national delicacy

ახალი წელი ბაქოში (31,1,2 იანვარი)

  • ID: 58033
  • ნახვები: 2904
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/12/19
    დაბრუნება
    • 02/01/20
დამატებითი ინფორმაცია

შეხვდი ახალ წელს განსხვავებულად. ♥
-----------------------------------------------------------------------------------
31 - 1 - 2 იანვარს, ტურისტული კომპანია " გაიცანი საქართველო" გთავაზობთ დაუვიწყარ 3 დღიან ტურს ბაქოში.

გასვლა 30 დეკემბერს (ორშაბათს) ველოსიპედის ძეგლიდან - 23:00 საათი.
08:30 საათისთვის ჩასვლა ბაქოში და დაბინავება 4 * სასტუმროში, დასვენება - ლინკს მალე დავდებთ.
10:00 საათისთვის ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ ჰეიდარ ალიევის საგამოფენო ცენტრი ( მასში განთავსებულია კონგრეს ცენტრი, მუზეუმები, საგამოფენო დარბაზები და ადმინისტრაციული ოფისები.
✔ მინიატურული წიგნების მუზეუმი - ამ დროისთვის ფილიალის 12 დახლზე მსოფლიოს 31 ქვეყნის (მათ შორის საქართველო) 1090 წიგნია წარმოდგენილი.
✔ შირვანშაჰების სასახლე (იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი)
✔ გასეირნება ქუჩაზე, სადაც ფილმ "ბრილიანტის ხელის" ერთერთი ცნობილი ეპიზოდია გადაღებული
✔ გასეირნება ძველ ქალაქში - სუვენირების ბაზრობა
✔ ქალწულის კოშკი - ბაქოს სავიზიტო ბარათი

17:00 საათისთვის ვასრულებთ ტურს, ვბრუნდებით სასტუმროში, დავისვენებთ და 21:00 საათიდან გავდივართ ნიზამის ცნობილ (ცენტრალურ) ქუჩაზე, სადაც არის უამრავი რესტორანი, სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ ადგილობრივი სამზარეულოს კერძები.

მოგვიანებით ფეხით გავემართებით ბაქოს ცნობილი 3 კოშკისკენ. (ვინაიდან ტრანსპორტის მოძრაობა ქალაქის ცენტრში შესაძლოა შეფერხებული იყოს)
ეს ადგილი ქალაქის ერთერთი ყველაზე შემაღლებული ადგილი გახლავთ და ულამაზესი პანორამული ხედი იშლება. აქედან დავტკებით ქალაქის ხედებით, გავუშვებთ ფეირვერკებს და ბედნიერად შევეგებებით ახალ 2020 წელს. ♥


1 იანვარი (მეორე დღე):

✔ 10:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ 12:00 საათიდან ვიწყებთ ტურს და მოვინახულებთ:

✔ პატარა ვენეცია (ბაქოს ბულვარის გამორჩეული ადგილი)
✔ გასეირნება ბულვარში (2 კმ )
✔ სურვილის შემთხვევაში აზერბაიჯანული ჩაის, ტკბილეულის და სხვადასხვა პროდუქციის შეძენა.
✔ თავისუფალი დრო ნიზამის ქუჩაზე (კვების ობიექტები, საფეხმავლო ქუჩები)
✔ 17:00 საათზე ვასრულებთ ტურს, დაბრუნება სასტუმროში და თავისუფალი დრო.

2 იანვარი (მესამე დღე):

✔ 09:00 საათი - საუზმე სასტუმროში
✔ გასეირნება გემით კასპიის ზღვაზე (პანორამული ხედები ბაქოს ცენტრალურ უბნებზე)
✔15:00 საათამდე - თავისუფალი დრო
15:00 საათისთვის - გამომგზავრება საქართველოში.
✔ საქართველოს საზღვრისკენ გზად მოვინახულებთ აზერბაიჯანის სიდიდით მეორე ქალაქის - განჯის ცენტრალურ პარკს, რომელიც უმშვენიერესი თაღებით არის გაფორმებული.

თბილისში დაბრუნება (ველოსიპედის ძეგლთან) - 23:30 ან 00:00 საათზე.

ტურის ღირებულება გახლავთ 180 ლარი. ფასში შედის:

✔ ტრანსპორტირება კომფორტული ავტობუსით
✔ სასტუმრო 4 * - ლინკს მალე დავდებთ
✔ საუზმე სასტუმროში
✔ გიდი


ფასში არ შედის კვება (საუზმის გარდა), საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად და მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება გემის ჩათვლით ჯამში შეადგენს 70 ლარს.
(სტუდენტებზე ზოგიერთ მუზეუმში ნახევრდება მოსაკრებლების საფასური).

დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით: 577 72 76 67 ნიკა
----------------------------------------------------------------------------
* მეგობრებო გადმორიცხული თანხა ტურის ჩატარებამდე 2 დღით ადრე უკან აღარ ბრუნდება (ტური რომ არ ჩაიშალოს)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე180.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 31/12/19
    დაბრუნება
    • 02/01/20
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა