national delicacy

იოგას ტური ინდოეთში - ოქროს სამკუთხედი. 20% ფასდაკლებით

  • ID: 56798
  • ნახვები: 3237
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/11/19
    დაბრუნება
    • 31/05/21
დამატებითი ინფორმაცია

"Garula Travel" გთავაზობთ ზღაპრულ, გამაჯანსაღებელ ტურს ინდოეთში.

ტურის დასახელება: იოგა რიშიკეშში და ოქროს სამკუთხედი.

ტურის მარშრუტი: დელი - აგრა - ჯაიპური - დელი - რიშიკეში - დელი

ტურის ხანგრძლივობა: 9 ღამე / 10 დღე.

 

აღნიშნულ ტურში გაერთიანებულია ჩრდილოეთ ინდოეთში მოგზაურობა და იოგას ვარჯიშის კურსები, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უძველეს, ადამიანის სულიერი და ფსიქიკური წონასწორობის მიღწევის საშუალებას და აერთიანებს პროცესებს, რომლებიც უზრუნველჰყოფენ სულიერი კეთილდღეობის მიღწევის გზებს. აღნიშნული ტურის ძირითადი მიზანს წარმოადგენს თქვენთვისა და თქვენს გარშემო მყოფთათვის, სიმშვიდისა და ბედნიერების მიღწევა. მოცემული ტურის მარშრუტი გადის: დელი-აგრა-ჯაიპურის მარშრუტზე და საშუალება გეძლევათ დაათვალიერებთ მსოფლიო არქტიტექტურულ ნიმუშებად აღიარებული: ტაჯ-მაჰალის, ფატეჰრუპ სიკრისა და ფორტ აგრას ისტორიული ძეგლები, რომლებმაც დიდი გავლენა იქონიეს ინდოეთის ტურიზმის განვითარებაში და არიარებულნი არიან ინდოეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებად. მათი დათვალიერება უბრალოდ აუცილებელია ყველასთვის, ვინც ჩრდილოეთ ინდოეთში მოგზაურობს.

რაჯასტანი, ფორტებისა და სასახლეების თავმოყრის ადგილს წარმოადგენს. ჯადოსნური ამერ-ფორტ ჯაპური, არაჩვეულებრივ სამეფო ქალაქის სასახლეს წარმოადგენს, ხოლო მარშრუტზე გნალაგებული ჰავა მახალი, უბრალოდ  საკუთარი განუმეორებლობით მოგხიბლავთ და ისინი,  რაჯასტანის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ.

            თავისთავად დაათვალიერებთ და ძალიან ბევრს შეიტყობთ ინდური იოგას დედაქალაქად აღიარებულ - რიშიკეშზე.

ტურის პროგრამა:

1 დღე: ჩაფრენა ინდოეთის დედაქალაქ - დელიში, სადაც დაგვხდებათ პარტნიორი კომპანიის წარმომადგენელი და გადაგიყვანთ აეროპორტიდან, თქვენს სასტუმროში. დასევნების დღე. ღამისთევა დელიში.

2 დღე: დელი - აგრა (მანძილი: დაახლოვებით 205 კმ. დრო გზაში 4-5 საათი).

დილის საუზმის შემდეგ გაემგზავრებით ქ. აგრაში, რომელიც 1526-1628 წლებში, დიდ მონღოლთა იმპერიის დედაქალაქს წარმოადგენდა. ის, დღესაც ყველაზე პოპულარულ მიმართულებად რჩება, ვინაიდან იქ, დიდ მონგოლთა იმპერიის ეპოქის უამრავი კულტურული ძეგლია თავმოყრილი, რომელთა შორისაც პირველ რიგში  ტაჯ-მაჰალი, ფორტ აგრა და ფატეხრუპ სიკრი უმდა აღინიშნოს, ვინაიდან ისინი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს წარმოადგენენ. პირველ რიგში მოინახულებთ ფორტ აგრას, შიშ მახალს, დივან-ი-ხასს, ხოლო საღამოთი საქვეყნოდ ცნობილ ტაჯ-მახალს - სიყვარულის, თავდადებისა და სიწმინდის ყველაზე ექსტრავაგანტურ სიწმინდეს, რომლის მშენებლობაც ოცდაორი წელი გრძელდებოდა.   

