3 ოქტომბერს, შაბათს, ,,ჩვენი '' გთავაზობთ ტურს წალკაში
მარშრუტი: მანგლისის სიონი, დაშბაშის ეკლესია, დაშბაშის კანიონი
სახეობა: კულტურული, შემეცნებითი
სირთულე: მარტივი
სატრანსპორტო საშუალება: მიკრო-ავტობუსი
ხანგრძლივობა: 1 დღე (გასვლა 3 ოქტომბერს
ფეხით გასავლელი მანძილი: 5 კმ
ფიჭური კავშირი: ყველგან
მანძილი: 360 კმ.
ფასი:
(ფასში შედის: ტრანსპორტის გადასახადი, კვება )
კვება:
1. სამწვადე
2. შოთის პურები
3. წვენები
შეხვედრის დრო და ადგილი: რედისონის მიმდებარე ტერიტორია, დილის 07:00 საათი
თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ
ტურის აღწერა:
1. მანგლისის სიონი — ძველი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლი. მდებარეობს თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისთან.პირველი ეკელსია მანგლისში აშენდა IV საუკუნეში. ამჟამინდელი ტაძარი აშენებულია VI-VII საუკუნეებში. XI საუკუნეში მნიშვნელოვანი რესტავრაცია ჩაუტარდა: გაფართოვდა და დაემატა მოჩუქურთმებული ქვები, ასევე გამოუცვალეს პერანგი. 1850 წელს კვლავ შეაკეთეს, შიგნიდან კედლები შეათეთრეს,რის შედეგადაც, სავარაუდოდ, ბევრი ფრესკა გაქრა. მანგლისის სიონზე უძველესი წარწერებია შემორჩენილი, რომლებიც საკმაოდ ძნელი გასარჩევია. ასევე შემორჩენილია ფრესკების კვალი გუმბათის ყელში.
2. დაშბაშის კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.