national delicacy

პორტუგალია ✈️ შენი ოცნების მოგზაურობა

  • ID: 58495
  • ნახვები: 1832
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/04/20
    დაბრუნება
    • 17/04/20
დამატებითი ინფორმაცია

         პორტუგალია - სამხრეთ ამერიკის სულით გაჯერებული ევროპის სამხრეთ წერტილი

     ტურის ორგანიზატორი: IVER TOURS
✈ ტურის თარიღებია: 30.03.20 - 06.04.20

     1 დღე: 10 აპრილი
     გაფრენა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 15:30 სთ
     ჩაფრენა ბარსელონას "ელ პრატის" აეროპორტში (ესპანეთის დროით) 18:25 სთ.
✈️ გაფრენა ბარსელონადან - პორტოს მიმართულებით
     დაბინავება პორტოს სასტუმროში
      თავისუფალი დრო

     2 დღე: 11 აპრილი

     პორტო - აზულეჯოებით დაფარული ფერადი ქალაქი, რომელიც პორტვეინის სამშობლოდ ითვლება

     ბატალჰას მოედანი - ისტორიული მოედანი, რომელიც ნათლად ასახავს მე-18 საუკუნის საქალაქო სასახლის წყობას. მოედანზე განთავსებულია ბაროკოსა და ნეოკლასიკური სტილის არაერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა
     Sé do Porto - პორტოს საკათედრო ტაძარი - ტაძრის მშენებლობა ჯერ კიდევ 1110 წელს დაიწყო და დღეისთვის რომაული, ბაროკოსა და გოთიკული სტილის საუკეთესო შერწყმაა წარმოდგენილი.
    საო ბენტო - პორტოს ისტორიული სადგურის მოედანი, რომელიც გამოირჩევა აზულეჯოებით გაფორმებული საუცხოო კედლებით
     დომ ლუის I ხიდი - 172 მეტრი სიგრძის მეტალის ორმაგი ხიდი, რომლის მშენებლობაც 1880 წელს დაიწყო და იმ დროისთვის ყველაზე გრძელ დამაკავშირებელს წარმოადგენდა
    რიბეირას უბანი - ეს ადგილი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნაწილია. ის იმდენად ლამაზია, რომ არასდროს დაიღლებით მისი თვალიერებით. ადგილზე განთავსებულია ბევრი კაფე, სადაც ცოცხალი მუსიკის ფონზე შეძლებთ პორტუგალიური ტკიბილეული - პასტელ დე ნატასა და პორტვეინის დაგემოვნებას

     3 დღე: 12 აპრილი

    კლერიგოს ეკლესია და სამრეკვლო - ბაროკოს სტილის ეკლესია, რომლის სამრეკვლოდან ულამაზესი ხედი იშლება ქალაქზე
    ლივრარია ლელო - მსოფლიოს ულამაზესი წიგნების მაღაზიებიდან ერთ-ერთი. სწორედ ეს მაღაზია იყო ჰოგვართსის ბიბლიოთეკის(ჰარი პოტერი) შთაგონების წყარო.
     წმინდა ილდეფონსოს ეკლესია - მე-18 საუკუნეში აგებული ბაროკოს სტილის ეკლესია, რომლის კედლებიც 11 ათასი თეთრი და ცისფერია. აზულეჯოთი არის გაფორმებული
     ბოლსას სასახლე - საფონდო ბირჟის სასახლედ წოდებული, მრავალი წელი წარმოადგენდა პორტუგალიის ეკონომიკურ და კომერციულ ცენტრს. თავად ჯონ კენედი გამოხატავდა აღფრთოვანებას სასახლის ინტერიერის შთამბეჭდაობაზე.
     წმინდა ფრანცისკოს ეკლესია - რომლის მოსაპირკეთებლად 340 კილოზე მეტი ოქრო გამოიყენეს, რის გამოც ოქროს ეკლესიასაც უწოდებენ. ამ ეკლესიაში ყველაზე მეტად ჩანს პორტუგალიური ეკლესიის განსხვავება სხვა კათოლიკურ ეკლესიებთან შედარებით.

     დაბრუნება სასტუმროში 21:00 სთ
         თავისუფალი დრო

     4 დღე: 13 აპრილი

     გამგზავრება პორტოდან 07:15 სთ - ლისაბონში ჩასვლა 10:50 სთ.
     დაბინავება სასტუმროში.

     ლისაბონი      - წითელ სახურავებიანი ყვითელი ქალაქი ❤️

     სანტა იუსტას ლიფტი (Elevador de Santa Justa) - ერთი ქუჩიდან მეორეზე როდესმე ლიფტით ასულხართ? სწორედ ამ შესაძებლობას გაძლევთ სანტა იუსტას ლიფტი.
    ლისაბონის საკათედრო ტაძარი - ყველაძე ძველი, 1150 წელს აგებული ეკლესია, რომელიც აუცილებლად გაგახსენებთ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს
    Praça do Comércio - ლისაბონის მთავარი მოედანი ფასი 2,5 ევრო
    გასეირნება ცნობილი 28 ნომერი ტრამვაით, რომელიც ლისაბონის უძველეს ქუჩებს შემოივლის.

    5 დღე: 14 აპრილი

    25 აპრილის ხიდი - რომელიც სან ფრანცისკოს Golden gate-ის ხიდის ანალოგია
    ქრისტეს ქანდაკება - რომელიც რიო დიო-დე-ჟანეიროში არსებული ქანდაკების ასლია და საიდანაც ულამაზესი ხედი იშლება ლისაბონზე.
    Mosteiro dos Jerónimos - მანუელინოს სტილის გრანდიოზული მონასტერი. 1983 წლიდან მონასტერი შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში. მაგრამ 4-5 საათიანი რიგებია
    ბელემის კოშკი

    6 დღე: 15 აპრილი

     გამგზავრება ულამაზეს პატარა ქალაქ სინტრაში, სადაც ვნახავთ მსოფლიოში ყველაზე ფერად სასახლე - პენას!
     გამგზავრება კაბო დე როკაზე - ევროპის ყველაზე დასავლეთ წერტილში. ამ ადგილას მთავრდება ევროპის კონტინენტი. აქ მდებარე შუქურა 140 მეტრის სიმაღლიდან გადაჰყურებს ატლანტის ოკეანეს და მხოლოდ 6728 კილომეტრის დაშორებით არის ხმელეთი - ჩრდილოეთ ამერიკა.

     7 დღე: 16 აპრილი

     ბაირრო ალტოს უბანის დათვალიერება - სადაც ყველაზე მეტად იგრძნობა პორტუგალიური ხასიათი
     სურვილისამებრ ოკეანის პირას დასვენება ან ადგილობრივი ბაზრის დათვალიერება

    8 დღე: 17 აპრილი
     ჩამოსვლა საქართველოში

     ტურის ღირებულება - 1850 ლარი

ტურის ღირებულებაში შედის:
     ორმხრივი ავიაბილეთი: საქართველო (კოპიტნარი) - პორტუგალია - პორტუგალია - საქართველო (ბარსელონა/ბერლინის გავლით).
     ხელბარგი 10 კგ.
     ტრანსფერი: თბილისი - ქუთაისი - თბილისი
     სასტუმრო "პორტოში" (ქალაქის ცენტრში) 3 ღამე
     სასტუმრო "ლისაბონში" (ქალაქის ცენტრში) 3 ღამე
     გიდი, რომელიც ინფორმაციას მოგაწვდით ქვეყნის ისტორიისა და ღირშესანიშნაობების შესახებ ????
         თარჯიმანი, რომელიც დაგეხმარებით ნებისმიერი ინფორმაციის დაზუსტებაში
      სამოგზაურო დაზღვევა

     ტურის ღირებულებაში არ შედის:
     მუზეუმების ღირებულება დაახ. 50 ევრო
     კვება - რაც ძალიან იაფია პორტუგალიაში
     შიდა გადაადგილების თანხა. ჯამში - 50 ევრო
     ხელბარგის გარდა სხვა განკუთვნილი ბარგი.

     დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დარეკეთ:
☎️ 574 33 11 35
☎️ 599 08 43 49

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე1 850.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 10/04/20
    დაბრუნება
    • 17/04/20
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა