კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მყუდრო, კეთილმოწყობილ სასტუმრო „რევერანსში“, რომელიც მოხერხებულადაა განთავსებული დედაქალაქის ცენტრალურ რაიონში, მერაბ კოსტავას ქუჩაზე 47 ნომერში, საიდანაც უმარტივესია როგორც ძველი თბილისის მონახულება, ისე საერთაშორისო აეროპორტში მოხვედრა .სასტუმროდან სულ რამდენიმე წუთში თქვენ მოხვდებით რუსთაველის გამზირზე, სადაც განლაგებულია ქალაქის უმთავრესი
ღირსშესანიშნაობები: მუზეუმები, გალერეები, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი და მსოფლიოში სახელგანთქმული რუსთაველის დრამატული თეატრი. იქვეა საბაგირო, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას მოხვდეთ მთაწმინდის პარკში და ფუნიკულიორზე, სადაც საშუალება გეძლევათ დატკბეთ ქალაქის ულამაზესი ხედებით. ეს ადგილები მართლაც რომ გამორჩეულად მიმზიდველია ყველა ტურისტისთვის.
სასტუმროს ყველა ნომერი აღჭურვილია უფასო უკაბელო ინერნეტით,კონდინციონერით, ცენტრალური გათბობით, მაცივრით, პლაზმური ტელევიზორით და იზოლირებული სველი წერტილით, ვენტილაციის სისტემით. მწეველთათვის კი ცალკეა გამოყოფილი მოსაწევი სივრცე. ჩვენ ასევე გთავაზობთ დამატებით სერვისს - საუზმე. თქვენი სურვილის მიხედვით შეძლებთ შეუკვეთოთ თქვენთვის სასურველი საკვები.
სასტუმრო „რევერანსი“ ასევე გთავაზობთ დაგეგმილ ტურებს, როგორც თბილისის,ისე საქართველოს მასშტაბით. თქვენ ასევე შეგიძლიათ დამოუკიდებლად აირჩიოთ და ჩვენ დაგიგეგმავთ პირადად თქვენთვის სასურველ ტურს. ჩვენთან შესაძლებლობა გეძლევათ იქირაოთ თქვენთვის სასურველი ავტომობილი და გადაადგილდეთ დამოუკიდებლად ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად.
ჩვენი სასტუმროს მომსახურეობა იმითაც არის საინტერესო, რომ ის თავის სტუმრებს სთავაზობს სტომატოლოგიურ ტურებს. შესაძლებლობა გეძლევათ მოგემსახუროთ მაღალი კვალიფიკაციის მქონე მედპერსონალი.სტუმრებისთვის ნებისმიერ სტომატოლოგიურ მომსახურებაზე მოქმედებს მრავალფეროვანი აქციები დაფასდაკლებები.
სასტუმრო მდებარეობს წყნარ ადგილას. გვეწვიეთ სასტუმრო „რევერანსში“. თქვენ აქ დაგხვდებათ თბილი,კომფორტული ოჯახური გარემო და კეთილგანწყობილი პერსონალი.