national delicacy

ათენი - ჯგუფური ტური მითებისა და ლეგენდების სამყაროში

  • ID: 66001
  • ნახვები: 12029
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/10/23
    დაბრუნება
    • 22/10/23
დამატებითი ინფორმაცია

1 დღე - ჩაფრენა ათენის საერთაშორისო აეროპორტში - ტრანსფერი სასტუმროში. დაბინავება დაგასეირნება ღამის ათენში. ღამისთევა სასტუმროში.
 

2 დღე - ქალაქის ტური
პირველი ნაწილი მანქანით:

  • სინტაგმას მოედანი - ათენის ცენტრალური მოედნი და სინტაგმას მეტროსადგური, რომელიც შედის მსოფლიოს ყველაზე უცნაური მეტროსადგურების რიცხვში, ფაქტიურად ეს არის პატარა არქეოლოგიური მუზეუმი თავისი უნიკალური ექსპონატებით.
  • პარლამენტის შენობა - ძველი სამეფო სასახლე.
  • პანათენაიკოსის სტადიონი
  • ათენის ტრილოგია: ათენის უნივერსიტეტის შენობა, მეცნიერებათა აკადემია, ათენის ბიბლიოთეკა.
  • ტურს გავაგრძელებთ დიდებული აკროპოლისის მონახულებით,
  •  ქალაქის ძველი ნაწილი (საფეხმავლო ექსკურსია) - პლაკას ტერიტორიას, ვნახავთ ჰეფესტოს ტაძარს, ძველ ათენურ და რომაულ აგორას, ქარების კოშკს, ადრიანეს ბიბლიოთეკას, კაპნიკარეასის ეკლესიას, მონასტირაკის მოედანს, ადრიანეს თაღს და ზევსის ტაძარს.

ლანჩის შემდეგ - შუადღე მიწურულს გავემგზავრებით სუნიონის კონცხისკენ.

მოვინახულებთ ანტიკური საბერძნეთის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ციხე-სიმაგრეს, ბასტიონს და 2500 წლის წინ აგებული პოესიდონის უმშვენიერესს ტაძარს.
მოვისმენთ არაერთ საინტერესო მითსა თუ ამბავს, მათ შორის - თუ რა კავშირი აქვს კოლხ მედეას მეფე ეგევსთან, რომლის სახელიც სწორედ ამ კონცხთან დაკავშირებული ტრაგიკული ისტორიიდან ეწოდა ეგეოსის ზღვას

  • მზის ჩასვლას შევხვდებით პოსეიდონის ტაძართან,

ადგილი, სადაც მზის ჩასვლისას ყველა ფერის ერთად ხილვაა შესაძლებელი
გზად მოვინახულებთ - ვულიაგმენის რადონის ტბას და ვივახშმებთ ერთ -ერთ საუკეთესო რესტორანში
სასტუმროში დაბრუნება და ღამისთევა.
დაბრუნება სასტუმროში, ღამისთევა სასტუმროში.

3 დღე - სასტუმროდან მოგვცემენ საუზმის ლანჩ-ბოქსებს და ადრიანად გავემგზავრებით კრუიზში. ( არ შედის ფასში, შესაძლებელია ეს დღე დავტოვოთ თავისუფალიც, სურვილის შემთხვევაში)

მოვინახულებთ სამ კუნძულს.

• ეგინა - კუნძული მდიდარი და უძველესი ისტორიით. ოდესღაც, მრავალი საუკუნის წინ, ის იყო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ძლიერიო კუნძული მთელ საბერძნეთში - სახელმწიფო სახელმწიფოში. ეწეოდა ვაჭრობას, იჭრებოდა საკუთარი მონეტა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ეგინა იქცა სხვა კუნძულების მსგავსად ჩვეულებრივ კუნძულად.

• პოროსი - პოსეიდონის უჩვეულოდ ლამაზი პატარა კუნძული, ლიმონის ბაღებითა და ფიჭვის კორომებით, კრამიტით გადაფარული თეთრი კოპწია სახლებით. პოსეიდონის ტაძრის ნანგრევები დღემდეა შემორჩენილი.

• იდრა - არც ისე ძველია როგორც წინა ორი კუნძული, ცნობები იდრას შესახებ ჩნდება მე-15 საუკუნიდან, თუმცა, სწორედ აქ შეიგრძნობთ ძველი საბერძნეთის მთელ სიდიადეს.

ღამისთევა სასტუმროში.

4 დღე  - საუზმე სასტუმროში. ნომრებს დავცლით და ბარგს დავტოვებთ სასტუმროში. თავისუფალი დღე.

საღამოს ტრანსფერი სასტუმროდან აეროპორტში. გამოფრენა.

ტურის ღირებულება:

P.S. ავია ბილეთების შეძენა ხდება წინასწარ!

ღირებულებაში შედის:

o სამოგზაურო დაზღვევა

o ტრანსფერი ( აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი)

o 3* სასტუმრო ქალაქის ცენტრში საუზმით

o გიდის მომსახურება

o კომპანიიდან გამყოლის მომსახურება ტურის განმავლობაში.

o სითი - ტურის დროს ტურისტული ტრანსპორტით მომსახურება.

o აკროპოლისის შესასვლელი ბილეთი

o პოსეიდონის ტაძარში შესასვლელი ბილეთი
 

ღირებულებაში არ შედის:

Ø ავიაბილეთის საფასური ( ქუთაისი - ათენი- ქუთაისი)

Ø ტრანსფერი ქუთაისამდე და ქუთაისიდან

Ø სადილები და ვახშმები ტურის განმავლობაში

Ø სამი კუნძულის ტური - 130 ევრო, შედის კვება

Ø მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები (სურვილისამებრ)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/10/23
    დაბრუნება
    • 22/10/23
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა