national delicacy

ეგზოტიკური მაროკო

  • ID: 59655
  • ნახვები: 1170
დამატებითი ინფორმაცია

????ეგზოტიკური ტური მაროკოში????
????მოგზაურობის პერიოდი: 17.04. - 27.04????

????‍♀️მარშრუტი: კასაბლანკა - მარაკეში - ატლასის მთები - ????‍♀️უარზაზადი -აიტ ბენ ჰადუ ქსარი - უდაბნო - ფესი - შეფშაუენი - რაბათი - კასაბლანკა????‍♀️

????დეტალებისთვის და ჯგუფში ჩასაწერად დაგვიკავშირდით:
+995 - 598 - 499 - 599 ????

????ჯგუფში ჩაწერა 1 მარტამდე!????

პროგრამა:
????1 დღე - კასაბლანკა - მარაკეში - 17 აპრილს
გამგზავრება თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. ჩასვლა კასაბლანკაში.
ქალაქის ტური კასაბლანკაში, რომლის დროსაც ვნახავთ: გაერთიანებული ერების მოედანს, ყველაზე დიდ დიპლომატიურ კვარტალს,ჰასან II მეჩეთს - ერთ–ერთი ულამაზესია და უდიდესი (სიდიდით მეორეა მეკას მეჩეთის შემდეგ),მსოფლიოში ყველაზე დიდი მინარეთით, ასევე გავისეირნებთ ფრანგულ ბულვარზე კორნიში. ბოლოს კი გავისეირნებთ სანაპიროზე. გამგზავრება მარაკეშში. ღამისთევა სასტუმროში.

????2 დღე - მარაკეში - 18 აპრილი
საუზმე სასტუმროში.
ქალაქის ტური მარაკეშში - „სამხრეთის მარგალიტი“. მარაკეში მდებარეობს აყვავებულ ოაზისში, ატლასის თოვლიან მთების ძირში.
ექსკურსია დაიწყება ,,მაჟორელ” ბაღის მონახულებით - მარაკეშის ერთ–ერთი ძირითადი სანახაობა. ეს დიდებული ბაღი შექმნა მარაკეშში ფრანგმა მხატვარმა - ჟაკ მაჟორელმა. ბაღი არის ზომით პატარა , მაგრამ აოცებს მნახველს ყვავილების სიმრავლით და ულამაზესი ხეებით. ასევე დღის სანახავი ობიექტები: ულამაზესი ,,ბახიას სასახლე“ (ითარგმნება როგორც "ლამაზმანის სასახლე"), ძველი მედინა (ციხე-ქალაქი) , ვიწრო ქუჩების ლაბირინთი, ბაზრები - სადაც შეიძლება მოიძებნოს ყველაფერი - სუნელებით დაწყებული, ხალიჩებითა და ხის ნაკეთობებით დამთავრებული.
ვახშამი ჯემა - ელ-ფნას მოედანზე ( არ შედის საფასურში) ადგილი რომელიც ითვლება ტურისტებისა და მაროკოს მოქალაქეებსთვის საყვარელ ადგილად. აქ უხვად ნახავთ ცოცხალი შესრულებით ტრადიციული მუსიკის სხვა და სხვა ჟანრების შემსულებლებს და დატკბებით საღამოს ქალაქის დღესასწაულით.
ღამისთევა სასტუმროში.

????3 დღე - მარაკეში - 19 აპრილი
საუზმე სასტუმროში. თავისუფალი დრო მარაკეშში. შესაძლებელია გაკეთდეს ექსკურსია ესუეირაში, სურვილის შემთხვევაში არჩევანის მიხედვით. ღამისთევა სასტუმროში.

????4 დღე - უარზაზატი - აიტ ბენ ჰადუ - 20 აპრილი
საუზმე სასტუმროში. ატლასის მთების გავლით გადასვლა უარზაზატში . აიტ - ბენ ჰადუ - კსარის მონახულება ( ქალაქი - ციხესიმაგრე) შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში.

????5 დღე - უარზაზადი - უდაბნო - 21 აპრილი
საუზმე სასტუმროში.გამგზავრება უდაბნოში ( 6 - 7 საათიანი მგზავრობა) საოცარი ხედების გავლით. მზის ჩასვლის ხედები უდაბნოში. ღამისთევა და ვახშამი უდაბნოს სასტუმროში ან ტენტებში ( ინდ. სველი წერტილებით)

????6 დღე - უდაბნო ,, მერზუგა " - 22 აპრილი
ვიღვიძებთ ადრიანად, და ვტკბებით მზის ამოსვლის პეიზაჟით უდაბნოში. თავისუფალი დრო.
გავისერნებთ აქლემებით უდაბნოში და ვეწვიოთ უდაბნოს ოაზისებს. გამომგზავრება ფესში. ღამისთევა ფესში.

????7 დღე - ფესი - 23 აპრილი
საუზმე სასტუმროში.
ფესი - მაროკოს სულიერი დედაქალაქი, რომელიც დაარსდა 808 წელს იდრის II-ის მიერ, უკანასკნელი შუა საუკუნეების ,,ცოცხალი“ ქალაქი. ექსკურსია ფესში, შემდეგი ღირშესანიშნაობების დათვალიერებით: მეჩეთ–უნივერსიტეტი ,,ალ კარაუინი“ – ყველაზე დიდი მეჩეთი ჩრდილოეთ აფრიკაში, მედრესე (რელიგიური სკოლა) ატტარინი, XVII საუკუნის შადრევანი ნეჯარინი და მულაი იდრისის მავზოლეუმი. მედინის მონახულება. ღამისთევა სასტუმროში ( ფესში)

????8 დღე - შეფშაუენი ( ცისფერი ქალაქი) - ფესი - 24 აპრილი
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება მსოფლიოში ერთ-ერთ ყვლაზე ლამაზ ცისფერ ქალაქში შეფშაუენში. ელ-რიფის ორ მასივს შორის გაშლილი ქალაქი განუმეორებელი და უაღრესად კოლორიტულია. თეთრისა და ცისფერის ჭადრაკული მონაცვლეობა მას განუმეორებელ იერს ანიჭებს. საფეხმავლო ექსკურსია და თავისუფალი დრო ქალაქში. ღამისთევა შიფშაუნში.

????9 დღე - შიფშაუნი - რაბათი - 25 აპრილი
საუზმე სასტუმროში.
გამგზავრება რაბათში - დიდებული და ლამაზი მაროკოს დედაქალაქი.დღეს ის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია და მეფის რეზიდენციაა, ექსკურსია რაბათში, რომლის დროს მოვინახულებთ: ჰასან II-ის დაუმთავრებელ მეჩეთს (მე–XII საუკუნის ბოლო) და მოჰამედ V–ის მეჩეთსა და მავზოლეუმს. შელახი - უნიკალური მაგალითი სადაც შემონახულია შრეებად რამოდენიმე ცივილიზაციის ძეგლები. მედრინა. გავისეირნებთ თეთრ და ცისფერ შენობებიან იდეალურად სუფთა ქუჩებში. თავისუფალი დრო. ღამისთევა სასტუმროში (რაბათი)

????10 დღე - გამომგზავრება - 26 აპრილი
საუზმე სასტუმროში, თავისუფალი დრო რაბათში ( თუ პირველ დღეს არ მოესწრო კასაბლანკას მონახულება, ადრიანად გავალთ რაბათიდან და თავისუფალი დრო არ გვექნება) ტრანსფერი კასაბლანკას აეროპორტში. გამომგზავრება თბილისში

✌️ტურის ღირებულება: 4550 ლარი (1395 € ექვივალენტი ლარებში)

ტურის ღირებულებაში შედის:
✈ ავიაბილეთი: თბილისი - კასაბლანკა - თბილისი (კატარის ავიახაზები)
????ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო- აეროპორტი;
???? სამოგზაურო დაზღვევა;
????ჯგუფისთვის ინდივიდუალური ტრანსფერები ტურში მითითებულ ადგილებზე;
???? ყველა ჩამოთვლილი ექსკურსია ;
????ადგილობრივი გიდის მომსახურება;
კომპანიიდან გგამყოლის მომსახურება მთელი ტურის განმავლობაში
???? მუზეუმებში შესასვლელი ბილეთები;
???? 3* და 4* სასტუმროები საუზმით;
????აქლემებით გასეირნება უდაბნოში;
????ერთი ვახშამი უდაბნოში;
????ვიზის საფასური (კეთდება კიევში) და სავიზო საკურიერო მომსახურება;
????სავიზო მხარდაჭერა;

????ღირებულებაში არ შედის:????
სადილები და ვახშმები - დაახლოებით 12 -15 €

????ტურის შეძენა შესაძლებელია განვადებით????

✌️ რეგისტრაცია დაიწყო

✍️დამატებითი კითხვებისთვის მოგვწერეთ პირადში

დაგვიკავშირდით:

(+995) 577 199 270;

(+995) 577 199 192

გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე4 550.00