national delicacy

კაბადოკია

  • ID: 8202
  • ნახვები: 24598
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/08/15
    დაბრუნება
    • 19/08/15
დამატებითი ინფორმაცია

ძვირფასო მეგობრებო 14 აგვისტოს შედგება კაბადოკიის 5 დღიანი ტური შემოგვიერთდით!!!

კაპადოკია - ქრისტანული სამყაროს და უძველესი ცივილიზაციების კერა, წმინდა ნინოს, წმინდა გიორგის, ბასილი დიდის, არსენ კაპადოკიაელის, წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის და სხვა წმინდანთა სამშობლო. ადგილი, რომელიც უწმინდესის კურთხევით ყველა ქრისტიანმა ერთხელ მაინც უნდა ნახოს! 
მარშრუტი: თბილისი - ვალე- არდაჰანი-ეზრუმი-ერზიკანი-სივასი-კაიზერი-გორემე - ხათუსა - ალაჯაჰუიუკი - ვალე თბილისი.
გასვლა: 14 აგვისტოს, პარასკევს საღამოს, 17 საათზე, 2015
ჩამოსვლა: 19 სექტემბერს, 2015

17:00 გასვლა თბილისიდან ვალეს მიმართულებით
20:00 - საზღვარზე გადასვლა 
კაპადოკიაში ჩასვლა დილის 11 საათზე.
მოვინახულებთ კაბადოკიის მნიშვნელოვან ადგილებს და ღირშესანიშნაობებს:
პირველ დღეს ვნახულობთ გიორემეს მთავარ ღირშესანიშნაობას - გორემეს ღია მუზეუმს უძველესი ეკლესიებით, ულამაზესი ფრესკებით და რა თქმა უნდა „შენ ხარ ვენახი“-ს ფრესკით ტოკალი კილისეში, ასევე ჩავუშნის ნიკიფორე ფოკას მონასტერს, ფაშაბაღს, ავანოსის კერამიკის მუზეუმს, ზელვეს კლდეში გამოკვეთილ ქალაქს და მონკის ხეობას.
მეორე დღეს - იჰლარას სამონასტრო კომპლექსს, გურჯი ხათუნის მიერ აგებული ეკლესიით, სელიმეს სამონასტრო კომპლექსს, გუზელიურტის წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველის ეკლესიას, ასევე მიწისქვეშა ქალაქს დერინკუიუს.
მესამე დღეს ვნახულობთ უჩისარის ციხეს, სობესოსის არქეოლოგიურ ობიექტს და სოღანლის ხეობას ულამაზესი ეკლესიებით. 
მეოთხე დღეს ვნახულობთ ხათუსას და ალაჯაჰუიუკს და ვბრუნდებით საქართველოში.
ღირებულებაში (330 აშშ დოლარი) შედის:
• მგზავრობა კომფორტული 7 კაციანი მინივენით,
• ქართულენოვანი გიდის მომსახურება
• ტაძრებში და მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები 
• ღამისთევა სასტუმროში 3 ღამე, დილის კვებით (საუზმით)
• უკაბელო ინტერნეტი თქვენს ნომერში

ღირებულებაში არ შედის:
• კვება მგზავრობის განმავლობაში
სურვილისამებრს ვახშამის კვება რაც დამატებით 15 დოლარი ღირს.
• საჰაერო ბურთით გაფრენა (120 ევრო)

რეკომენდაციები:
მგზავრობისას მოსახერხებელია კისრის ბალიშები - თუ იქონიებთ კარგი იქნება თქვენივე კომფორტული მგზავრობისთვის.
არასრულწლოვნებს სჭირდება მინდობილობა.
ჯიბის ანუ სახარჯო თანხა - რაც მეტი, მით უკეთესი თქვენთვის smile emoticonგორემე, ურგუპი, ავენოსი, დერენქიუ სავსეა ათასგვარი საშოპინგო ადგილებით, სადაც შეგიძლიათ სხვადასხვა ნივთის თუ სუვენირის ყიდვა. 
ჩასაცმელი - ფეხსაცმელი აუცილებლად მოხერხებული და კომფორტული (სასიარულოა ფეხითაც), . იქონიეთ პატარა ზურგჩანთები (თუნდაც ნაჭრის) რომ დღის განმავლობაში სიარულისას გამოიყენოთ (ჩადოთ შიგ წყალი, ქუდი, შარფი, მოსაცმელი, საბუთები, ფული და ა შ). მაქს, ოპტიმალური ბარგით წამოდით - ჩანთები პატარა და რბილი, რომ ჩაეტიოს მანქანის საბარგულში. აუცილებლად წამოიღეთ ქუდი!

აფთიაქი - პირველადი და აუცილებელი საშუალებები წამოიღეთ ვის რა სჭირდება, გზისთვის არ ფუჭებადი საკვები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით : +995 32 2306304

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე330.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 14/08/15
    დაბრუნება
    • 19/08/15
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა