national delicacy

ერთი კვირა ისრაელში

  • ID: 9520
  • ნახვები: 8443
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

ტური „ ერთი კვირა ისრაელში“

ტური განხორცილედება ყოველ ორშაბათს, ხუთშაბათს და კვირას.

ტურის ხანგრძლივობა: 7ღამე/8დღე.

განთავსება:  ნეთანიაში ან თელ ავივში.

ექსკურსიები: თელ ავივი, იაფო, იერუსალიმი, ქრისტიანული გალილეა.

პროგრამა:

1 დღე: ჩაფრენა ბენ გურიონი აეროპორტში. განთავსება სასტუმროში (ნეთანია/თელ ავივი)

2-7 დღე:ქრისტიანული იერუსალიმი- ზეთის ხილის მთიდან გაიშლება იერუსალიმის ულამაზესი პანორამა, მთის ფერდობზე გაფენილია ზეთის ხილის ბაღი, სადაც იესო ლოცულობდა მოწაფეებთან ერთად- გეთსიმანიის ბაღი. ბაღის ცენტრში არის უფლის ვნებების ტაძარი. მთის დასავლეთ ფერდობის ძირში მდებარეობს უდიდესი სიწმინდე-ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, სადაც დაკრძალულია წმინდა ღვთისმშობელი. საიდუმლო სერობის ადგილი-სიონის მთაზე. ტრაგიკული გზა-გლოვის გზა, 5 ბოლო შეჩერების ადგილი უფლის ჯვარცმამდე, გარდაცვალებამდე და აღდგომამდე. ამჟამინდელი ტაძარი, სადაც მდებარეობს უფლის განსასვენებელი, შედგება სამი ძირითადი ნაგებობისგან: ტაძარი გოლგოთაზე, უფლის საფლავის სამრეკლო და აღდგომის ტაძარი. გოდების კედელი-ყველაზე წმინდა ადგილი იუდაიზმისთვის.

ან

3 რელიგიის მომცველი იერუსალიმი- იერუსალიმი- ეს არის წმინდა ქალაქი მსოფლიოს სამი ძირითადი რელიგიისთვის. იერუსალიმის პანორამა: მისი ისტორიული და თანამედროვე მხარე. ძველი ქალაქი: ებრაელების, ქრისტიანული და სომხური კვარტალების მიმოხილვითი ექსკურსია. სიონის მთა: ძველ აღთქმაში მოიხსენიება, როგორც ღმერთის მიერ გამორჩეული ადგილი, აქ არის დავით წინასწარმეტყველის საფლავი, ნაბ-დაუდის მეჩეთი, უფლის ტრაგიკული გზა, ტაძარი, სადაც არის უფლის საფლავი, გოდების კედელი.

ქრისტიანული გალილეა და ნაზარეთი- ყველა მორმწუნეს სურვილია გალილეაში შეეხოს იმ წმინდა ადგილებს, რომლებიც საუკუნოდაა დაკავშირებული უფალი იესო ქრისტეს სახელთან. გალილეაში იესომ გაატარა სიყმაწვილე, შეიძინა მეგობრები და მიმდევრები- თავისი მოციქულები, აქ ჩაეყარა საფუძველი ქრისტიანულ რწმენას. ნაზარეთი- ქალაქი სადაც გაიარა იესოს ბავშვობამ, სადაც ცხოვრობდნენ იოსები და მარიამი, სადაც  მთავარანგელოზ გაბრიელმა აუწყა მესიის დაბადების შესახებ და საიდანაც იესომ დაიწყო თავისი მქადაგებლური მოღვაწეობა. ქვაბული ქალწულ მარიამისა, სადაც მოხდა წმინდა ჩასახვა. აქვე მორაკრაკებს ის ნაკადული, საიდანაც წყალს იღებდა წმინდა მარიამი. არმაგედონის უდაბნო-  ისრაელის უდაბნოს ნაწილი თელ-მეგიდოს მთის ძირში, შესულია ქრისტიანულ ისტორიაში როგორც საბოლოო ადგილი სიკეთისა და ბოროტების შერკინებისა. მდინარე იორდანე-იესოს ნათლობის ადგილი იოანე ნათლისმღებლის მიერ. კანას გალილეა, ტაბხა*- პურისა და თევზის გამრავლების ტაძარი. მართლმადიდებლური კაპერნაუმი- წმინდა მოციქულების მონასტერი...სნეულთა განკურნების ადგილი, რაზეც მოთხრობლია ბიბლიაში. კინერეთის ტბა (გალილეის ზღვა).

*კვირაობით ტაბხა დაკეტილია, შესაბამისად ობიექტი შეიცვლება -მარიამ მაგდალინელის ტაძრით. მაგდალა- მარიამ მაგდალინელის დაბადების ადგილი. ამ ქალის ცნებას ბიბლიაში ცენტრალური ადგილი უჭირავს. მარიამ ღვთისმშობლისა და მარიამ მაგდალინელის სახელი სამუდამოდ იქნება გადაჯაჭვული, იესოს დედა, რომელმაც მხსნელი მოუვლინა ქვეყნიერებას და მაგდალინელი, რომელმაც პირველად აუწყა ყველას უფლის მიერ სიკვდილის დამარცხების შესახებ.

თელ ავივ-იაფო- მიმოხილვითი ექსკურსია თელ ავივში, გასეირნება ძველი იაფოს კვარტალებში. ბრილიანტის ბირჟის მონახულება. დაბრუნება სასტუმროში.

8 დღე: ტრანსფერი სასტუმროდან ბენ გურიონის აეროპორტში.

პაკეტის საფასური: 850 $

პაკეტში შედის: პირდაპირი გადაფრენა, სასტუმრო (საუზმით), ტრანსფერი, სამედიცინო დაზღვევა, ბარგის დაზღვევა.

სასტუმრო ნეთანიაში: Palace 3*/Park 3*/Ginot Yam 3*/ Residence Beach3*/Galil 3*/ King Solomon 4*.

სასტუმრო თელ ავივში: Metropolitan 4*.

 

 

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე850.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა