national delicacy

1 დღიანი ტური ვარძია-რაბათში

  • ID: 21506
  • ნახვები: 11144
complogo
Good Travel
დამატებითი ინფორმაცია

მარშრუტი : მწვანე მონასტერი-რაბათი - ვარძია
სახეობა : კულტურული, შემეცნებითი.
სატრანსპორტო საშუალება: მსუბუქი ავტომანქანა, მიკრო-ავტობუსი, ავტობუსი.
ხანგძლიობა: 1 დღე (გასვლა დილის 8 საათზე, დაბრუნება საღამოს 9 სათზე)
კვება : ერთჯერადი
მანძილი: 480 კმ.

გასვლა: 10 აგვისტო

ფასი: 55 ლარი (ფასში შედის : ტრანსპორტის გადასახადი, გიდის მომსახურეობა,მუზეუმებში ადგილობრივი მოსაკრებელი, ერთჯერადი კვება)

1. მწვანე მონასტერი IX საუკუნის ეს ძეგლი მეცნიერთა აზრით ცნობილი ქართველი მოღვაწის, წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების – ქრისტეფორესა და ტევდორეს აშენებულია. იგი სამი ბაზილიკის ტიპის ეკლესიისა და სამრეკლოსაგან შედგება, სადაც ქართული ხუროთმოძღვრებისათვის დამახასიათებელი ჩუქურთმები ახლაც კარგად იკითხება. მონასტრის ტერიტორიაზე დღესაც შეგიძლიათ ძნელბედობის ჟამს დაღვრილი ბერების სასწაულებრივად უხრწნადი სისხლის უამრავი ნაკვალევის ნახვა; ეს ტაძრის უდიდესი სიწმინდეა, რომელსაც დრო და წყალი ვერაფერს აკლებს.
2. ვარძია, კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი, XII - XIII საუკუნეების ქართული მხატვრული კულტურის ძეგლი. სამონასტრო კომპლექსი ძირითადად 1156-1203 წლებში იქმნებოდა. დასახლება 1185 წლის 15 აგვისტოს თამარის მეფობის ხანაში (1184-1213) აკურთხეს. სამეფო მონასტერი დიდ როლს თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში. ვარძიის სამონასტრო კომპლექსი გამოკვეთილია ერუშეთის მთის კალთაზე ტუფბრექიჩიების შერეულ კლდეში (სიგრძე 500 მ-მდე), განლაგებულია ცამეტ სართულად. შედგება ისტორიულად ჩამოყალიბებული 2 ნაწილისაგან - ვარძიის მონასტრისა და უფრო ადრინდელი ხანის (X-XII საუკუნეები) კლდის სოფლის ანანურისაგან. მონასტერში 120 საცხოვრებელი კომპლექსის 420 სათავსოა, მ. შ. 25 მარანი 185 ქვევრით.

3. რაბათის კომპლექსი მე–9 საუკუნით თარიღდება და შვიდ ჰექტარ ფართობზე გაშენებული რომელიც მოიცავს ჯაყელების რეზიდენციას, ციხესიმაგრეს, უძველესი ქარვასლების ნანგრევებს, მუზეუმს, ბერძნულ, სომხურ და კათოლიკურ ეკლესიებს. აქვე მდებარეობს მეჩეთიც. მისი არქიტექტურული მრავალფეროვნება სხვადასხვა დამპყრობლებისა და იმდროინდელი ცივილიზაციების დიდ გავლენაზე მეტყველებს.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
598 74 74 54

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე55.00
Good Travel