national delicacy

სააღდგომო ტური ისრაელში ტურისტული კომპანია VANTOUR ჭავჭავაძის 21 ტელ 222 33 05, 558 404242 579 030304

  • ID: 622
  • ნახვები: 7684
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00
დამატებითი ინფორმაცია

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული წმინდა მიწაზე !
ისრაელი --იორდანია
13-21 აპრილი

I დღე - კვირა -13.04.2014 - ჩაფრენა თელ-ავივის ბენ-ჰურიონის სახ. საერთაშორისო აეროპორტში, სადაც დაგხვდებათ ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი, გამგზავრება იერუსალიმში და განთავსება სასტუმროში . 

II დღე - ორშაბათი - 14.04.2014 -- გამგზავრება მკვდარ ზღვაზე . „ წმინდა გიორგი ხოზევიტელის (კლდეში გაშენებული მამათა მონასტერი ). წმინდა გერასიმე მეუდაბნოეს მონასტერი. მკვდარი ზღვის ორიგინალური პროდუქტების კოსმეტიკური ფაბრიკის დათვალიერება. დასვენება მკვდარი ზღვის პლაჟზე. გამგზავრება წითელ ზღვაზე, კურორტ აკაბაში. განთავსება სასტუმრო. 

III დღე - სამშაბათი - 15. 04. 2014. დასვენება წითელ ზღვაზე. მინისფსკერიანი გემით გასეირნება (სურვილის შემთხვევაში 40 აშშ ერთი ადამიანი, ღირებულებაში შედის ლანჩი). 

IV დღე - ოთხშაბათი - 16.04.2014 - დასვენება წითელ ზღვაზე. თავისუფალი დღე. 

V დღე -ხუთშაბათი - 17.04.2014 - საუზმის შემდეგ გამგზავრება ქ.მადაბაში, მოაბითის მთათა სისტემის უმაღლესი მწვერვალის -ნებოს ნახვა, რომელიც უძველესი ქრისტიანულ დროიდან ითვლება მომლოცველთა ცენტრალურ ადგილად, ალენბის ხიდი და გადასვლა ბეთლემში - შობის ბაზილიკა, მწყემსების ველი, წმინდა თეოდოსის და წმინდა საბას მონასტერი. დავით მეფის საფლავი. დაბრუნება ბეთლემში და განთავსება სასტუმროში.

VI დღე - პარასკევი - 18.04.2014 - გამგზავრება გალილეაში. ნაზარეთი - ხარების ტაძარი, იოსების სახლი და სახელოსნო, ღვთისმშობლის წყარო. მთავარანგელოზ გაბრიელის ტაძარი, გალილეის კანა - ტაძარი, გალილეის ზღვა, ტაბხა - ტაძარი პურისა და თევზის სასწაულებრივი გამრავლებისა, კაპერნაუმი, თორმეტი მოციქულის მონასტერი, ეს ის ადგილია , სადაც ცხოვრობდა და ასწავლიდა მოციქულებს მაცხოვარი. ნეტარების მთა ,მთის ქადაგების ეკლესია, მაგდალა - წმ.მარიამ მაგდალინელის სამშობლო,მარია მაგდალენას ტაძარი, წმინდა წყარო. განბანვა წმინდა მდინარე იორდანეში.
დაბრუნება სასტუმროში, ვახშამი.

VII დღე - შაბათი - 19.04.2014 - - წმინდა ქალაქი იერუსალიმი - დიდი შაბათი 
საუზმე. გამგზავრება ძველ ქალაქში. ორგანიზებულად შევდივართ მაცხოვრის აღდგომის ტაძარში. ცეცხლის სასწაულებრივი გარდამოსვლა, სააღდგომო წირვა, გარდამოხსნისა და ზეთის ცხების ფილა, უფლის მადლმოსილი საფლავის თაყვანისცემა. წმ. ლაზარეს საფლავი. დაბრუნება სასტუმროში. 

VIII დღე - კვირა - 20.04.2014 - ქ. იერუსალიმი მაცხოვრის აღდგომის ტაძარი. ცხოველმყოფელი ჯვრის გამოჩინების სამლოცველო, ელიონის მთა ტაძარი „ მამაო ჩვენო“ გეთსიმანიის ბაღი , მარიამ ღვთისმშობლის მადლმოსილი წმინდა საფლავის თაყვანისცემა მიძინების ტაძარში, იოსების,ანა და იოაკიმ მართალთა საფლავები,მარია მაგდალინელის რუსული ეკლესია. ჯვრის მონასტერი - უძველესი ქართული მონასტერი შოთა რუსთაველის ფრესკა“, ადგილი, სადაც „ წმინდა ლოთმა“ დარგო გამხმარი ტოტი და ახარა ხე, რომლისგანაც რომაელებმა გამოთალეს ჯვარი ( ქრისტეს ჯვარცმის). დავით მეფის საფლავი.
დაბრუნება სასტუმროში.

IX დღე - ორშაბათი - 21.04.2014 - გამგზავრება სასტუმროდან ქ.ლოდში წმ.გიორგის მადლმოსილი საფლავის თაყვანისცემა.

ტურის ღირებულებაში შედის:
• ვიზა
• სამოგზაურო დაზღვევა
• ავიაბილეთი
• დახვედრა აეროპორტში, ტრანსფერი.
• რუსულენოვანი გიდი
• იერუსალიმში სასტუმრო 1 ღამე ორჯერადი კვებით 
• აკაბაში სასტუმრო 3 ღამე ორჯერადი კვებით 
• 4 ღამე ბეთლემში სასტუმრო 
• ტრანსპორტირება დელუქს ტრანსპორტით

ღირებულებაში არ შედის:
• მინისფსკერიანი გემით გასეირნება,
• ტური ქალაქ პეტრაში
• ლანჩი შუადღისით
• სურვილის მიხედვით შესაძლებელია ისტორიულ ქალაქ პეტრას დათვალიერება ფარაონის კოშკი, ტრიუმფალური არკა და ამფითეატრი გიდის თანხლებით. 

ტურის ღირებულებაა 1750 აშშ. დოლარი.

ტრანსფერი აეროპორტში.
გამომგზავრება თბილისში.

გისურვებთ სასიამოვნო მოგზაურობას!!!
ტურისტული კომპანია „ VAN TOUR ” -ი
მის: თბილისი ჭავჭავაძის 21
ტ:2 223305. 591221935. 558404242

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 00/00/00
    დაბრუნება
    • 00/00/00