national delicacy

გრანდ ტური მაროკოში

  • ID: 54900
  • ნახვები: 2761
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/12/21
    დაბრუნება
    • 27/10/19
დამატებითი ინფორმაცია

მთელი მაროკო ერთ მოგზაურობაში...

მარშრუტი: მარაქეში - კასაბლანკა- რაბათი - ტანჟერი - ჩეფჩაუენი - ფესი - იფრანი- უდაბნო-უარზაზადი-აით ბენ ჰადუ ქსარი -ესუეირა - მარაქეში


გიდი: დავით ხანთაძე


პროგრამა:
დღე 1 - მარაქეში ( 16.10.2019)
ჩასვლა მარაკეშში, ტრანსფერი სასტუმროში, დაბინავება. დასვენების შემდეგ,
საღამოს გავისეირნებთ ჯემა - ელ - ფნას მოედანზე, ადგილი რომელიც ითვლება ტურისტებისა და მაროკოს მოქალაქეებსთვის საყვარელ ადგილად. აქ უხვად ნახავთ ცოცხალი შესრულებით ტრადიციული მუსიკის სხვა და სხვა ჟანრების შემსულებლებს და დატკბებით საღამოს ქალაქის დღესასწაულით. ღამისთევა და ვახშამი სასტუმროში (მარაქეში)

დღე 2- მარაქეში (17.10.2019)
საუზმე სასტუმროში.
ქალაქის ტური მარაქეშში - „სამხრეთის მარგალიტი“. მარაკეში მდებარეობს აყვავებულ ოაზისში, ატლასის თოვლიან მთების ძირში.
ექსკურსია დაიწყება ,,მაჟორელ” ბაღის მონახულებით - მარაქეშის ერთ–ერთი ძირითადი სანახაობა. ეს დიდებული ბაღი შექმნა მარაკეშში ფრანგმა მხატვარმა - ჟაკ მაჟორელმა. ბაღი არის ზომით პატარა , მაგრამ აოცებს მნახველს ყვავილების სიმრავლით და ულამაზესი ხეებით. ასევე დღის სანახავი ობიექტები: ულამაზესი ,,ბახიას სასახლე“ (ითარგმნება როგორც "ლამაზმანის სასახლე"), ძველი მედინა (ციხე-ქალაქი) , ვიწრო ქუჩების ლაბირინთი, ბაზრები - სადაც შეიძლება მოიძებნოს ყველაფერი - სუნელებით დაწყებული, ხალიჩებითა და ხის ნაკეთობებით დამთავრებული.
ღამისთევა და ვახშამი სასტუმროში. (მარაქეში)

დღე 3 - მარაქეში - კასაბლანკა - რაბათი ( 18.10.2019)
საუზმე სასტუმროში. გამგზავრება კასაბლანკას გავლით რაბათში.
ექსკურსია კასაბლანკაში, რომლის დროსაც ვნახავთ: გაერთიანებული ერების მოედანს, ყველაზე დიდ დიპლომატიურ კვარტალს,ჰასან II მეჩეთს - ერთ–ერთი ულამაზესია და უდიდესი (სიდიდით მეორეა მეკას მეჩეთის შემდეგ),მსოფლიოში ყველაზე დიდი მინარეთით, ასევე გავისეირნებთ ფრანგულ ბულვარზე,
გამგზავრება რაბათში. ღამისთევა სასტუმროში. ( რაბათში)

დღე 4 - რაბათი (19.10.2019)
საუზმე სასტუმროში. ექსკურსია რაბათში - დიდებული და ლამაზი მაროკოს დედაქალაქი.დღეს ის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია და მეფის რეზიდენციაა, ექსკურსიის დროს მოვინახულებთ: ჰასან II-ის დაუმთავრებელ მეჩეთს (მე–XII საუკუნის ბოლო) და მოჰამედ V–ის მეჩეთსა და მავზოლეუმს. შელახი - უნიკალური მაგალითი სადაც შემონახულია შრეებად რამოდენიმე ცივილიზაციის ძეგლები. ვნახავთ მედრინას და გავისეირნებთ ანდალუსიურ ბაღებში, ქალაქის თეთრ და ცისფერ შენობებიან იდეალურად სუფთა ქუჩებში. თავისუფალი დრო. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში. ( რაბათში)

დღე 5 - რაბათი - ტანჟერი (20.10.2019)
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება ტანჟირში - ქალაქი მდებარეობს
ექსკურსია ტანჟერში – უძველესი ქალაქი გიბრალტარის სრუტის სანაპიროზე, ტურისტებს იზიდავ ევროპულ-არაბულ-აფრიკული კულტურის ნაზავით. ქალაქის მიმოხილვითი ექსკურსია: ძველ ქალაქის დათვალიერება, კასბი თავისი რვა მინარეთით, გრან-სოკკო, ქალაქის მთავარი მოედანი რომელიც ძველ და ახალ ქალაქს აერთიანებს, წმ.ანდრიას ეკლესია, გერკულესის გროტი. თავისუფალი დრო.
ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში. (ტანჟერი)

დღე 6 - ტანჟერი - ჩეფჩაუენი ( ცისფერი ქალაქი) (21.10.2019)
საუზმე სასტუმროში, გამგზავრება მსოფლიოში ერთ-ერთ ყვლაზე ლამაზ ცისფერ ქალაქში ჩეფჩაუენში. ელ-რიფის ორ მასივს შორის გაშლილი ქალაქი განუმეორებელი და უაღრესად კოლორიტულია. თეთრისა და ცისფერის ჭადრაკული მონაცვლეობა მას განუმეორებელ იერს ანიჭებს. საფეხმავლო ექსკურსია და თავისუფალი დრო ქალაქში.
საღამოს ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში. ( ჩეფჩაუენი)

დღე 7 - ჩეფჩაუენი - ფესი ( 22.10.2019)
საუზმე სასტუმროში . დილიდან სანამ ქალაქი გაიღვიძებს გავალთ და გადავიღებთ ულამაზეს ფოტოებს ცისფერ ქალაქში, დავბრუნდებით სასტუმროში,ვისაუზმებთ და გავემგზავრებით ფესში.
ფესი - მაროკოს სულიერი დედაქალაქი, რომელიც დაარსდა 808 წელს იდრის II-ის მიერ, უკანასკნელი შუა საუკუნეების ,,ცოცხალი“ ქალაქი. ექსკურსია ფესში, შემდეგი ღირშესანიშნაობების დათვალიერებით: მეჩეთ–უნივერსიტეტი ,,ალ კარაუინი“ – ყველაზე დიდი მეჩეთი ჩრდილოეთ აფრიკაში, მედრესე (რელიგიური სკოლა) ატტარინი, XVII საუკუნის შადრევანი ნეჯარინი და მულაი იდრისის მავზოლეუმი. მედინის მონახულება. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში ( ფესში)

დღე 8 - ფესი - იფრანი - უდაბნო მერზუგა ( 23.10.2019)
საუზმე სასტუმროში. ექსკურსია ფესში, შემდეგი ღირშესანიშნაობების დათვალიერებით: მეჩეთ–უნივერსიტეტი ,,ალ კარაუინი“ – ყველაზე დიდი მეჩეთი ჩრდილოეთ აფრიკაში, მედრესე (რელიგიური სკოლა) ატტარინი, XVII საუკუნის შადრევანი ნეჯარინი და მულაი იდრისის მავზოლეუმი.
გამგზავრება უდაბნოში ( 7 საათიანი მგზავრობა) გზად მოვინახულებთ პატარა მწვანე ქალაქ იფრანს - სათხილამურო კურორტი, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1650 მ–ზე.
მზის ჩასვლა უდაბნოში. ვახშამი და ღამისთევა უდაბნოს სასტუმროში.

დღე 9 - უდაბნო - უარზაზადი ( 24.10.2019)
ვიღვიძებთ ადრიანად, და მივდივართ აქლემებით მზის ამოსვლის სანახავად. ვტკბებით მზის ამოსვლის პეიზაჟით უდაბნოში. თავისუფალი დრო. გამომგზავრება უდაბნოდან ატლასისი მთების გავლით უარზაზადში, გზად მოვინახულებთ ქალაქ ტინგირს, თავისუფალი დრო. ჩასვლა უარზაზადში. ქალაქში გასეირნება.
ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში. ( უარზაზადი)

დღე 10 - უარზაზადი - აით ბენ ჰადუ ქსარი - მარაქეში ( 25.10.2019)
საუზმე სასტუმროში, გამომგზავრება მარაქეშში, გზად მოვინახულებთ აით ბენ -ჰადუ - ქსარის ქალაქ -ციხესიმაგრეს, რომელიც შესულია იუნესკოს ძეგლთა დაცვის სიაში.
დაბრუნება მარაქეშში. თავისუფალი დრო ქალაქში გასასეირნებლად.
ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში (მარაქეში)

დღე 11 - მარაქეში - ესუეირა - მარაქეში ( 26.10.2019)
საუზმე სასტუმროში,
გამგზავრება ესუეირაში. ექსკურსია ქალაქში და თავისუფალი დრო ქალაქში გასასეირნებლად. საღამოს დაბრუნება მარაქეშში. ვახშამი და ღამისთევა სასტუმროში (მარაქეში)

დღე 12 - მარაქეში ( 27.10.2019)
ტრანსფერი აეროპორტში. გამომგზავრება.
___________________________________________
ტურის ღირებულება:
სტანდარტული პაკეტი: 4860 ლარი

_________________________________________
ტურის ღირებულებაში შედის:
✈ ავიაბილეთი
☼ ტრანსფერი: აეროპორტი - სასტუმრო - აეროპორტი
☼ სამოგზაურო დაზღვევა
☼ ჯგუფისთვის ინდივიდუალური ტრანსფერები ტურში მითითებული მარშრუტის მიხედვით
☼ ყველა ჩამოთვლილი ექსკურსია
☼ ადგილობრივი გიდის მომსახურება
☼ მუზეუმებში შესასვლელი ყველა ბილეთები
☼ 3*სასტუმროები ჩამოთვლილ ქალაქებში ( ორ და სამადგილიან ნომრებში)
☼ კვება ( საუზმე)
☼ უდაბნოში 2 ჯერადი კვება
☼ საფარი აქლემებზე უდაბნოში
☼ ვიზის მოსაკრებელი და სავიზო მომსახურების საფასური

✔ P.S. ერთ ადგილიანი ნომრის შემთხვევაში ტურის ღირებულებას ემატება:
450 ლარი

✔ შეიძლება გადანაცვლებული იყოს დღეები, ამინდის პირობების გათვალისწინებით.
_________________________________________________
დაგვიკავშირდით:
(+995) 577 199 270;
(+995) 577 199 192
გვეწვიეთ მისამართზე: პეკინის #25

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე4 860.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/12/21
    დაბრუნება
    • 27/10/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა