national delicacy

მოგზაურობა მისტიურ ტიბეტში

  • ID: 53222
  • ნახვები: 2939
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/09/19
    დაბრუნება
    • 28/09/19
დამატებითი ინფორმაცია

ტურის დაწყების თარიღი: 18.09.2019
ტურის დასრულების თარიღი: 28.09.2019

1 დღე ( ოთხშაბათი)
ჩაფრენა კატმანდუს აეროპორტში.
ტრანსფერი სასტუმროში. თავისუფალი დრო.
ვახშამი სასტუმროს ვერანდაზე.

2 დღე ( ხუთშაბათი)
საუზმე სასტუმროში,
ექსკურსია პატანში ( ტრანსფერი ავტობუსით)
ექსკურსია ბოდნატი ანუ ბუდისტური ტაძარი
დაბრუნება სასტუნმროში, თავისუფალი დრო
რეგეი ბარი - ცოცხალი მუსიკა.

3 დღე ( პარასკევი)
საუზმე სასტუმროში.
ფეხით გასეირნება ტამელზე ( ტურისტული უბანი კატმანუში)
ფეხით გასვლა სამეფო მოედანზე და ცოცხალი ქალღმერთ კუმარის ნახვა
მაიმუნების სასახლე ( ტრანსფერი ავტობუსით)
საღამოს თავისუფალი დრო,
ბარი ბრეზელი - ცოცხალი მუსიკის კონცერტი.

4 დღე ( შაბათი)
8:00 - გასვლა სასტუმროდან ტიბეტის მიმართულებით ( ჯიპებით)
კატმანდუ - გაირონგ - ტიბეტის საზღვარი (2700 მ.,210 კმ.,7 სთ.გზა)
შესვენება, სადილი ( არ შედის ფასში)
დაბინავება გესთ ჰაუსში ( გაირონგი)
ვახშამი

5 დღე ( კვირა)
7:30 - საუზმე სასტუმროში
8:00 - გასვლა გაირონგიდან-ტენგრი/ლაცეს მიმართულებით (4350მ., 240კმ., 8სთ.გზა) შესვენება, სადილი ( არ შედის ფასში, 8-10$ )
დაბინავება გესთ ჰაუსში ( ლაცე) ვახშამი.

6 დღე ( ორშაბათი)
8:30 - საუზმე
9:00 - გასვლა ტენგრი/ლაცედან შიგატსის მიმართულებით (3800მ., 180კმ., 6 სთ. გზა)
შესვენება, სადილი ( არ შედის ფასში, 8 - 10 $)
გესთ ჰაუსში დაბინავება ( შიგატსე)
ვნახავთ: ერთ - ერთ უდიდეს სამონასტრო კომპლექსს და ძონგომის ციხე-სიმაგრეს, აგრეთვე მონასტერ საკიას.
ვახშამი

7 დღე ( სამშაბათი)
9:30 - საუზმე
10:00 - გასვლა შიგატსიდან გიანტსის მიმართულებით (3977 მ., 90კმ., 3სთ. გზა )
11:00 - ტაშილჰუნპუს მონასტრის მონახულება
ერთ- ერთი უდიდესი ტიბეტური მონასტერი შიგათსე - ში, აგებულია 1447 წელს, მონასტრის სრული სახელი თარგმანში ტიბეტურიდან ჟღერს როგორც ,, მთელი ბედნიერება და სიმდიდრე თავმოყრილია აქ“
14:00 - გესთ ჰაუსში დაბინავება და სადილი
თავისუფალი დრო, გავისერნებთ გიანტსეში ( პატარა ტიბტური სოდფელი 3977 მ-ზე და დავტკბებით პანორამული ხედებით, ვნახავთ სოფლის ღირსშესანიშნაობებს.
ვახშამი და ღამისთევა გესთ ჰაუზში.

8 დღე ( ოთხშაბათი)
8:30 - საუზმე
9:00 - გასვლა გიანტსიდან-ლჰასა-იამდროკის ტბის მიმართულებით (3600მ., 260კმ., 8სთ. გზა)
9:30 - ხუმბუმ სტუპას მონახულება
ტიბეტური ტაძარი -სტუპის ფორმის მრავალტერასიანი არქიტექტურით, სულ ტიბეტსი სამი ხუმბუმ სტუპა არსებობს, აშენებულია 1440 წელს, მოიცავს 108 ოთახს რომელშიც განთავსებულია ბუდისტური სკულპტურები და მოხატული კედლები , სტუპას მშენებლობაში მონაწილეობდნენ კატმანდუს ველიდან მოწვეული საუკეთესო ოსტატები და მხატვრები.
10:30 - გზის გაგრძელება (გზად დავინახავთ ორ მარად დათოვლილი მთის-ხანსასა (7223 მ.) და რალუნგის (6232 მ.) პანორამებს და ვივლით იამდროკის ტბის გასწვრივ 1 საათის განმავლობაში)
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტბა ტიბეტში, რომლის შემოვლითაც მომლოცველები ასრულებენ რიტუალურ სვლას, ტბის ფერი ყოველ ჯერზე სხვა და სხვაა და გადმოცემით მისი ფერები არასდროს მეორდება, ითვლება ტიბეტის თილისმად და ტიბეტელებს სჯერათ რომ თუ ტბა დაშრება ტიბეტიც გაუკაცრიელდება.
საღამოს გესთ ჰაუსში დაბინავება და ვახშამი ( გიანტსე)

9 დღე ( ხუთშაბათი)
8:00 - საუზმე
გასვლა ლჰასას მიმართულებით (3650 მ. )
გზად მოვინახულებთ დრეპუნგის მონასტერს, რომელიც წარმოადგენს ტიბეტური ბუდიზმის ყველაზე დიდ სამონასტრო კომპლექსსა და უნივერსიტეტს, აგრეთვე ადგილს მომლოცველობისთვის. შემდეგ ვეწვევით ყვითელ ქუდიანი ბერების სამყოფელს - ნეჩუნგის მონასტერს. ჩასვლა ლჰასაში და ნორბულინგკა სასახლის მონახულება . დაარსებულია 1754 წელს, VII დალაი ლამას ინიციატივით და წარმოადგენდა დალაი-ლამას საზაფხულო რეზიდენციას 1780 წლიდან 1959 წლამდე, მანამ სანამ XIV დალაი ლამა გაიქცეოდა ტიბეტიდან. 2001 წელს ნორბულინგკა გააერთიანეს პოტალას სასახლის ისტორიულ ანსამბლში და გახდა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
სასტუმროში დაბინავება და ვახშამი.

10 დღე ( პარასკევი)
8:00 - საუზმე
10:00 - გასვლა პოტალას, ჯოხანგისა და სერას მონასტრების მიმართულებით და მათი დათვალიერება ადგილობრივი გიდის თანხლებით.
პოტალას მონასტერი, დალაი ლამას ყოფილი რეზიდენცია - სასახლე აღმართულია ბორცვზე და მთელს ქალაქს მაღლიდან გადმოჰყურებს. სახელი მიიღო პოტალას მთიდან, სადაც ბუდისტური მითოლოგიის თანახმად შებრალების ღმერთი ცხოვრობდა.
ჯოხანგის მონასტერი — ბუდისტური მონასტერი რომელიც იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაშია შეიტანა.
სერას მონასტერი დაარსებულია 1419 წელს და წარმოადგენს განმარტოების კერას ასკეტი ბერებისთვის
სასტუმროში დაბრუნება და ვახშამი.

11 დღე ( შაბათი)
საუზმე სასტუმროში. ტრანსფერი ლჰასას აეროპორტში. ჩამოფრენა კატმანდუში.
ტრანსფერი და თავისუფალი დრო კატმანდუში.
საღამოს ტრანსფერი კატმანდუს აეროპორტში და გამომგზავრება თბილისში.

ტურის ღირებულება: 5400 ლარი ( 1995$)

ღირებულებაში შედის:
✈ავიაბილეთის ღირებულება (ორივე გზა)
☼ სამოგზაურო დაზღვევა
☼ ვიზის მოსაკრებელი კატმანდუში25$
☼ ტურში მითითებული ტრანსფერები (კატმანდუდან ლჰასამდე ჯიპით მგზავრობა)
☼ სასტუმროები ( კატმანდუში და ლჰასაში) საოჯახო სასტუმრო ტიბეტის გზაზე
☼ ადგილობრივი გიდის მომსახურება
☼ ქართულენოვანი გამყოლის მომსახურება
☼ სამუზეუმო ბილეთები და მოსაკრებლები
☼ საუზმეები სასტუმროში და გესთ ჰაუზებში
☼გამოსამშვიდობებელი ბანკეტი კატმანდუს სასტუმროს ვერანდაზე
☼ ტიბეტის ვიზის მოსაკრებელი ( 85$) და სავიზო მომსახურება.
✈თვითმფრინავით დაბრუნება ლჰასადან კატმანდუში

ღირებულებაში არ შედის:
☼ სადილები და ვახშმები ( საშუალოდ 10/15 $ დღეზე)

შენიშვნა: ტურის დაჯავშვნა და ბილეთების გამოსყიდვა ივნისის ბოლომდე! (ბილეთის ღირებულება 1600 ლარი)

დასაჯავშნად და ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ: 593 527353; 599 206092;

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე5 400.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 18/09/19
    დაბრუნება
    • 28/09/19
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა