national delicacy

ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილი

  • ID: 16935
  • ნახვები: 20613
complogo
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი
დამატებითი ინფორმაცია

იწყება ♥ 
მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ორდღიან ლაშქრობას ძალიან ლამაზ, ნახევარკუნძულზე ,ტაბაწყურის მეგალითი ..ტბის ქვაბული წარმოქმნილია ლავური ნაკადების შეგუბების შედეგად. საზრდოობს მიწისქვეშა, თოვლისა და წვიმის წყლით. გამდინარეა მიწისქვეშა გზით. ზღვის დონიდან 1991 მ

სრული მარშრუტი : 
თბილისი-ბაკურიანი-ცხრაწყაროს უღელტეხილი-(პანორამული გადასახედიც არის სადაც შეიძლება ასვლა ფეხით)-ტაბაწყური-სამსარის კლდეში ნაკვეთი ეკლესია/ბარალეთის მონასტერი-გორელოვკას დუხაბორების სამლოცველო/თუ ობოლთა თავშესაფარი- ხანჩალი.
ბანაკს ტბის პპირას, ნაძვნართან დავცემთ ♥

დეტალები:

1. გასვლა: 4 ივნისი, დილის 06:30, მეტრო რუსთაველი, მაკდონალდსის წინ
2. ტურის საფასური: (ფონდ მინიმუმის ჩათვლით)
3. ფასი მოიცავს: ტრანსპორტირებას , გამყოლის მომსახურებას და სიურპრიზს...
4.არ მოიცავს: კვებას, მოგვაქვს ყველას ჩვენი და ერთიანად შევექცევით.
5. თანხას ვრიცხავთ:
ს ბანკი
ანგარიშის ნომერი: GEL
ინტერნეტ ბანკი: GE48BG5407600GEL
პირადი ნომერი აპარატიდან ჩარიცხვის შემთხვევაში: 
62
მიმღები: ლელა წიკლაური
ჩარიცხვისთავანავე ვატყობინებთ ორგანიზატორებს .
ბოლო დღე თანხის შეტანის არის: 2 ივნისი, ხუთშაბათი
------------------------------------------------------------------------------------
სასარგებლო რჩევები :
1. ჩაიცვით ლაშქრობის შესაბამისად, სალაშქრო ფეხსაცმელი და კომფორტული ტანსაცმელი. 
2. აუცილებელია წამოიღოთ სალაშქრო ზურგჩანთა, კარავი, საძილე ტომარა, ძირსდასაფენი ლეიბი (პარალონი) საკვები ორი დღის სამყოფი, წყალი მინიმუმ 1.5 ლ. მზის ქუდი და დამცავი საშუალებები, გამოსაცვლელი ერთი ხელი როგორც ტანისამოსი ისე ფეხსაცმელი. საწვიმარი ქურთუკი და პირადი ჰიგიენის ნივთები.
სასურველია: თუ ვინმე უკრავთ ან მღერით წამოიღეთ ინსტრუმენტი და საღამოს ტბის პირას კოცონთან რომ დავსხდებით მოგისმენთ დიდი სიამოვნებით :)

----------------------------------------------------------------------------------

გასათვალისწინებელი პირობები:

არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას და ტრანსპორტში.
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!! 
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე.
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად! 
არ ვჭორაობთ სხვა კლუბებზე ან კონკრეტულ პიროვნებებზე!
ვემორჩილებით ორგანიზატორს ტურის განმავლობაში .

მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე და ურჩი მოლაშქრე გაძევებული იქნება და ვეღარასდროს ვერცერთ ლაშქრობაში ვერ წამოვა........

წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...

ლელა
თენგო


პ.ს გავარკვევ თევზაობა თუა შესაძლებელი და გეტყვით ♥

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
მოლაშქრეთა კლუბი ფენიქსი