

მოგესალმებით მეგობრებო ,,მოგზაურობა ში'' აწყობს 2 დღიან დაუვიწყარ ტურს ულამაზეს რაჭაში
მოვინახულებთ:
• ცხრაჯვარს
• შაორის წყალსაცავს
• ნიკორწმინდის ტაძარს
• ყინულის გამოქვაბულს
• ჭელიშის უდაბნოს ( მდინარე შარეულას ხეობა )
• ბარაკონის ტაძარს
• უწერა ( ბეწვის ხიდი, მჟავე წყლები )
პირველ დღეს მოვინახულებთ: ცხრაჯვარს ( საიდანაც მოწმენდილ ცაზე შავი ზღვა მოჩანს ) შაორის წყალსაცავს, ნიკორწმინდის ტაძარს, საღამოს ჩავალთ ამბროლაურის რაიონში სადაც დავრჩებით საოჯახო სასტუმროში ( სადაც გვექნება ვახშამი, ეზოში შევწვავთ მწვადს, გართობა და ცოტა ალკოჰოლი )
მეორე დღეს მოვინახულებთ: საყინულეს,ჭელიშის უდაბნოს,ბარაკონის ტაძარს, უწერას ( ბეწვის ხიდი, მჟავე წყლები ) .
მგზავრობა კომფორტული მიკროავტობუსით,
სასტუმროში განთავსება
გამყოლი
ფოტო
სამწვადე.
გასვლა სამთოქიმიის მიმდებარე ტერიტორიიდან 6:30სთ. გთხოვთ არ დაიგვიანოთ.
ფეხით სასიარულო 10კმ. საშუალო სირთულის. 2 დღეში გასავლელი.
მონაწილეების საყურადღებოდ: არ ვაბინძურებთ გარემოს.
ვემორჩილებით გამყოლს!
მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამყოლი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას მოლაშქრეთა წინაშე.
წამომსვლელთა საყურადღებოდ: გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს).