მოლაშქრეთა კლუბი "ფენიქსი" გთავაზობთ ერთდღიან სალაშქრო-სათავგადასავლო ტურს .
1. რეგიონი:
კახეთი, ლაგოდეხის რაიონი
2. მარშუტის დასახელება:
გურგენიანის, იგივე ნინოგორის, იგივე ნინოს ხევის ჩანჩქერის მონახულება ლაგოდეხის ნაკრძალში . შესაძლოა ირემს ან შველსაც კი გადავეყაროთ გზად ^_^
3. ხანგრძლივობა:
ერთი დღე
4. სირთულე:
მარტივი
5. ლაშქრობის ღირებულება -
6. ფასი მოიცავს :
ტრანსპორტირებას
გამყოლის მომსახურებას
7. ფეხით გასავლელი მანძილი:
მთლიანობაში დაახ. 10 კმ
8. სანახავი და ყურადღებამისაქცევი ადგილები:
თავად ჩანჩქერი და ულამაზესი ლაგოდეხის ნაკრძალის ტყე
9. სასმელი წყალი მარშრუტზე:
უამრავი წყარო - მთელ მანძილზე მიყვებით პატარა მდინარეს - ნინოს ხევს, რომლიც ისმევა
10. საჭირო აღჭურვილობა, რჩევები:
კარგი ფეხსაცმელი , მსუბუქი ტანსაცმელი , მზის ქუდი და სათვალე. ასევე გამოსაცვლელი ფეხსაცმელი , რადგან ქვიან ხეობას მივყვებით და მაინც გეგდოთ ერთი კეტი ჩანთაში :დ
11. რა წავიღოთ ?
ერთი დღის სამყოფი საკვები და მინიმუმ 1 ლიტრი წყალი.
12.გასათვალისწინებელი პირობები:
არ მოვდივართ შეკრების ადგილზე ნასვამ/ნაბახუსევ მდგომარეობაში
არ ვიღებთ ალკოჰოლს სიარულისას/მარშირებისას
საკვებს მივირთმევთ ყველა ერთად(გარდა იმ შემთხვევისა, თუ ვინმე შეუძლოდ გახდა)
არ ვყრით ნაგავს!!!
არ მოგვყავთ შინაური ცხოველები/ფრინველები(არც გარეული)
არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე!!!
არ ვბილწსიტყავობთ!
არ ვუხვევთ დაგეგმილ მარშრუტს საკუთარი ნება-სურვილით!
არ ვყოფთ ჯგუფს "კუტოკებად" !
ყველა ერთად ვქმნით მეგობრულ, თბილ იდილიას გუნდში და ვქმომედებთ გუნდურად!
წამოსვლის არასრულწლოვანმა მსურველმა უნდა თან იყოლიოს მშობელი შეკრების ადგილზე...
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში ორგანიზატორი იხსნის ყველანაირ პასუხისმგებლობას/ვალდებულებას მოლაშქრის წინაშე!
ჩემი მობილური