national delicacy

დიდი პორტუგალიური ვოიაჟი 

  • ID: 59794
  • ნახვები: 1665
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/21
    დაბრუნება
    • 19/03/20
დამატებითი ინფორმაცია

დიდი პორტუგალიური ვოიაჟი 
 

ტურის ფარგლებში მოინახულებთ:
ლისაბონი - რივიერა - როკის კონცხი - სინტრა - ობიდუში - ტომარი - ბატალია - ალკუბასა - ლუსო - პორტო - ბრაგა - ბონ-ჟეზუში - გიმარაინში - ავეირუ - კოიმბრა - ფატიმა - გროტი - სეტუბალი - მაფრა - ერისეირა - ჟოზე ფრანკუ - ლისაბონი 
______________________________
ტურის დეტალური განრიგი:

▶ხუთშაბათი
ჩასვლა ლისაბონის აეროპორტში. ტრანსფერი და არჩეული კატეგორიის სასტუმროში განთავსება, შეხვედრა ჩვენს წარმომადგენელთან, რომელიც გაგაცნობთ პორტუგალიის ადათ-წესებს და მთვარ ღირებულებებს.
 

▶პარასკევი
საუზმე სასტუმროში. ლისაბონის მიმოხილვითი ექსკურსია: ალფამის ისტორიული უბანი, როსიოს მოედანი, ავენიდას და ლიბერდადეს ბულვარი, ბელენის რაიონი, ბელენის კოშკი, ჟერონიმუშის მონასტერი. მსუბუქი ლანჩი. ლისაბონის ადგილობრივი ღვინის დაგემოვნება. ექსკურსიები: მაფრა - რომელიც გასაოცარია თავისი გიგანტური სამონასტრო კომპლექსით. ერისეირა - თვალწარმტაცი სთევზაო ქალაქი ოკეანის სანაპიროზე და პროვინცია ჟოზე ფრანკუ - XX საუკუნის პორტუგალიური სოფლის მინიატურა, სადაც შესაძლებელია ადგილობრივი ტრადიციული კულინარიის დაგემოვნება და ხელნაკეთი სუვენირების შეძენა. ღამე სასტუმორში.
 

▶შაბათი 
საუზმე სასტუმროში. ექსკურსია „ ლისაბონის მარგალიტი“ რომლის ფარგმებშიც მოინახულებთ: ლისაბონის რივიერა. როკის კონცხი - ევროპის ყველაზე დასავლეთი წერტილი, გამოკიდებულ კლდეებსა და ატლანტის ქარებს შორის. სინტრა - მთებში, ხეობებსა და სერპანტინებს შორის ჩამალული წარმოუდგენელი სილამაზის, მონარქებისა და არისტოკრატების ერთ-ერთი საყვარელი ადგილი. კინტა დე რეგალეირას სასახლე - ყველაზე რომანტიული ადგილი სინტრაში. თავისუფალი დრო სინტრაში. საღამოს სურვილისამებრ ვახშამი პორტუგალიური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით.

▶კვირა
საუზმე სასტუმროში. ექსკურსია „ პორტუგალიის ოქროს წრე“ რომლის ფარგლებშიც მოინახულებთ: ობიდუში - გალავანს მიღმა დამალული ზღაპრული ქალაქი, რომელსაც ქალაქ მუზეომსაც უწოდებენ. პატარა თეთრი სახლები დაფარული წითელი კრამიტით, ჩაფლული აყვავებულ ბაღებში. დააგემოვნებთ შოკოლადის ჭიქებში ჩასხმულ, ცნობილ ალუბლის ლიქიორს.
ბატალია - ლეგენდის მიხედვით, თუ შენთვის ცხოვრებაში წარმატება მნიშვნელოვანია, მხოლოდ აქ გაქვს შანსი ბედი შენს სასარგებლოდ მოატრიალო , მას შემდეგ რაც ალკობასის მონასტრის ზღურბლს მარჯვენა ფეხით გადააბიჯებ.
ალკუბასა - ალკობასის მონასტერი რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. ტომარი - „აქ ყველა ქვას თავისი ისტორია აქვს“. ლუსო. ექსკურსიის დროს სადილი ნაციონალურ რესტორანში, სასმლებით. ექსკურსია სრულდება სასტუმროში განთავსებით, რომელიც მდებარეობს მთა ბუსაკოს ძირას, გარშემორტყმული რელიქტური ტყეებით, რომელიც ჯანმრთელი ძილის გარანტია.
 

▶ორშაბათი
საუზმე სასტუმროში. პორტოში გამგზავრება. ღვინის მარანის დათვალიერება და პორტვეინის ცნობილი სახეობებს დაგემოვნება. სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დრო.
 

▶სამშაბათი 
საუზმე სასტუმროში. ექსკურსია: ბრაგა - პორტუგალიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალაქი საოცარი შარმი შადრევნებითა და ძველი ყავახანით, სადაც იხარშება უგემრიელესი ყავა. ბონ-ჟეზუში - ეკლესია „ქრისტე გოლგოთაზე“ რომლის არქიტექტურა ევროპული გოთიკური სტილის შედევრია. გიმარაინში - პორტუგალიის აკვანი, რადგან აქ დაიბადა პორტუგალიის მომავალი მეფე ალფონსუ ენრიკეშ I . სადილი სასმელებით და 
დაბრუნება პორტოში. თავისუფალი დრო პორტოში.
 

▶ოთხშაბათი
საუზმე სასტუმროში. მიმოხილვითი ექსკურსია კოიმბრაში, რომელიც არის ქვეყნის ძველი დედაქალაქი და მსოფლიო დონის საუნივერსიტეტო ქალაქი. სადილი, სასმელებით ეროვნულ რესტორანში. დამატებითი ღირებულების გადახდის შემთხვევაში ავეირუში - ცნობილი როგორც "პორტუგალიური ვენეცია", ნავებით გასეირნება. გადასვლა ლისაბონში. თავისუფალი დრო, სასეირნოდ და შოპინგისთვის. სასტუმროში განთავსება.
 

▶ხუთშაბათი 
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო ლისაბონში ან დამატებითი საფასურის გადახდის შემთხვევაში ექსკურსია სეტუბალში, რომლის ფარგლებშიც მოინახულებთ: პორტუგალიის სიდიდით მესამე უმსხვილესი თევზჭერის პორტს, იხილავთ ყველაზე მაღალ ხიდს და ქრისტეს ქანდაკებას, თქვენს თვალწინ, ხელის გულზე გადაიშლება ლისაბნონის ულამაზესი ხედი, არაბიდას ნაციონალური პარკი, დასასრულს თევზის და ზღვის პროდუქტების დეგუსტაცია და უკან დაბრუნება ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდით - ვასკო და გამით. ტრანსფერი აეროპორტში. 

______________________________
ექსკურსიის პროგრამა: 8 დღე / 7 ღამე 
ტური იწყება ყოველ ხუთშაბათ დღეს, სასურველი პეერიოდი თავად შეგიძლიათ შეარჩიოთ !
ღირებულება: 2064 ლარი ერთ ადამიანზე ორ ადგილიან ნომერში.

ღირებულებაში შედის :

✔ტრანსფერები
✔სასტუმროში განთავსება:
✔ლისაბონი (3 ღამე 3* სასტუმროში)
✔ლუსო (1 ღამე 4* სასტუმრო)
✔პორტო ( 2 ღამე 3* სასტუმროში )
✔ლისაბონი (1 ღამე 3* სასტუმროში)
✔8 საუზმე, 4 სადილი სასმელით, მსუბუქი ლანჩი ღვინით
✔დაზღვევა 
✔რუსულენოვანი გიდის მომსახურება
✔ტრანსპორტით მომსახურება 
✔პროგრამით გათვალისწინებული ექსკურსიები 
______________________________
4* სასტუმროს შემთხვევაში ფასი იქნება 2455 ლარი 
______________________________
დამატებითი გადახდის შემთხვევაში, სურვილისამებრ:
ღვინის დეგუსტაცია პორტოში - 23 ლარი 
შესასვლელი ბილეთები მუზეუმში გროტა - 64 ლარი 
სებუტალი, არაბიდა, ქრისტეს ქანდაკება, სადილი, დეგუსტაცია - 225 ლარი
ფადუ ვაშმით და ტრანსფერით - 225 ლარი 
საღამოს ექსკურსია ლისაბონში - 112 ლარი 

დაგვიკავშირდით:

(+995) 577 199 270;

(+995) 577 199 192

გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე ფასი შეთანხმებით
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 23/11/21
    დაბრუნება
    • 19/03/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა