national delicacy

5 დღიანი ტური კაპადოკიაში

  • ID: 59119
  • ნახვები: 1749
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/03/20
    დაბრუნება
    • 23/03/20
დამატებითი ინფორმაცია

რომანტიული შეგრძნებების მოყვარულებს კი ჩვენთან კაბადოკია გელოდებათ ♥ ♥ ♥

✌️ტურისტული კომპანია GreenLine Travel გთავაზობთ 5 დღიან ტურს მსოფლიოს მერვე საოცრების, წმ. ნინოსა და წმ. გიორგის სამშობლოს მოსანახულებლად.

მოგზაურობის პერიოდი: 19-20-21-22-23 მარტი
გასვლა: 19 მარტი 05:00 სთ-ზე (გამთენიისას)
დაბრუნება: 23 მარტი, 23:00 სთ-ზე

➡️ტურის ღირებულება: 290 ლარი.

⬇️ტურის ღირებულებაში შედის:

???? - სასტუმრო;
???? - ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით;
???? - კვება (საუზმე);
???? - შიდა გადაადგილება;
????- გიდის მომსახურება;
???? - ფოტო-ვიდეო გადაღება.

ტურის ღირებულებაში არ შედის შესასვლელი ბილეთები:
- გორემეს ღია ცის ქვეშ მუზეუმი - 30 ლირა;
- ბნელი ეკლესია -10 ლირა;
- ორთაჰისარის ციხე - 5 ლირა;
- დერინქუე (მიწისქვეშა ქალაქი ) - 25 ლირა;
- კაიმაკლის მიწისქვეშა მუზეუმი - 25 ლირა;
- უჩჰისარი ( ციხე-ქალაქი ) - 8 ლირა;
- ნიკოფორე ფოკას ეკლესია - 8 ლირა;
- სადილი.

სურვილისამებრ შეგეძლებათ:
- ველოსიპედის ქირაობა ერთი საათის ღირებულება - 20 ლირა;
- მოტოციკლეტი - 20 ლირა;
- კვადროციკლი - 40 ლირა;
- ცხენი - 50 ლირა;
- საჰაერო ბუშტი- 150$.

თქვენ გექნებათ აგრეთვე თავისუფალი დრო შოპინგისა და ღამის ქალაქების დასათვალიერებლად.

????დღე I

✅ 05:00-13:00- შეხვედრა რედისონთან -> ჩასვლა სარფის გამშვებზე (შესვენება/გზაზე გაჩერებები 1 საათი)
✅ 13:00-15:00 საბაჟო პროცედურები, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ID მოწმობის შემთხვევაში, საზღვარზე გადმოგცემენ ფურცელს, რომელიც არის საზღვრის გადაკვეთის მოწმობა, აუცილებლად შეინახეთ აღნიშნული ფურცელი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსში არ დატოვოთ არანაირი ხელბარგი, ასეთ შემთხვევაში ავტობუსის შემოწმება საზღვარზე წაიღებს გაცილებით დიდ დროს.
✅ 17:00-19:00 Ayasofia Kilisesi Trabzon - აია-სოფიას ტაძარი ან მცირე აია-სოფია — გვიანი ბიზანტიური არქიტექტურის შესანიშნავი ძეგლი ტრაპიზონში. ცნობილია XIII საუკუნის ფრესკებით. ტაძარი მდებარეობს ტრაპიზონის ისტორიული ცენტრიდან დასავლეთით. ტაძარი გადაკეთებულია მეჩეთად. ამჟამად იქ მდებარეობს
✅ 19:00-07:00 გასვლა გორემესკენ, 900 კილომეტრი. 12 საათი მგზავრობა.

????დღე II
✅ 10:00 ჩასვლა Kapadokya/Goreme
✅ 10:00-12:00 სასტუმროში დაბინავება, მოწესრიგება, მომზადება. რეგისტრაციის გავლა.თავისუფალი დრო.
✅ 14:00-.შოპინგი გორემეში, შეგიძლიათ სხვადასხვა ველებზე მოიწყოთ ველოტური, • 17:00 ფეხით გასეირნება, ქუჩების, მაღაზიების, სახელოსნოების დათვალიერება. კაპადოკიის გული დღეს გორემეა, აქაა თავმყორილი საუკეთესო სასტუმროები, აქაა ყველაზე მეტი ტურისტული კომპანიები საარენდო კვადროციკლებით თუ მოტოციკლებით, სუვენირების მაღაზიები, კაფეები, ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები, თიხის სახელოსნოები, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგასწავლიან თიხის ზელვის საწყისებს და სამახსოვროდ თქვენივე გაკეთებულ თიხის ჭურჭელსაც გამოგატანენ.
საღამოს ავდივართ ყველაზე მაღალ ადგილას და ვტკბებით მზის ჩასვლით.

????დღე III
✅ დილით გასვლა 10:00 საათზე :
Goreme Open Air Museum გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი, გორემეს ხეობაში უმნიშვნელოვანესი სანახაობაა გორემეს ღია მუზეუმი., გორემეს ღია მუზეუმში გახლავთ ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ. ამ რეგიონში მოგზაურობისას პილიგრიმს განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას უჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთვალიერებლისყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით დაიწერა და დღეს უკვე ცნობილი საგალობელი და ხატწერის ნიმუშია. ის სწორედ ტოკალის ეკლესიას უკავშირდება. 1 კილომეტრი გორემეს ცენტრიდან.
✅ 12:00-14:00 Çavuşin, Nevşehir, Turkey ჩავუშინი, ნიკოფორე ფოკას ეკლესია( ბილეთის ღირებულება 8 ლირა) -სოფელი ჩავუშინი წარმოადგენს ყველაზე საინტერესო დასახლებას კაპადოკიაში, სოფელ ჩავუშინის ნასახლარი, რომელიც 1962 წელს მიწისძვრამ იმსხვერპლა. V საუკუნის იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრით, ( შესვლა უფასოა) სადაც შემორჩენილია მე-7-8-9 საუკუნის ფრესკები. ზეპირი გადმოცემით, ჩავუშინში იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი... მთელი ქალაქია კლდეში გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია ალაგ-ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები. 4 კილომეტრი გორემეს ღია მუზეუმიდან.
✅ 14:00-16:00 ფაშაბაღი-ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი განთქმულია ფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით და კიდევ იმით, რომ აქაა წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. 12- ზოგი ცნობით კი 15 წლის განმავლობაში... ეს ის დიდი სვიმონ მესვეტეა, რომელმაც დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში და რომელიც შემდეგ ანტაკიაში გადასახლდა. 2 კილომეტრი ჩავუშინიდან. (შესვლა უფასოა).
✅ 16:00-19:00 თავისუფალი დრო
✅ 19:00-21:00 Uchisar/Kapadokya უჩისარის ციხესიმაგრე, მზის ჩასვლის ნახვა ციხედან.-უჩისარის ციხე - ყველაზე მაღალი ადგილია მთელს კაპადოკიაში. 60 მეტრის სიმაღლეს კლდე, რომელზედაც ციხე ააგეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა ამოზიდული. ციხიდან იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამა მთელს კაპადოკიაზე! კარგ ამინდში მოჩანს ანატოლიის ყინულიანი მწვერვალები - ერჯიესი და ჰასანდაგი. თურქულ ენაზე უჩისარი ნიშნავს "სამ ციხეს". კლდე მართლაც შედგება ორი ნაწილისგან, მესამე კლდოვანი ნაწილი კი შორიახლო მდებარეობს... არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყეს ამ კლდის გამოყენება ციხედ, თუმცა ცნობილია, რომ მას უკვე იყენებდნენ ხეთების პერიოდში, არაფერს ვამბობთ რა რომაელების ბატონობის და ბიზანტიის იმპერიის დროზე. 1398 წელს ციხე აიღეს სელჯუკებმა ბეიიაზიდ II-ის მეთაურობით და მე-15 საუკუნიდან ის უკვე ოსმალების საკუთრება
✅ 21:00- დაბრუნება გორემეში. ვახშამი, თავისუფალი დრო

????დღე IV
✅ 10:00 საათი - Kaymakli Underground City მიწისქვეშა ქალაქი ნიგდეს პროვინციაში, ერთერთი უძველესი ხეთური ცივილიზაციის კვალი კაბადოკიაში, რომელიც ძირითადად საომარი მოქმედებების დროს იქნა გამოყენებული ხეთების მიერ. მას მერე რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1180 წელს დაშლა დაიწყო ხეთურმა იმპერიამ, კაბადოკიის მიწაზე უძველესი ქართველური ტომები "ხალიბები" აღმოცენდენ და დაიწყეს კაბადოკიის მიწის გამოყენება, ქრისტიანების კვალი ყველაზე მეტად იკვეთება კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქში სადაც ეკლესია სრული ფორმითაა შემონახული რაც გვაჩვენებს რომ ეს ადგილები უძველესი ქრისტიანების განსახლების ძირითადი კერა ყოფილა ...
✅ 11:00 საათი - Derinkuyu, Underground City, Cappadocia : დერენქუიუს მიწისქვეშა ქალაქი რომელიც ყველაზე ღრმა უძველეს ნასახლარს წარმოადგენს კაბადოკიაში და რომლის სიღრმე 80 მეტრამდეა.... მიწისქვეშა ქალაქის დანიშნულება და ფუნქციური ხასიათი თითქმის იგივეა რაც კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქის, მცირე განსხვავებებს მახასიათებლებში ადგილზე მოვყვებით როდესაც ვესტუმრებით ამ იდუმალებით მოცულ ადგილს ♥
✅ 12:00-14:00 ქალაქი Ürgüp / Cappadocia ურგუპი-ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, ცნობილია კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hill, იგივე სურვილების მთა, რომელიც უკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ისტორიას. მთის წვერზე არის ურგუპის სულთნის კილიჩარსლანის საფლავი. ურგუპი ცნობილია უჩგუზელერის პანორამით, სოკოების ფორმის რელიეფი გადაჰყურებს ნევშეჰირის მთელ
✅ 15:00-17:00 მუსტაფაფაშა-ბერძნების ქალაქი. 1924 წლის საბერძნეთისა და თურქეთის მიერ მოსახლეობის გაცვლის შედეგად, ეთნიკური ბერძნების უმრავლესობამ ქალაქი დატოვა და ახლა აქ ეთნიკური თურქები სახლობენ. ქალაქი არის ავთენტური სილამაზის,ნაკლებადაა დატვირთული და ათვისებული ტურისტებით, არის მშვიდი გარემო დასასვენებლად და ნამდვილი თურქული სულის შესაცნობად. 5 კილომეტრი ურგუპიდან.
✅ 17:00 თავისუფალი დრო და შოპინგი

????დღე V
✅ 23:00 თბილისში დაბრუნება

GreenLine Travel გისურვებთ სასიამოვნო და კომფორტულ მოგზაურობას.♥

ჩაწერა ხდება წინასწარ
✌ტურის დასაჯავშნად და დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
????☎️ 557 63 42 10
VIBER 557-634-210
WhatsApp 557-634-210

დამატებითი დეტალები:
• თანხის ჩარიცხვა ხდება წინასწარ!!! ჩარიცხული თანხა 2 დღით ადრე უარის თქმის შემთხვევაში უკან არ დაბრუნდება ,რათა ტური არ ჩაიშალოს.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე290.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 19/03/20
    დაბრუნება
    • 23/03/20
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა