national delicacy

რიოდეჟანეირი _ბრაზილია

  • ID: 53438
  • ნახვები: 1476
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/10/19
    დაბრუნება
    • 10/11/19
დამატებითი ინფორმაცია

????????????????#რიოდეჟანეირი ბრაზილია - არგენტინა, საოცნებო სამხრეთ ამერიკა: რიო-დე-ჟანეირო - იგუასოს ჩანჩქერი – მანაუსი/ამაზონის ჯუნგლები. ????????????????????✈✈

პირველად საქართველოდან ყველაზე სრულყოფილი მოგზაურობა ????????✈

დაელოდე შემოდგომას 28 ოქტომბრიდან 10 ნოემბრამდე ????????????????✈✈✈????????

ტურის მოკლე ანონსი:

რიო-დე-ჟანეირო 
დღე 1:
ჩაფრენა რიო-დე-ჟანეიროს აეროპორტში გამთენიის 05.25 წუთზე. სასტუმროში განთავსება, დამღლელი ფრენების შემდეგ ამ დღეს მხოლოდ სანაპიროზე დასვენებას ვუწევთ რეკომენდაციას. საღამოს სურვილის მიხედვით შესაძლებელია სამბა შოუს (Ginga Tropica) დასწრება, სადაც წარმოდგენილია სამბა, კაპოეირა (ესაა აფრიკული კულტურა საბრძოლო ცეკვა), ბრაზილიური ფოლკლორი. ბრაზილიის სხვადასხვა რეგიონების კულტურა. ულამაზესი სანახაობა მშვენიერი საკარნავალო მუსიკით და კოსტუმებით. 
დღე 2:
დილიდან გუანაბარას ყურეს შესასვლელში პატარა ნახევარკუნძულზეა ზღვის დონიდან 396 მეტრ სიმაღლეზე აღმართული მთის დალაშქვრა. ამ მთას თავისი უცნაური ფორმის გამო შაქრისთავა შეარქვეს ადგილობრივებმა და აქაურობა ტურისტებისთვის საყვარელი შეკრების ადგილს წარმოადგენს, მთის ძირიდან წვერამდე საბაგიროთი ასვლის დროს შეძლებთ დაათვალიეროთ ქალაქის ულამაზესი პანორამები, კორკოვადოს მთა, ბოტაფოგო და კოპაკაბანას სანაპიროები. დღის მეორე ნახევარში თავისუფალი დრო სანაპიროზე სასეირნოდ.
დღე 3: 
და აი დადგა დრო, როცა რიო-დე- ჟანეიროს სიმბოლოს, მსოფლიოს შვიდი ახალი საოცრებიდან ერთერთ 38 მეტრი სიმაღლის ქრისტეს ქანდაკებას ახლოდან იხილავთ. კორკოვადოს მთის წვერზე(710 მეტრი ზღვის დონიდან) მხოლოდ ჯუნგლების გავლით ტრამვაის საშუალებით მოხვდებით, , წვერიდან მოსჩანს მთელი ქალაქი, პლიაჟები, ბოტანიკური ბაღი, შაქრისთავა მთა, ”მარაკანას” სტადიონი, გუანაბარას ყურე ა.შ. დღის მეორე ნახევარი კი ისევ სანაპიროზე დასვენების, ან რუმბას კლუბში განტვირთვისათვის გამოყავით.
დღე 4: 
დილის 07:05 - ტრანსფერი სასტუმრო აეროპორტი, გაფრენა იგუასუს მიმართულებით,, დახვედრა/ტრანსფერი: აეროპორტი სასტუმრო

იგუასუს ჩანჩქერი + ფრინველების პარკის მონახულება.
ჩანჩქერების კომპლექსი მდინარე იგუასუზე მდებარეობს არგენტინისა (80%) და ბრაზილიის (20%) საზღვარზე - არგენტინისა და ბრაზილიის იგუასუს ეროვნულ პარკებში. კომპლექსი ორივე ქვეყნის ეროვნულ პარკებთან ერთად იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შევიდა 1986 წელს და მნახველებს მწვანე მცენარეებისა და მუქი ფერის ბაზალტის კლდეების კონტრასტით ნუსხავს. 
ფრინველების პარკი: 
ცხრაასზე მეტი სახეობის ფრინველი, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი უიშვიათესი სახეობები უზარმაზარ სუბტროპიკულ ტყის მასივშია თავმოყრილი. ვიზიტორებს მათთან კონტაქტი ყოველგვარი შეზღუდვის (ბადეები, გალიები) გარეშე შეუძლიათ.

დღე 5:
იგუასოს ჩანჩქერი - არგენტინული მხარე და „Macuco Safari“. დღე, როდესაც ყველაზე ახლო კონტაქტს შეიგრძნობთ ჩვენი პლანეტის ფლორა/ფაუნასთან.
ამ დღის პირველი გაჩერება იგუასუს ჩანჩქერების ვიზიტორთა ცენტრია, სადაც უამრავი ბარი, რესტორანი, სუვენირების თუ სხვა მაღაზიები დაგხვდებათ, აქვე ატარებენ მცირე ლექციას სუბტროპიკული ტყის მნიშვნელობასა და მრავალფეროვნებაზე-მოგამზადებენ დღის მთავარი სანახაობისთვის: პატარა მატარებლით პირდაპირ არგენტინისკენ ჩანჩქერის ზედა დინების მხარეს გაემგზავრებით, ცნობილი „ეშმაკის ხახა“ და ერთ საათიანი ტური ქვედა დინებისკენ. სან მარტინის კუნძულზე სწორედ ამ ტურის ბოლოში მდებარე ულამაზესი ხიდის საშუალებით მოხვდებით. ეს ხიდი კვეთს რამდენიმე კუნძულს, სადაც განთავსებულია ბარები ვიზიტორებისთვის. ეკოლოგიური ბილიკები, კანიონები, გარეული ცხოველები, განსაცვიფრებელი ხედები იგუასუს ჩანჩქერზე დაუვიწყარი ექსკურსიის შემადგენელი ნაწილია.
თვგადასავალი კი მაკუკო საფარის შესასვლელიდან იწყება. 3 კილომეტრიან მონაკვეთს მანქანით გაივლით ჯუნგლებში. გზად შეგხვდებათ ორქიდეები, პალმები, ბრომელდები, გარეული ცხოველები. მეორე ეტაპი ფეხით მოგზაურობაა, რომლის სიგრძე დაახლოებით 600 მეტრია, მაკუკოს ჩანჩქერის მონახულება. აქ შესაძლებელია ხომალდებით გასეირნება. ხომალდში ჩასხდომამდე მგზავრები მიიღებენ პლასტმასის კონტეინერებს ციფრული აღჭურვილობის დასაცავად. 
დღე 6, 7, 8, 
გაფრენა იგუასოდან 04:00 გამთენიის რეისით, ჩაფრენა მანაუსში 09:20 სთ.
აქედან იწყება ამაზონის ეკოპარკის 3 დღიანი პროგრამა . * ტურები: ჰაიკინგი; მაიმუნების ტყის მონახულება; სტუმრობა „კაბოკლოს“ სახლში; ინდიელების სოფელი ჯუნგლებში, თევზაობა ადგილობრივ აბორიგენებთან ერთად მათი წესებით, 1 დღე გემით გასეირნება „ წყლების შეხვედრის“ ადგილას. 
დღე 10
ფრენა მანაუსი -რიო, განთავსება სანაპიროს სასტუმროში , შხუნით გასეირნება გუანაბარას ყურეში (Baia Guanabara). ზუსტად ამ ყურეში შემოვიდნენ პორტუგალიელები 1502 წლის 1 იანავრს და 1565 წლის 1 მარტს დაარსეს ქალაქი რიო დე ჟანეირო, რაც ნიშნავს იანვრის მდინარეს. სეირნობის ხანგრძლივობა - 2 საათი.შხუნის შემდეგ ქალაქის ტური: წმინდა სებასტიანის კათედრალური ტაძარი (Metropilitan cathedral Rio de Janeiro, SAO SEBASTIAO,საზღვაო პორტის მიმდებარე ტერიტორია,სადაც არის გრაფიტის კედელი (EDUARO kOBRA mural), სელარონის კიბეები, გვიან საღამოს კი ისტორიული უბნების მონახულება, გამთენიას ფრენა უკან სამშობლოში.

მოგზაურობის ღირებულება 3200 დოლარი ექვივალენტი ლარში ????????????

???????????? იჩქარეთ ფასები განახლებადია ????????????????????
----------------------------
დასაჯავშნად დაგვიკავშირდით:

Office : 0322 22 12 32

mobile: 
➡️551-72-77-93 - 555367382 ბაკური
➡️555 42-98 78 რანგო (შაკო)
➡️568-99-02-25 ნიკა
➡️595-75-14-41 მერაბი

????ს. ჩიქოვანის N4. (ხილიანი)

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე9 294.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 28/10/19
    დაბრუნება
    • 10/11/19