნახოთ როგორ ვაჭრობენ ადგილობრივები. ამის შემდეგ ავალთ ნავზე და მოგზაურობას ნავით გავაგრძელებთ. 
ტურის დასრულების შემდეგ გავემგზავრებით ჰო ში მინში 
ვინც მონაწილეობას მიიღებს მეკონგის ტურში, მოუწევს დარჩენა ისევ ჰო ში მინში და ფან ტიეში გაემგზავრება მეორე დილით

ტურის საფასური: 32 დოლარი
საფასურში შედის: ტრანსფერები, ადგილობრივი გიდი, შესასვლელი ბილეთები, ნავის საფასური და სადილი ადგილობრივ რესტორანში)

კვება: საუზმე 
(მათთვის, ვინ მოისურვებს ექსკურსიას, დამატებით საფასურში შედის სადილიც)

დღე 8 - დღე 10
2 ოქტომბერი - 4 ოქტომბერი

თავისუფალი დღეები ფან ტიეში მუინეს პლიაჟზე

კვება: საუზმე
ღამისთევა ფან ტიეში

დღე 11, ოთხშაბათი, 5 ოქტომბერი

საუზმე სასტუმროში და გამგზავრება ჰო ში მინში 
19:30 გამოფრენა დოჰას მიმართულებით 
23:25 - ჩაფრენა დოჰაში 
06:40 - გამოფრენა დოჰადან თბილისის მიმართულებით 
12:40 - ჩამოფრენა თბილისში

ტურის საფასური: 
საფასურში შედის: 
ავიაბილეთი ყატარის ავიახაზებით თბილისი - ჰანოი, ჰო ში მინი - თბილისი 
1 QR 254 G 25SEP 7 TBSDOH HK18 2005 0010+1 
2 QR 834 G 26SEP 1 DOHHAN HK18 0210 1615 
3 QR 971 G 05OCT 3 SGNDOH HK18 1930 2325 
4 QR 251 G 06OCT 4 DOHTBS HK18 0640 1240 
შიდა გადაფრენა: ჰანოი - ჰო ში მინი
ღამისთევა სასტუმროებში პროგრამის მიხედვით 
საუზმე სასტუმროში
ერთი ღამე საკრუიზო გემზე ჰა ლონგის ყურეში 
სადილები და ვახშმები პროგრამის მიხედვით 
ტრანსფერები და ტრანსპორტირება მთელი ტურის განმავლობაში 
ინგლისურენოვანი გიდი ტურის განმავლობაში
ვიეტნამის ვიზისათვის საჭირო მოწვევის წერილი
წყალი 
სამოგზაურო დაზღვევა

საფასურში არ შედის: 
ვიზის საფასური - 25 დოლარი (იხდება ადგილზე) 
კვება, თუ არ არის აღნიშნული პროგრამაში
პირადი ხარჯები
გიდისა და მძღოლის ფეხის ქირა

სასტუმროების ჩამონათვალი:

ჰანოი - LA CASA HOTEL www.lacasahanoi.vn
ჰა ლონგი - PELICAN CRUISE www.pelicancruise.com
ფან ტიე - PANDANUS RESORT www.pandanusresort.com
ჰო ში მინი - ARISTO HOTEL www.aristosaigonhotel.com

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით
მისამართი: ს. ჯანაშიას 3
ტელეფონი: 2907307
555 17 59 38
599 58 20 02

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე4 535.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 25/09/16
    დაბრუნება
    • 04/10/16
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა