national delicacy

კაბადოკია

  • ID: 53315
  • ნახვები: 6660
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/07/19
    დაბრუნება
    • 22/07/19
დამატებითი ინფორმაცია

???? კაბადოკია - სუმელა ულამაზესი ბიზანტიიდან თანამედროვე თურქეთამდე❗ <3

ჩვენ ვაგრძელებთ რეგულარულ რეისებს კაბადოკიის მიმართულებით და გთავაზობთ საქართველოში ყველაზე გამოცდილ სამოგზაურო პირობებს ✌✌✌

შეარჩიეთ თქვენთვის სასურველი თარიღი და იმოგზაურეთ ყველაზე კომფორტული პირობით  <3  <3

მოგზაურობის თარიღები:

????4-5-6-7-8 ივლისი

????11-12-13-14-15 ივლისი

????18-19-20-21-22 ივლისი

????25-26-27-28-29 ივლისი

????1-2-3-4-5 აგვისტო

????8-9-10-11-12 აგვისტო

????15-16-17-18-19 აგვისტო

????22-23-24-25-26 აგვისტო

????28-29-30-31 აგვისტო 1 სექტემბერი

????5-6-7-8-9 სექტემბერი

????12-13-14-15-16 სექტემბერი

????19-20-21-22-23 სექტემბერი

????26-27-28-29-30 სექტემბერი

⭕ტურის ღირებულება 300 ლარი:

ღირებებაში შედის:
✔მგზავრობა ავტობუსით
✔გიდის მომსახურება
✔შიდა გადაადგილება
✔დილის საუზმე (შეუზღუდავი)
✔ 3 *** ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება
✔ფოტოგადაღება

ტურის ღირებულება 390 ლარი:

ღირებებაში შედის:
✔მგზავრობა ავტობუსით
✔გიდის მომსახურება
✔შიდა გადაადგილება
✔დილის საუზმე (შეუზღუდავი)
✔ 5 ***** ვარსკვლავიან სასტუმროში განთავსება
✔ფოტოგადაღება

????️ღირებულებაში არ შედის:
????️ღირებულებაში არ შედის:
❌საღამოს ვახშამი
❌მუზეუმების მოსაკრებელი ჯამში 100 ლირა
❌საჰაერო ბუშტით ფრენა (150$ ერთ ადამიანზე )

კაბადოკიაში მოგზაურობა პირველებმა ჩვენ დავიწყეთ საქართველოში ყველაზე კომფორტული პირობებით და ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად რაც ძალიან გვეამაყება რომ 8000 მგზავრზე მეტ მგზავრს მოვემსახურეთ <3 <3

აღნიშნეთ  დაბადების დღე, კორპორატიული საღამო და ყველა თქვენთვის მნიშვნელოვანი თარიღი კაბადოკიაში ????????????

ტურზე მოცემულ ყველა ღირსშესანიშნაობას ნახავთ გიდთან და გამყოლებთან ერთად, თუმცა თავისუფალი დროის მიღმა ნუ შეიზღუდებით და შეუშინდებით უცხო გარემოს, დამოუკიდებლად ისეირნეთ კაბადოკიის ქალაქების თუ სოფლების ულამაზეს ქუჩებში.

რომანტიული შეგრძნებების მოყვარულებს კი ულამაზესი მოგზაურობა გელოდებათ  <3  <3  <3

მიმდინარე წელსაც იგივე ფასად და იგივე კომფორტული შემართებით  <3

#გააგრძელე #ფერადი #დღეების #ისტორია  ^_^  ^_^  ^_^

????Hot Air Balloon Cappadocia ????

გმადლობთ, რომ თქვენი მოგზაურობა ანდეთ TRAVELER GE - ს  <3

თქვენი ხელშეწყობით გპირდებით, რომ ტური იქნება

დაუვიწყარი მოგონება თქვენს ცხოვრებაში.❤????

⏩აუცილებელია აიდი ბარათი ან საზღვარგარეთის პასპორტი.

• 06:00-13:00- შეხვედრა რედისონთან -> ჩასვლა სარფის გამშვებზე (შესვენება/გზაზე გაჩერებები 1 საათი)

• 13:00-15:00 საბაჟო პროცედურები, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ID მოწმობის შემთხვევაში, საზღვარზე გადმოგცემენ ფურცელს, რომელიც არის საზღვრის გადაკვეთის მოწმობა, აუცილებლად შეინახეთ აღნიშნული ფურცელი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსში არ დატოვოთ არანაირი ხელბარგი, ასეთ შემთხვევაში ავტობუსის შემოწმება საზღვარზე წაიღებს გაცილებით დიდ დროს.

• 17:00-19:00 სუმელას მონასტერი — IV-V საუკუნის მართლმადიდებლურიმონასტერი ტრაპიზონთან ახლოს. IV საუკუნიდან მონასტერში დაცული იყო ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც გადმოცემის თანახმად, ლუკა მახარებლის მიერაა დაწერილი.

სახელწოდება სუმელა ერთ-ერთი ვერსიით ბერძნულია და „შავ მთას“ აღნიშნავს. მეორე ვერსიის თანახმად სიტყვა „სუმელა“ ლაზურია და „სამებას“ ნიშნავს.

• 19:00-07:00 გასვლა გორემესკენ, 900 კილომეტრი. 12 საათი მგზავრობა.

დღე მეორე

• 10:00 ჩასვლა Kapadokya

• 10:00-12:00 სასტუმროში დაბინავება, მოწესრიგება, მომზადება. რეგისტრაციის გავლა.თავისუფალი დრო.

•14:00-.შოპინგი, შეგიძლიათ სხვადასხვა ველებზე მოიწყოთ , კვადროციკლის ტური, ცხენებით გასეირნება და ა.შ. , მოტოციკლეტის 100 ლირას, კვადროციკლის 140 ლირას, ცხენის 150 ლირას.

• 17:00 ფეხით გასეირნება, ქუჩების, მაღაზიების, სახელოსნოების დათვალიერება. კაპადოკიის გული დღეს გორემე და ურგუპია, აქაა თავმყორილი საუკეთესო სასტუმროები, აქაა ყველაზე მეტი ტურისტული კომპანიები საარენდო კვადროციკლებით თუ მოტოციკლებით, სუვენირების მაღაზიები, კაფეები, ხელნაკეთი ნივთების სახელოსნოები, თიხის სახელოსნოები, სადაც სრულიად უსასყიდლოდ შეგასწავლიან თიხის ზელვის საწყისებს და სამახსოვროდ თქვენივე გაკეთებულ თიხის ჭურჭელსაც გამოგატანენ.

საღამოს ავდივართ ყველაზე მაღალ ადგილას და ვტკბებით მზის ჩასვლით.

დღე მესამე

• დილით გასვლა 10:00 საათზე :

Goreme Open Air Museum გორემეს ღია ცის ქვეშა მუზეუმი, გორემეს ხეობაში უმნიშვნელოვანესი სანახაობაა გორემეს ღია მუზეუმი., გორემეს ღია მუზეუმში გახლავთ ყველაზე მთავარი, გამორჩეული ძეგლები: ბნელი ეკლესია, ვაშლების ეკლესია, ბასილის ეკლესია, წითელი ეკლესია, წმ.ბარბარეს სახელობის ეკლესია და სხვ. ისინი ერთმანეთის მიყოლებით კლდეში ნაკვეთ კომპლექსს წარმოადგენენ. ამ რეგიონში მოგზაურობისას პილიგრიმს განსაკუთრებული ემოცია ტოკალის ეკლესიის ხილვისას უჩნდება. ტაძრის შესასვლელში დამთვალიერებლის ყურადღებას ღვთისმშობლის შედარებით დაზიანებული ფრესკა იქცევს, რომელიც 1994 წელს “შენ ხარ ვენახის” ხატის სახელით დაიწერა და დღეს უკვე ცნობილი საგალობელი და ხატწერის ნიმუშია. ის სწორედ ტოკალის ეკლესიას უკავშირდება. 1 კილომეტრი გორემეს ცენტრიდან. ბილეთის ღირებულება 30 ლირა, +8 ლირა ბნელი ეკლესია.

• 12:00-14:00 Çavuşin, Nevşehir, Turkey ჩავუშინი, , სოფელ ჩავუშინის ნასახლარი, რომელიც 1962 წელს მიწისძვრამ იმსხვერპლა. ზეპირი გადმოცემით, ჩავუშინში იყო წმინდა გიორგის საცხოვრებელი სახლი... მთელი ქალაქია კლდეში გამოკვეთილი, სადაც დღესდღეობით ჩაშენებულია ალაგ-ალაგ სასტუმროები და საცხოვრებელი ოთახები.

• 14:00-16:00 ფაშაბაღი-ფაშაბაღს სხვანაირად ბერების ხეობას უწოდებენ. ეს კომპლექსი განთქმულია ფანტასტიური ხედებით და პეიზაჟებით და კიდევ იმით, რომ აქაა წმინდა სვიმონ მესვეტეს კელია, სადაც ის ცხოვრობდა მე-5 საუკუნეში. 12- ზოგი ცნობით კი 15 წლის განმავლობაში... ეს ის დიდი სვიმონ მესვეტეა, რომელმაც დასაბამი ჩაუყარა მესვეტეობას ქრისტიანობაში და რომელიც შემდეგ ანტაკიაში გადასახლდა. 2 კილომეტრი ჩავუშინიდან. (შესვლა უფასოა).

• 16:00-19:00 თავისუფალი დრო

• 19:00-21:00 Uchisar/Kapadokya უჩისარის ციხესიმაგრე, მზის ჩასვლის ნახვა ციხედან.-უჩისარის ციხე - ყველაზე მაღალი ადგილია მთელს კაპადოკიაში. 60 მეტრის სიმაღლეს კლდე, რომელზედაც ციხე ააგეს, ზღვის დონიდან 1400 მეტრზეა ამოზიდული. ციხიდან იშლება ულამაზესი 360 გრადუსიანი პანორამა მთელს კაპადოკიაზე! კარგ ამინდში მოჩანს ანატოლიის ყინულიანი მწვერვალები - ერჯიესი და ჰასანდაგი. თურქულ ენაზე უჩისარი ნიშნავს "სამ ციხეს". კლდე მართლაც შედგება ორი ნაწილისგან, მესამე კლდოვანი ნაწილი კი შორიახლო მდებარეობს... არავინ იცის ზუსტად, როდის დაიწყეს ამ კლდის გამოყენება ციხედ, თუმცა ცნობილია, რომ მას უკვე იყენებდნენ ხეთების პერიოდში, არაფერს ვამბობთ რა რომაელების ბატონობის და ბიზანტიის იმპერიის დროზე. 1398 წელს ციხე აიღეს სელჯუკებმა ბეიიაზიდ II-ის მეთაურობით და მე-15 საუკუნიდან ის უკვე ოსმალების საკუთრება იყო.

• 21:00- დაბრუნება სასტუმროში. თავისუფალი დრო

დღე მეოთხე

• 10:00 საათი - Kaymakli Underground City მიწისქვეშა ქალაქი ნიგდეს პროვინციაში, ერთერთი უძველესი ხეთური ცივილიზაციის კვალი კაბადოკიაში, რომელიც ძირითადად საომარი მოქმედებების დროს იქნა გამოყენებული ხეთების მიერ. მას მერე რაც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1180 წელს დაშლა დაიწყო ხეთურმა იმპერიამ, კაბადოკიის მიწაზე უძველესი ქართველური ტომები "ხალიბები" აღმოცენდენ და დაიწყეს კაბადოკიის მიწის გამოყენება, ქრისტიანების კვალი ყველაზე მეტად იკვეთება კაიმაკლის მიწისქვეშა ქალაქში სადაც ეკლესია სრული ფორმითაა შემონახული რაც გვაჩვენებს რომ ეს ადგილები უძველესი ქრისტიანების განსახლების ძირითადი კერა ყოფილა ...

• 12:00-14:00 ქალაქი Ürgüp / Cappadocia ურგუპი-ნევშეჰირის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული და მდიდარი ქალაქი, ცნობილია კლდეში ნაკვეთი მთით, Wish Hill, იგივე სურვილების მთა, რომელიც უკავშირდება მეთვრამეტე საუკუნეში დატყვევებული რუსი ჯარისკაცის ისტორიას. მთის წვერზე არის ურგუპის სულთნის კილიჩარსლანის საფლავი. ურგუპი ცნობილია უჩგუზელერის პანორამით, სოკოების ფორმის რელიეფი გადაჰყურებს ნევშეჰირის მთელ პროვინციას. შესვლა უფასოა.

დღე მეოთხე

•16:00 გამომგზავრება კაბადოკიიდან სარფის მიმართულებით

დღე მეხუთე

23:00 თბილისში დაბრუნება

-------------------------

დასაჯავშნად დაგვიკვშირდით:

➡️551-72-77-93 - 555367382 ბაკური

➡️568-99-02-25 ნიკა

➡️555 42-98 78 რანგო (შაკო)

➡️558-36-16-92 სერგო

➡️595-75-14-41 მერაბი

????ს. ჩიქოვანის N4. (ხილიანი)

თბილისი, საქართველო

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე300.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/07/19
    დაბრუნება
    • 22/07/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა