მარშრუტი: გასვლა თბილისიდან 9:00სთ-ზე ზემო სამგორის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან.
ქალაქი გორი მდიდარია ისტორიული და კულტურული ძეგლებით. ქალაქის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს გორის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარი, ისტორიულ-ეთნოგრაფიული და საბრძოლო დიდების მუზეუმები: რეაბილიტირებული ციხის უბანი და ი.ბ.სტალინის სახლ-მუზეუმი. ქალაქის ე.წ. ,,სავიზიტო ბარათი“. მოვინახულებთ ისტორიული ს ,,გორისციხეს“, რომელიც ძვ.წ.აღ-ის I ათასწლეულით თარიღდება. გორიდან სულ რამდენიმე კილომეტრში (15-20 კმ) გზად მოინახულებთ უფლისციხეს. უფლისციხე — კლდეში ნაკვეთი , ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი. მდებარეობს აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მარცხენა ნაპირას. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება (ნამოსახლარები ლაშეთხევში, გუდაბერტყაზე, გორთან). გორიდან 12 კმ.-ში მოვინახულებთ კლდის კიდეზე მდებარე ღვთისმშობლის მიძინების მონასტერი ატენის ხეობაში,მე-7 საუკუნის I ნახევრის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. საღამოს გამოვემგზავრებით თბილისში.
გასავლელი მანძილი 230 კმ
ტურის ღირებულება:
ღირებულებაში შედის: ტრანსპორტირება
კვება (ინდივიდუალურად)
ღირებულებაში არ შედის: მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 10 ლ,ბავშვებისათვის: , სტუდენტებისათვის : 3 ლ.
ტურზე აუცილებელია წინასწარ ჩაწერა!
დამატებითიინფორმაცისათვისდატურისდასაჯავშნადგთხოვთდაგვიკავშირდეთ: 568-814-212 ან 032-2-350-340 ნინო