გთავაზობთ თანამედროვე დიზაინს და საოჯახო გარემოს. სასტუმრო გაწყობილია ხელოვნების ნიმუშებითა და მყუდრო ბაღით. ჩვენ გვაქვს ორი ბატუტი, ტენისი, მაგიდის ფეხბურთი, კარაოკე, კატამარანი, სკუტერები, კვადროციკლები, საბავშვო მოედანი და ა.შ. ახლო მდებარეობა სანაპიროსთან, შეზლონგები და მეგობრული კოლექტივი თავს ისე გაგრძნობინებთ, როგორც საკუთარ სახლში.
13 ორ და სამადგილიანი ნომრები და საოჯახო სტუდია. ორი ორსართულიანი აპარტამენტი 4-8 პერსონაზე.