აქვეა დაკრძალული დიდ მონღოლთა იმპერატორიშახჯახანი(რომელმაც ააშენა ტაჯ-მახალი) და მისი მეუღლე(მუმთაზი). ამ მშვენიერი ძეგლის სასწაულ მშვენიერებას  წარმოადგენს ის, რომ დილაობით მას, მოვარდისფრო აჩრდილი დაჰკრავს, საღამოთი რძისფერ-თეთრი და ღამე, მთვარის სხივის დაცემისას ოქროსფერ შეფერილობას იძენს. ღამისთევა აგრაში.

3 დღე: აგრა - ფატეხპურ სიკრი (245 კმ. დრო გზაში - 4.30 სთ.)

სასტუმროში საუზმის შემდეგ, გავემგზავრებით ჯაპურის ღირშესანიშნაობების დასათვალიერებლად. დაათვალიერებთ მე-16 საუკუნეში აშენებულ ფორტ ამერს. ამ ფორტის, მაოტის ტბაზე ანარეკლი უბრალოდ მომაჯადოვებელია; აქვე შეგიძლიათ სპილოებით გაისეირნოთ. დაათვალიერებთ უმდიდრეს ქალაქის სასახლეს. მოგვიანებით მოინახულებთ ჯანტარ მატარის ობსერვატორიას და მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვიშის საათს - სამრატ იანტრას. ნახავთ ხავა-მახალის, 1799 წელს აშენებულ სასახლეს, თავის 953 ულამაზესი ჩუქურთმით გაწყობილი ფანჯრით. დღის მეორე ნახევარში, შეგიძლიათ ეწვიოთ ცნობილ საფეიქრო ნაწარმის, ძვირფასი ქვებისა და სხვადსხვა ნაწარმის ბაზრობებს. ჯაპური, სუვენირების შესაძენად ყველაზე იდეალურ ადგილს წარმაოდგენს. ღამისთევა ჯაპურში.

4 დღე: ჯაპური.

სასტუმროში საუზმის შემდეგ, გაემგზავრებით ჯაიპურის ღირშესანიშნაობების მოსანახულებლად. ეწვევით მე-16 საუკუნეში აშენებულ ამერის ფორტს, სადაც შეგიძლიათ დაათვალიეროთ მეფის და მისი ქალბატონების პალატები და საძინებლები. მოგვიანებით ეწვევით ჯანტარ მანტარის ობსერვატორიას, მსოფლიოში ყველაზე დიდ ქვიშის საათს - „სამრატ იანტრას“. ნახავთ 1799 წელს აშენებულ ხუთსართულიან სასახლეს - ხავა მახალს, რომელიც განთქმულია თავის 953 ფანჯრითა და მათი ულამაზესი ცხაურებით. დღის მეორე ნახევარში, თავისუფალ დროს შეგიძლიათ ეწვიოთ საფეიქრო ნაწარმის, ძვირფასი ქვების, ხალიჩებისა და სხვა სამრეწველო ხასიათის ბაზრობებს. ჯაპური, არაჩვეულებრივი ადგილია სუვენირების შესაძენად. ღამისთევა ჯაპურში.    

5დღე:  ჯაპური - დელი (260 კმ. დრო გზაში - 5-6 სთ.)

სასტუმროში საუზმის შემდეგ დავბრუნდებით დელიში. თავისუფალი დღე თქვენს განკარგულებაშია. შეგიძლიათ დაისვენოთ სასტუმროში, ან საყიდლებზე ქალაქში გახვიდეთ. ღამისთევა დელიში.

6 დღე: სასტუმროშისაუზმის შემდეგ გაგრძელდება დელის ღირშესანიშნაობების მონახულება და პირველად ეწვევით ინდოეთში, ყველაზე დიდ მეჩეთს - „ჯამა მასჯიდს“. მოინახულებთ დელის უძველეს და ყველაზე დიდ ბაზარს - „ჩანდნი ჩოუკს“. შემდეგ, რიკშათი მიბრძანდებით წითელ ფორტამდე, რომელიც მე-17 საუკუნეშია აშენებული. იქ, ჩვენი მძღოლი დაგხვდებათ, გაივლით წითელი ფორტის გასწვრივ და მიაღწევთ რადჟაგატს, სადაც მოხდა მახმატ განდის კრემაცია. ეწვევით სპარსული არქიტექტურის სამაროვანს - „ხუმაიონს“, რომელიც ბაღის სტილშია გადაწყვეტილი. ის, ოთხი ბაღის მოედნისგან და არხებით არის დამშვენებული, რომელიც საფლავს აკრავს გარშემო. მოინახულებთ მინარეთ - „კუტუბს“, აშენებულს 1193 წელს, რითიც აღინიშნა ინდოთში მუსუმანური მმართველობის დასაწყისი. ღამისთევა დელიში.

