ბიუჯეტი

ID: 54332
1
2
3
4
5
6
7

სტამბულის ჯგუფური ტური ღვთისმშობლობას 21-25 სექტემბერი!

480 GEL

კონტაქტი

თბილისი, პეკინის 44
info@travel2georgia.ge;
+995 597 11 88 14 (ნატალი); +995 593 33 00 49 (სალომე); 595 22 38 48 (ნუგზარი)
www.travel2georgia.ge

მდებარეობა - ხანგრძლივობა

5 დღე - 4 ღამე

ტურის გამართვის პერიოდი

18/09/19 - 22/09/19
შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა

კონტაქტი

თბილისი, პეკინის 44
info@travel2georgia.ge;
+995 597 11 88 14 (ნატალი); +995 593 33 00 49 (სალომე); 595 22 38 48 (ნუგზარი)
www.travel2georgia.ge

გაზიარება

♥ სტამბულის განსხვავებული ტური ღვთისმშობლობას 21-22-23-24-25 სექტემბერი! ♥ ფასი 450 ლარიდან!
------------------------------------------------------------------------
✔გაფრენა თბილისიდან: 21 სექტემბერი (შაბათი, დილის 6:00 საათი)
✔ჩამოფრენა თბილისში: 25 სექტემბერი (ოთხშაბათს, დილის 04:00 საათი)
✔ექსკურსიები სრული 4 დღე+ შოფინგ ტური სტამბულის საბითუმო ბაზრობაზე!
✔ტურის ღირებულება: 850 ლარი! (აღნიშნული ფასი ვრცელდება პირველ 9 მგზავრზე!)
!!! ავტობუსით მგზავრობის შემთხვევაში ტურის ფასია 450 ლარი! 
✔დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:

  • WatsApp/Viber : 597 11 88 14 (ნატა)
  • 597 14 23 25 (ნუგზარი)
  • 593 33 00 49 (სალომე)

ფასში შედის:
✔ორმხრივი ავიაბილეთი (თბილისი-სტამბული-თბილისი)
✔ 8 კგ. ხელბარგი და 20 კგ. ბარგი
✔ ბორტზე კვება
✔ტრანსფერი: აეროპორტი-სასტუმრო-აეროპორტი
✔ კომფორტული სასტუმრო ქალაქის ცენტრში (ლინქს ჩაგიგდებთ მოთხოვნისთანავე)
✔ საუზმე (შვედური მაგიდა)
✔კვალიფიციური ქართულენოვანი გიდი
✔საჩუქრად! ფოტო/ვიდეო მასალა თქვენი მოგზაურობის ამსახველი კადრებით!

ტურის განრიგი: 
I დღე: 
✔06:05 საათზე გაფრენა თბილისის აეროპორტიდან.
✔08:00 საათზე ჩაფრენა სტამბულის აეროპორტში. (თურქეთის დროით).
✔ტრანსფერი/განთავსება სასტუმროში/დასვენება
12:00-13:00 ვიწყებთ ექსკურსიას:
✔ აია სოფია ( ძველი კონსტანტინოპოლის მთავარი ტაძარი მდებარეობს სასტუმროდან 5 წუთის სავალზე)
✔ტოპკაპის სასახლე (სტამბულის საგანძური )
✔ სულთან აჰმედის მეჩეთი, იგივე ლურჯი მეჩეთი (საყოველთაოდ აღიარებულია როგორც ისლამური არქიტექტურის განუმეორებელი ქმნილება. მეჩეთს ლურჯი დაერქვა მისი ინტერიერის ლურჯი ფილების გამო.)
✔ ბაზილიკა ცისტერნა – რომელიც მდებარეობს აია სოფიასთან და წარმოადგენს რომის იმპერიის დროინდელი მიწისქვეშა წყალსაცავს, რომელიც ანტიკური სასახლეებიდან წამოღებულ 336 რვამეტრიან სვეტზე დგას. აქედან ორი მათგანი მედუზა გორგონას უზარმაზარ თავზეა დამაგრებული.
✔ სტამბულის არქეოლოგიური მუზეუმი(აქ თავმოყრილია არამარტო სტამბულის, და თურქეთის არამედ მთელი ოტომანთა იმპერიის ტერიტორიებიდან თურქი არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი პრეანტიკური და ანტიკური ექსპონატები).
✔ წმ. ირინეს ეკლესია (ბიზანტიის იმპერიის მთავარი ტაძარი აია სოფიას აშენებამდე, სადაც ჩატარდა მეორე საეკლესიო კრება 381 წელს.
20:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება - თავისუფალი დრო.

II დღე 
✔საუზმე -08:00 - 09:00 საათზე.
ამ დღეს დილიდანვე ვესტუმრებით მსოფლიო საპატრიარქო ტაძარს, სადაც პატრიარქი ბართოლომეოს II აღავლენს წირვა-ლოცვას.
✔სუნელების ბაზარი...იგივე მონათა ბაზარი
✔ სტამბულის ვიწრო, კოლორიტუილი ქუჩებით მივალთ გასაღების ეკლესიაში და მოვილოცავთ. (**გასაღების შეძენა შეგიძლიათ ტაძარში )
შემდეგ ვესტუმრებით ხორას ულამაზეს ეკლესიას (ამჟამად მუზეუმი).
(*სურვილის შემთვევაში მოვილოცავთ ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძარს.)
✔ დოლმაბაჰჩეს სასახლე - თურქეთის ყველაზე დიდი სასახლეა, რომელიც ცნობილია თავისი ბაღებით, ოქროსა და კრისტალის მოპირკეთებით, დედოფალ ვიქტორიას მიერ ნაჩუქარი 750 შანდლიანი ჭაღით, რომელიც 4.5 ტონას იწონის.
✔უძველესი საათების მუზეუმი
✔ტაქსიმის მოედანი და ისტიკლალის ქუჩა წითელი ტრამვაით (ტურისტების საყვარელი ადგილი) 
✔გალათას კოშკი- ქრისტეს კოშკი(ლათინურად) - ქალაქის ერთ-ერთი ცნობილი ღირსშესანიშნაობა. მისი სიმაღლეა 66.90 მეტრი
✔საღამოს გთავაზობთ ვახშამს თევზის რესტორანში სადაც შეგიძლიათ დააგემოვნოთ უგემრიელესი კერძები.
დაბრუნება სასტუმროში/ღამისთევა

III დღე :
8:00 - 9:00 საუზმე
✔ გასეირნება კრუიზით ბოსფორზე (ქალაქის ულამაზესი ხედები)
✔შემდეგი ნახევარი დღის განმავლობაში გვექნება თავისუფალი დრო (შეგიძლიათ იშოპინგოთ სასტუმროს გაჩერებიდან 1 კმ მდებარე სავაჭრო უბანში)
(სტამბულის საბითუმო ბაზრობაზე საკმაოდ დაბალ ფასად შეიძენთ ხარისხიან თურქულ ტანსაცმელს და ფეხსაცმელს ჩვენი გიდის დახმარებით)
P.S. თვითმფრინავით შეგიძლიათ წამოიღოთ 20 კგ. ბარგი და 8 კგ. ხელბარგი
21:00 საათზე დაბრუნება სასტუმროში, დასვენება. (თავისუფალი დრო)

IV დღე
✔საუზმე - 08:00 საათზე.
✔ გამგზავრება პორტის მიმართულებით, ჩასხდომა გემში. გადმოსვლა კოურდუნასის კუნძულზე (ე.წ. ,,პრინცის კუნძულზე"), სადაც მხოლოდ ფაეტონები მოძრაობენ და საიდანაც ხელისგულივით იშლება ბოსფორის სრუტის ულამაზესი ხედები.
( ფაეტონით გამგზავრება მთაზე სადაც მოვინახულებთ წმ. ნიკოლოზის და წმ. გიორგის სასწაულმოქმედ ტაძრებს. ტაძარში ინახება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც სიმსივნით დაავადებულთა და უშვილოთა შემწეა. ამ ტაძრის საოცარი აღმოჩენის ისტორიას ადგილზე გაეცნობით)
P.S. სახლიდან წამოიღეთ ძაფის გორგალი. ლეგენდის მიხედვით, უნდა ჩაიფიქროთ სურვილი და წმ. ნიკოლოზის ეკლესიამდე უხმოდ უნდა აიტანოთ, ისე რომ არ გაგიწყდეთ ძაფი.შემდეგ ეკლესიაში შეხვალთ, სანთელს ანთებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ.. ძალიან ბანალურია, მაგრამ ფაქტია რომ ამ ადგილას უამრავი ადამიანი მოდის ამ ტაძრის მოსალოცად, როგორც ქრისტიანი, ასევე მუსულმანი...
✔დაბრუნება კუნძულიდან 16:00 საათზე
✔18:00 საათიდან 21:00 საათამდე- თავისუფალი დრო.
✔21:00 საათზე ჯგუფის შეკრება სასტუმროში
✔23:00 საათზე გამოფრენა თბილისისკენ (თურქული დროით)
✔04:00 საათზე დაბრუნება თბილისში (ქართული დროით)

ფასში არ შედის:
✔ ვახშამი (საკვების უზრუნველყოფა ხდება ინდივიდუალურად)
✔ მუზეუმების მოსაკრებლები, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენს: 40-45 $-ს (ადგილზე ყიდულობთ ფასდაკლების ბარათს)
✔ ბოსფორზე კრუიზი: 20 ლირა (10 ლარი)
✔(შიდა გადაადგილება 4 დღე + პრინცის კუნძულზე გადასვლა გემით ორი გზა, ყველაფერი ჯამში: 15-20 $)
** ყურადღება! ჯგუფის შევსება დაწყებულია და ადგილების რაოდენობა შეზღუდულია!
დასაჯავშნად მოგვწერეთ ან დაგვიკავშირდით ტელეფონებზე:
WatsApp/Viber : 597 11 88 14 (ნატა)
597 14 23 25 (ნუგზარი)
593 33 00 49 (სალომე)

მისამართი: ქ. თბილისი. პეკინის 44 (გაგარინის მოედანთან)
info@travel2georgia.ge
www.travel2georgia.ge

მსგავსი ტურები
ტურისტული კომპანიები
ყველა ტურისტული კომპანია arrow
რეიტინგის არჩევა
კომფორტი:
(150)
სისუფთავე:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
კომუნიკაცია:
(150)
შენი განხილვა