national delicacy

მაცხოვრის სისხლის კვალდაკვალ ბრიუგეში. ზღაპრული ბელგია.

  • ID: 52186
  • ნახვები: 2329
  • location
    მდებარეობა
  • calendar
    ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/06/19
    დაბრუნება
    • 30/09/20
დამატებითი ინფორმაცია

7 დღიანი ტური ბრიუგეში

“Garula Travel” 7 დღიანი ტურით გიწვევთ, ზღაპრულ ქალაქში, ჩრდილოეთის ვენეციად წოდებულ, ბელგიის ერთ-ერთ მომაჯადოებელ ქალაქ ბრიუგეში, საიდანაც წარუშლელი და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით ჩამობრძანდებით.

ბრიუგე, წააგავს ზღაპრულ ზღაპრულ ქალაქს, სადაც ულამაზესი კოპწია სახლები, ორცხობილებივით არიან ჩამწკრივებულნი და უამრავ არხებში, რომლებითაც ქალაქია დასერილი, ყელმოღერილი გედები ცურავენ.

ბრიუგეში, ბრიუსელის გავლით მოგიწევთ ჩასვლა, როგორც ავტობუსით (1სთ.55წთ.), ისე ჩქაროსნული მატარებლით (55 წთ.).

ბრიუგეს, ძველ ქალაქად ცნობილი მთელი ნაწილი „იუნესკოს“ დაცვის ქვეშ გახლავთ. აქ, უამრავ, უძველეს დ აულამაზეს ხუროთმოძღვრულ ძეგლს აქვს თავი მოყრილი, რომელთა არქიტექტურით, სიმდიდრითა და ისტორიული მნიშვნელობით გაოცებულნი დარჩებით.

ბრიუგეს სავიზიტო ადგილს, ქალაქის „სავაჭრო მოედანი“ წარმოადგენს, ე.წ. „Grote Markt“.მოედნის მთავარ მშვენებას „ბელფორდის კოშკი“ წარმოადგენს - „Belfried“, რომლის სიმაღლეც 110 მეტრია. აქვეა ქალაქის რატუშა, რომანულ სტილში აგებული პატარა სამრეკლო, რომლებიც ერთობლიობაში დაუვიწყარ არქიტექტურულ კომპლექსს ჰქმნიან. სასამართლოს შენობა, ფლანდრიელ გრაფთა რეზიდენციას წარმოადგენდა, სადაც ინახება უამრავი გერბი და გამოჩენილი ფლანდრიელი ადამაინების: კარლოს V-ის, მარია და მაქსიმილენ ბურგუნდიელთა, იზაბელ კასტილიელის, ფერდინანდ არაგონელის სურათები და სტატუეტები.

ქალაქის მთავარ ტაძარს, ღვთისმშობლის ეკლესია(Onze-Lieve-Vrouwekerk) წარმოადგენს, რომელსაც ბრიუგეს ნოტრ-დამსაც უწოდებენ.

იესო ქრისტეს კათედრალური ტაძარი, აგურით არის ნაგები, თუმცა მისი ინტერიერი უძვირფასესია. აქ, შეგიძლიოთ იხილოთ სახელგანთქმული ფერმწერების: მემლინგის, ქუელინისა და ვან გეკის ცნობილი ხატები და ფერწერის შედევრები.

მნახველთა უზარმაზარ რაოდენობას იზიდავს მაცხოვრის სისხლის ტაძარი (BasiliekvanhetHeiligBloed),

ქალაქში, ძალზედ ბევრი მუზეუმია და მათი სამუშაო დროა 9:30 – 17 სთ. ექვს წლამდე ბავშვებისთვის, მუზეუმებში შევლა უფასოა უფროსებისთვის, კი 3-დან - 10 ევრომდე. ეკონომიურობისთვის, შეგიძლიათ 30 ევროდ შეიძნოთ მუზეუმებში შესასვლელი კომბინირებული 3-დღიანი ბარათი და ბრიუგეს ყველა მუზეუმის კარი, უფასოდ გაიღება; ამასთან ტურისტები ბონუსის სახით იღებენ ბრიუგეს დათვალირებისას გიდის უფასო მომსახურებას  და ქალაქის არხზე უფასო კრუიზს.

ბრიუგეს, ყველაზე ნახვად და პოპულარულ მუზეუმებს წარმოადგენს: სალვადორ დალის მუზეუმი, გრონინგეს მუზეუმი, გვიდო გაზელის მუზეუმი, არქეოლოგიური მუზეუმი, მემლინგის მუზეუმი, მაქმანების მუზეუმი, ფოლკლორული მუზეუმი, მეთუნეობის ღვთისმშობლის მუზეუმი, ბრილიანტების მუზეუმი, ლუდის მუზეუმი, შოკოლადის მუზეუმი, შემწვარი კარტოფილის მუზეუმი, სადაც თემატური პროდუქტების დაგემოვნებაც შეიძლება.  

გირჩვეთ, აუცილებლად იმოგზაურეთ ნავებით ქალაქზე განფენილ არხებზე, რომლის ფასიც 8 ევროა. აღნიშნული ექსკურსიით თქვენ, ქალაქის ისეთ ადგილების ნახვას შესძლებთ, რაც ჩვეულებრივი ტრანსპორტით შეუძლებელია.  

აუცილებლად მოინახულეთ „სიყვარულის ტბა“, სადაც ულამაზესი გედები ბინადრობენ და მას, რამდენიმე არხი ჰკვეთს. ტბა, 1488 წლიდან არსებობს დ ალეგენდის თანახმად, თუ მის ხიდზე, ორი შეყვარებული შეჰფიცავს ერთმანეთს სიყვარულს ისინი, სიცოცხლის ბოლომდე ერთად იქნებიან.

ტბასთან შორიახლოს მდებარეობს „გაქცეულ ქალთა სამეფო კარი“, რომელსაც ადრე თავს, მარტოხელა და ქვრივი ქალბატონები აფარებდნენ.  დღესდღეობით იქ, წნ. ბენედიქტის ორდენის მონაზვნები აფარებენ.

 

 

 

შოპინგი ბრიუგეში:

 

ქალაქის კარებჭესა და „Grote Markt“-ს შორის ადგილი შოპინგის მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა. სავაჭრო ქუჩებს წარმოადგენენ:  Steenstraat, Smedenstraat, Academiestraat, St.-Amandsstraat , Hoogstraat, Philipstockstraat, Zuidzandstraat, Vlamingstraat, St.-Jakobsstraat, Geldmuntstraat, SimonStevinplein, Katelijnestraat, Noordzandstraat — და შოპოჰოლიკებს, სთავაზობენ უამრავ ბუტიკს, მაღაზიებს და სუვენირულ დახლებს ნებისერი გემოვნების ადამიანს. მაქმანების ცენტრი მდებარეობს  Peperstraat,3 ქუჩაზე. ყველაზე გემრიელი შოკოლადი იყიდება Stef’s (Breidelstraat,21), ChocolatierVanOost (Wollestraat,53), Dumon (SimonStevinplein,19) მაღაზიებში, სადაც  20-30 ევროდ შესაძლებელია მთელი ოჯახის საკმარი შოკოლადის ნაწარმის შეძენა. De Bier Tempel (Philipstockstraat,7) მაღაზიაში, შეგიძლიათ შეიძინოთ 600 დასახელების ლუდიდან ნებისმიერი. ლუდი აქ, რაიმე ასაკობრივი შეზღუდვის გარეშე იყიდება. აქვე, შეგიძლიატ შეიძნოთ ლუდთან დაკავშირებული სუვენირები: თითოეული დასახელების ლუდის კათხები, მაგნეტიკები, გასაღების საკიდები, სასაჩუქრე ნაკრებები. მაგალითისთვის, ორი ბოთლი ლუდისა და კათხი სასაჩუქრე საკოლექციო ნაკრები 10-15 ევრო ღირს. მაღაზია 9:30 – 18:30 საათებში მუშაობს.

 

ტურის ფასი: 2700 ევრო

 

ფასში შედის:

ფრენა: თბილისი-ბრუსელი-თბილისი

შიდა გადაყვანა: ბრიუსელი - ბრიუგე

ორადგილიან ნომერში 1 ადამიანის განთავსება 7 დღით.

ტური მოიცავს
  • კვება კვება
  • ავიაბილეთები ავიაბილეთები
  • ტრანსფერი ტრანსფერი
  • მუზეუმის ბილეთები მუზეუმის ბილეთები
  • გიდის მომსახურება გიდის მომსახურება
  • სამოგზაურო დაზღვევა სამოგზაურო დაზღვევა
  • კონცერტის ბილეთები კონცერტის ბილეთები
  • ხელბარგი ხელბარგი
  • დამატებითი ბარგი დამატებითი ბარგი
  • სასტუმროში განთავსება სასტუმროში განთავსება
ფასი 1 კაცზე2 750.00
  • მდებარეობა
  • ტურის გამართვის პერიოდი
    გასვლა
    • 01/06/19
    დაბრუნება
    • 30/09/20
მსგავსი ტურებიყველა ტურის ნახვა