7 დღე: რიშიკეში (250 კმ. დრო გზაში - 6-7 სთ.)

სასტუმროში საუზმის შემდეგ, ვტოვებთ მას და მივემგზავრებიტ რიშიკეშში. ადგილზე ჩასვლისთანავე ხდება სასტუმროში განთავსება. თავისუფალი დღე დასასვენებლად. ღამისთევა სასტუმროში.

8 დღე: დილაადრიან მზად იყავით იოგას სესიისთვის, რათა გაისუფთაოთ საკუთარი სული და გონება. ვარჯიშის შემდეგ გელით საუზმე და ექსკურსია რიშკეშში. მოინახუულებთ ლაკსმან ჯულას, რამ ჯულას, სვარგ აშრამს და ბხარატ მანდირს. საღამოთი შეგიძლიათ დატკბეთ „განგა აარტის“ ცერემონიით. ღამისთევა რიშიკეშში.

9 დღე: დილით ადრე ადგომა და კვლავ იოგას სეანსი, რომლის შემდეგაც გელით საუზმე, ხოლო შემდეგ გაქვთ თავისუფალი დრო და შეგიძლიათ სასტუმროში დაისვენოთ. ღამისთევა რიშიკეშში.

10 დღე: დაიწყეთ დღე მშვიდი საუზმით, რის შემდეგაც გავემგზავრებით უკან დელიში და მოვახდენთ თქვენს ტრანსფერს დელის საერთაშორისო აეროპორტში, საიდანაც დასხდებით თქვენს თვითმფრინავზე, შინ დასაბრუნებლად.

იმედია ჩვენთან ერთად კარგად და ნაყოფიერად დაისვენებთ.

ტურის ღირებულება, ორადგილიან ნომერში განთავსებით:

 

3*** სასტუმროს შემთხვევაში: 622 აშშ დოლარი.

4**** სასტუმროს შემთხვევაში: 677 აშშ დოლარი.

 

                       

 

ქალაქი

3*** სასტუმრო

4**** სასტუმრო

Delhi          

Justa The Residence

Jaypee Siddharth

Agra 

Atulya Taj      

Prime Plaza

Jaipur

Suryaa Villa   

Four Points by Sheraton

Rishikesh             

Dewa Retreat

Ganga Kinare

ტურის ღირებულებაში შედის:

ზემოაღნიშნულ სასტუმროებში 9 ღამისთევა;

კომპანიის წარმომადგენლის დახმარება;

ყველა სასტუმროში/კურორტზე დილის კვება;

ინგლისურენოვანი გიდის მომსახურება;

დელიში რიკშას მომსახურება;

ჯაიპურში სპილოთი გასეირენბა;

2 მეცადინეობა იოგაში, რიშიკეშში (ოთხშაბათის გარდა);

1 ბოთლი წყალი ყოველ დღე ტრანსპორტში;

ყველა ტრანსფერი და სატრანსპორტო მომსახურება ტურის მარშრუტის შესაბამისად; ყველა ღირშესანიშნაობის დათვალიერება;

ყველა გადასახადი და მოსაკრებელი.

 

ტურის ღირებულებაში არ შედის:

საერთაშორისო და ადგილობრივი ფრენები;

ინდოეთის ვიზა;

ღირშესანიშნაობათა მოსანახულებლად დაწესებული მოსაკრებლები;

გასამრჯელო, გაღებული მძღოლებისა და გიდებისთვის;

დამატებითი ტურები/ღონისძიებები;

ნებისმიერი პირადი ხარჯი;

ნებისმიერი სხვა მომსახურება, რომელსაც აღნიშნული პაკეტი არ მოიცავს.

 

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე3 240.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 20/11/19
    დაბრუნება
    • 31/05/21
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა