Dgl Tours DGL Tours Dgl Tours Dgl Tours დი ჯი ელი 8-9-10-11-12 სექტემბერს გთავაზობთ 5 დღიან შემოდგომის ტურს ევროპის ყველაზე დიდ ქალაქში, ულამაზეს სტამბულში!
⭕გზად გავივლით და მოვინახულებთ:
I დღე:
✔️04:00 გასვლა თბილისიდან
✔️11:00 სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი
✔️ტრაპიზონი- მცირე აია სოფიას ტაძარი.
II დღე:
✔️10:00 ჩასვლა სტამბულში
✔️ სტამბულის აკვარიუმი ფლორია (მივდივართ ჩვენი ავტობუსით)
✔️ დაბინავება სტამბულის 4*სასტუმროში. რეგისტრაციის გავლის შემდეგ დასვენება სასტუმროში 1 საათი.
✔️ სადილი (თანხაში არ შედის, თავად ვიხდით ადგილზე)
✔️ გალატას კოშკი - შუა საუკუნეების ქვის კოშკი სტამბულის გალატას-ქარაქიოის კვარტალში, საიდანაც იშლება სტამბულის პანორამული ხედები.
✔️ კრუიზი ბოსფორის სრუტეში. გასეირნება გემით დაახლობით 2 საათი, ასევე შეგიძლიათ გემზე შეუკვეთოთ თურქული სამზარეულო
✔️ გასერნება ტაქსიმის მოედანზე - ისტიკლალის ქუჩაზე და შოპინგი
✔️ დაბინავება სასტუმროში
III დღე:
✔️08:00 საუზმე სასტუმროში
✔️დიდი აია სოფიას მართლმადიდებლური ტაძარი, რომელიც ჩვენდა სამწუხაროდ მეჩეთადაა გადაკეთებული და რომელსაც ხშირად მსოფლიოს მერვე საოცრებად მოიხსენიებენ.
✔️ სულთან აჰმედის ლურჯი მეჩეთი XVIIს
✔️თოფქაფის სასახლე (სათოფე სასახლე) რომელიც მდებარეობს სარაგლიოს კონცხზე, ოქროს რქასა და მარმარისის ზღვას შორის, წარმტაცი ხედით ბოსფორზე. შედგება უამრავი მცირე ზომის შენობისა და ოთხი დიდი მოედნისაგან. ესენია:
✔️ პირველი მოედანი: რომელიც მთელ სარაგლიოზეა გადაჭიმული და მაღალი გალავნითაა შემორტყმული. მთავარ ჭიშკარს ბაბ-ი-ჰიუმაიუნ ჰქვია.
✔️საიმპერიო ზარაფხანა
✔️ჰაგია ეირენეს ეკლესია და არქეოლოგიური მუზეუმი (მე-19 საუკუნე)
✔️ვულკანის ბაღჩა-ყოფილი საიმპერატორო ვარდების ბაღი
✔️ მეორე მოედანი: ეს მოედანი პარკია შემორტყმული სასახლის ჰოსპიტალით, საცხობით, მცველთა საგომით, საჯინიბოთი, საიმპერატორი ჰარამხანითა და სავეზიროთი ჩრდილოეთით, ხოლო სამზარეულოებით კი სამხრეთით.
✔️მესამე მოედანი: რომელიც სასახლის შუაგულს წარმოადგენს - წარმტაც ბაღს გარს ერტყმის უმაღლესი პალატის დარბაზები (Has Oda), რომელშიც მოთავსებულია ოსმალეთის იმპერიის დროინდელი საუცხოო საგანძური, მცირე ჰარამხანა, რამდენიმე პავილიონი და აჰმედ III-ის ბიბლიოთეკა ცენტრში.
✔️მეოთხე მოედანი: სულთანის პირადი ბაღი იყო და შედგება რამდენიმე პავილიონის, ბაღისა და ტერასისგან.
✔️ ეგვიპტის ბაზარი (სუნელების ბაზარი) გარდა სუნელებისა წარმოდგენილია აღმოსავლური ტკბილეულის უმდიდრესი არჩევანი.
✔️დაბინავება სასტუმროში
IV დღე:
✔️08:00 საუზმე სასტუმროში და სასტუმროს დატოვება.
✔️დოლმაბაჰჩეს სასახლე - 1843-1856 წლებში შენდებოდა იმპერიის 31-ე სულთანი აბდულმეჯიდის ბრძანებით და ხუთი მილიონი ოსმალური ოქროს ფუნტი, დღევანდელი 35 ტონა ოქროს ეკვივალენტი, დაჯდა. თოთხმეტი ტონა ოქრო, ოქროს ფირფიტების სახით, იქნა გამოყენებული სასახლის ჭერის მოვარაყებაში.
✔️პრინცის კუნძულები ადალარის რაიონში, რომელიც შედგება 4 დიდი კუნძულისაგან და 5 მცირე ზომის კუნძულისაგან.მხოლოდ 4 მათგანია საზოგადოებისთვის გახსნილი, კერძოდ, ესენია: 1. კინალიადა (Kinaliada)
2. ჰეიბელიადა (Heybeliada)
3. ბიურგაზადა (Burgazada)
4. ბუიუქადა (Buyukada)-ყველაზე დიდი კუნძული
როგორც კი ბუიუქადას კუნძულზე დადგამთ ფეხს, სხვა საუკუნეში, სხვა ეპოქაში აღმოჩნდებით. მის ქუჩებში დაგხვდებათ ლამაზი ყვავილებით მორთული, ფერადი ველოსიპედები, რომლის მეშვეობითაც შეგიძლიათ მთელი კუნძული შემოიაროთ. დამთვალიერებლებს კუნძულზე ხვდებათ ცნობილი საათის კოშკი, ასევე აია იორგის ეკლესია (წმინდა გიორგის ეკლესია), რომელიც პრინცების კუნძულების ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა. ეს მართლმადიდებლური ეკლესია ბუიუქადას უმაღლეს ბორცვზე, უნიკალურ და წყნარ ადგილზე მდებარეობს.
✔️ გამოგზავრება თბილისისაკენ.
V დღე:
✔️გზა სტამბულიდან-თბილისამდე, გზაში გაჩერებებით საკვებ ობიექტებზე 3-4 საათში ერთხელ
➡️ ტურის თანხა:
⭕ღირებულებაში შედის:
➡️ მგზავრობა ავტობუსით - 2 მძღოლით, WiFi თურქეთის ტერიტორიაზე, (კონდენციონერი)
➡️ დაბინავება 4* სასტუმროში 2 ღამით და საუკეთესო დილის საუზმით
➡️ ქართულენოვანი გიდის მომსახურება
➡️ ასევე თანხაში არ შედის დანარჩენი კვება, რომელსაც თავად აგვარებთ
➡️ მუზეუმების და შიდა გადაადგილებების მოსაკრებელი სრული თანხა: 2200 თურქული ლირა, რომელიც თან უნდა იქონიოთ ხელზე.
⭕თან იქონიეთ პირადობა ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი, რომლის ვადა მინიმუმ 6 თვე უნდა იყოს.
არასაკმარისი ვადის მქონე პასპორტის წარდგენის ან სხვა რაიმე დარღვევის შემთხვევაში თუ საზღვარს ვერ გადაკვეთავთ, თქვენივე ხარჯებით დაბრუნდებით უკან და ტურის თანხაც არ დაგიბრუნდებათ,რადგან ეგ ჩვენი მიზეზის გამო არ მოხდება !!
➡️ არასრულწლოვნისთვის საჭიროა დაბადების მოწმობა, ID ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი
ასევე მინდობილობა ნოტარიულად დამოწმებული (თუ არცერთი მშობელი არ მოყვება)
➡️ დაიმახსოვრეთ: ავტობუსში ადგილებს წინასწარ ვერავის ვერ შევუნახავთ!
⭕ აუცილებლად გაითვალისწინეთ შემდეგი პირობა:
➡️ არ ვაბინძურებთ ტრანსპორტს ( არ ვყრით ნაგავს)!
➡️ არ ვბილწვსიტყვაობთ, არ ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და რელიგიაზე!
➡️ არ ვსვამთ ალკოჰოლურ სასმელს ტურის მსვლელობის დროს ტრანსპორტში და არ მოვდივართ ტურზე ნასვამ მდგომარეობაში!
➡️აუცილებელია კომფორტული ფეხსაცმელი, საწვიმარი და მოსაცმელი
➡️ვემორჩილებით გიდს!მოცემული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გიდი იხსნის ყოველგვარ პასუხისმგებლობას ტურის მონაწილეთა წინაშე.
⭕ გასვლის დრო: - დილის 04:00 სთ.
⭕გასვლის ადგილია: თბილისი. სასტუმრო რედისონი, ველოსიპედის ძეგლი.
➡️ადგილების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით და მოგწერთ საბანკო ანგარიშის ნომრებს, რათა ჩარიცხოთ ტურის თანხა მინიმუმ ბეს სახით, ხოლო დანარჩენი თანხა ტურის გასვლამდე სამი დღით ადრე! აუცილებლად მიუთითეთ სახელი, გვარი, ტურის დასახელება და თარიღი .
➡️თუ ტურზე ვერ შეძლებთ წამოსვლას, მაშინ ჩარიცხული თანხა უკან არ ბრუნდება. (თანხა ბრუნდება მხოლოდ, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, როცა ჩვენ იძულებულნი ვიქნებით ტური გავაუქმოთ. )
დაგვიკავშირდით ამ ნომრებზე:
-თამარი
-თამარი





